Author Archives: admin

ლიკანის მიმდებარედ ტყის მასივში ხანძარია – პროცესში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენია ჩართული

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, ლიკანის მიმდებარედ ტყის მასივში ხანძარია. როგორც  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, ადგილზე უკვე იმყოფებიან მეხანძრე მაშველები. ხანძრის ლოკალიზაციის პროცესში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ხანძრის გამომწვევი მიზეზი და გავრცელების ფართობი ამ დროისთვის უცნობია.

Read More »
სერგეი ლავროვი: ქართველი ხალხი მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივი შეცდომებისთვის არ უნდა იხდიდეს საფასურს

სერგეი ლავროვი – რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოდ მუშაობა უზრუნველყოს

რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოდ მუშაობა უზრუნველყოს და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორებმა თავიანთი ამოცანების შესრულება შეძლონ, – ამის შესახებ მოსკოვში სტუდენტებთან შეხვედრისას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. რუსი დიპლომატის თქმით, მოსკოვი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისიისგან ობიექტურობას ელოდება. „ჩვენ სწორედ ობიექტურობას ველოდებით, თუმცა ყველა დანარჩენს, ვინც ასე თუ ისე დაკავშირებულია ამ ვიზიტთან, მის მზადებასთან და მისი გართულების მცდელობებთან, აშკარად არ სურს, ...

Read More »

კახა კალაძე: 30 ელექტროდამტენი თბილისში დაამონტაჟდება, 20 – დასავლეთ საქართველოში

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერია კერძო სექტორთან ერთად, დამატებით 50 ელექტროდამტენს დაამონტაჟებს. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, 30 დამტენი დედაქალაქის სხვადასხვა მისამართზე დამონტაჟდება, ხოლო 20 დამტენი დასავლეთ საქართველოს მიმართულებით. „ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ქვეყანაში ელექტრომობილები წავახალისოთ. რაც უფრო მეტი ელექტრომობილი იქნება, ეს მისასალმებელია. შესაბამისად, ჩვენ ამ პროცესების ხელშემწყობი ვართ და მიღებული გვაქვს გარკვეული გადაწყვეტილებები. არის გარკვეული ...

Read More »

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მუშაობას დღეიდან შეუდგება

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისია ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისკენ გაემგზავრა. საერთაშორისო ექსპერტები სააგენტოს დირექტორის რაფაელ გროსის ხელმძღვანელობით სადგურზე მუშაობას სავარაუდოდ დღეიდან შეუდგებიან. როგორც სასტუმროს დატოვებისას მედიასთან საუბრისას გროსმა განაცხადა, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო განიხილავს ზაპოროჟიეს სადგურზე მუდმივმოქმედი წარმომადგენლების ყოლის შესაძლებლობას, რაც სპეციალისტებს იქ არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით რეგულარული, საიმედო, მიუკერძოებელი მონაცემების მიღების საშუალებას მისცემს. „ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი მისია გვაქვს შესასრულებელი. როგორც იცით, ...

Read More »
სოფლების ჩამონათვალი, რომელთა გაზიფიცირებაც 2016 წელს მოხდება

დიდ დიღომში გაზის გაჟონვის შედეგად შედეგად 3 ადამიანი დაშავდა – ერთ წლამდე ბავშვის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაშავებული ერთ წლამდე ბავშვის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. როგორც ცნობილია, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად შედეგად 3 ადამიანი დაშავდა, მათ შორის დედა და მცირეწლოვანი შვილი. “დილით ძლიერი აფეთქების ხმა იყო. ოჯახის სამი წევრი მძიმედაა დაშავებული. როგორც ვიცით, ბინაში აფრიკელები ცხოვრობდნენ“, – აცხადებენ ადგილობრივები.

Read More »

უკრაინის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ რუსეთის არმიის ქმედებები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე IAEA-ს მისიის ვიზიტს საფრთხეს უქმნის

რუსეთის არმიის ქმედებები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მისიის ვიზიტს საფრთხეს უქმნის, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა. „თავისი ვალდებულებების დარღვევით, რუსეთის არმია მძიმე შეიარაღებიდან ბომბავს დერეფანს, რომლის გავლითაც ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისია ზაპოროჟიედან ატომურ სადგურამდე უნდა მივიდეს. რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ეს საშიში პროვოკაციები და უზრუნველყოს საერთაშორისო ...

Read More »

„ლუკოილის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე საავადმყოფოს მე-6 სართულის ფანჯრიდან გადავარდა და გარდაიცვალა

„ლუკოილის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე რავილ მაგანოვი მოსკოვში საავადმყოფოს ფანჯრიდან გადავარდა და გარდაიცვალა. ამის შესახებ რუსული მედია წერს. 67 წლის რავილ მაგანოვი მოსკოვის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში, მეექვსე სართულზე მდებარე განყოფილებაში მკურნალობდა. გავრცელებული ინფორმაციით, რავილ მაგანოვმა შესაძლოა თავი მოიკლა, თუმცა ამ ინფორმაციას ჯერჯერობით არავინ ადასტურებს. ოფიციალური კომენტარი „ლუკოილში“ ამ დრომდე არ გაკეთებულა.

Read More »

რუსი სამხედროების მიერ გახსნილი ცეცხლის შემდეგ, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ავარიულმა დამცავმა სისტემამ მეხუთე ელექტრობლოკი გამორთო

რუსი სამხედროების მხრიდან გახსნილი ცეცხლის შემდეგ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ავარიულმა დამცავმა სისტემამ მეხუთე ელექტრობლოკი გამორთო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრიანული მედია „ენერგოატომზე“ დაყრდნობით ავრცელებს. „ატომური საერთაშორისო სააგენტოს მისიის ვიზიტის წინ რაშისტებმა ბირთვულ სადგურზე ახალ პროვოკაციეს მიმართეს. პირველ სქტემბერს, 04:57 საათზე რუსული საოკუპაციო ძალების მხრიდან ნაღმტყორცნებიდან ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის პლატფორმისთვის გახსნილი ცეცხლის შედეგად ამუშავდა ავარიული დაცვა და გაითიშა მომუშავე მეხუთე ენერგობლოკი“, – ნათქვამია ...

Read More »

ამ წუთებში ბორჯომის ტყეში ისევ ხანძარია

ბორჯომის ტყეში ისევ ხანძარი გაჩნდა, – აღნიშნულის ამსახველ კადრებს “მთავარი არხი” ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ ძლიერი ხანძარია დიღომშიც. “მეტრონომი” დამატებითი დეტალების გარკვევას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ცდილობს.

Read More »

სემეკმა „რუსთავის წყალი“ 50 000 ლარით დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ)  შპს „რუსთავის წყალი“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 50 000 ლარით დააჯარიმა. დაჯარიმების საფუძველს წარმოადგენს ქ. რუსთავში სასმელი წყლის ხშირი ავარიული წყვეტები. კომპანიას დაევალა მომდევნო თვეების განმავლობაში უზრუნველყოს განსაზღვრულ ვადებში საინვესტიციო პროექტების მოცულობის ზრდა და მათი განხორციელების ტემპის დაჩქარება. ინვესტიციების განხორციელება ხელს შეუწყობს წყალმომარაგების ქსელის მდგომარეობის გაუმჯობესებასა და ავარიების შემცირებას. შპს „რუსთავის წყალმა“ სექტემბრის ...

Read More »