Author Archives: admin

საქართველოში საწვავზე ფასმა იმატა

უკრაინაში საწვავის დეფიციტის ფონზე, ქვეყანას პოლონეთი 25 000 ტონა საწვავს მიაწვდის

უკრაინის პირველმა ვიცე-პრემიერის, ეკონომიკის მინისტრ იულია სვირიდენკოს განცხადებით, პოლონეთი უკრაინისთვის 25 000 ტონა საწვავის მიწოდებას გეგმავს. ოფიციალური პირი განმარტავს, რომ ქვეყანაში საწვავის დეფიციტია, რაც იმითაა განპირობებული, რომ უკრაინას საწვავის 97% რუსეთიდან და ბელარუსიდან მიეწოდებოდა, დღეს კი ეს მარაგი ხელმისაწვდომი აღარ არის. საწვავის პირველი პარტია პოლონეთიდან უკრაინაში მომავალი კვირის დასაწყისში ჩავა. მედია წერს, რომ მომარაგების ახალი მარშრუტები და ენერგოუსაფრთხოების ახალი სისტემა მუშავდება. პოლონელი ...

Read More »
ირანის პოზიციები ნავთობს ისევ აიაფებს

ევროკავშირი: ირანი შესაძლოა დაბრუნდეს ნავთობის გლობალურ ბაზრებზე

ევროკავშირსა და ირანს შორის ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები გრძელდება. როგორც უცხოური მედია წერს, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა გერმანიაში მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროკავშირსა და ირანს შორის მოლაპარაკებები რამდენიმეთვიანი დაძაბულობის შემდეგ განახლდა. შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, ირანი შესაძლოა დაბრუნდეს მსოფლიო ნავთობის ბაზრებზე. ევროკავშირის მოლაპარაკებების კოორდინატორმა ენრიკე მორამ თეირანში ვიზიტი შეაფასა, როგორც მოსალოდნელზე უკეთესი. 2015 წელს ...

Read More »

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 3.4 მლნ ბარელით შემცირდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 3.4 მილიონი  ბარელით შემცირდა და შეადგინა 420,82 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ბენზინის მარაგები  შემცირდა  4,78   მილიონი ბარელით  და შეადგინა  220,19  მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები  გაიზარდა  1,24  მილიონი ბარელით და შეადგინა  105.264 მლნ ბარელი. ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში გაიზარდა 100 ათასი  ბარელით  და შეადგინა 11,9 ...

Read More »
ნავთობიმპორტიორებმა საწვავის ფასი ისევ გააძვირეს

რუსული საწვავი ფასდაკლებით აღარ შემოვა – მთვრალაშვილი

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის, ვანო მთვრალაშვილის განცხადებით, საწვავთან დაკავშირებით კომპანიებისა და მთავრობის ეკონომიკური გუნდის შეხვედრა „საქმიანი და კონსტრუქციული იყო“. „აღმასრულებელი ხელისუფლების დამოკიდებულება ბიზნესის მიმართ არის საკმაოდ პრაგმატული და სწორი, ბიზნესთან არჩევს დიალოგის ენას“,- განაცხადა მთვრალაშვილმა „ბიზნეს ფორმულასთან“ საუბრისას. კონკურენციის სააგენტოს ანგარიშზე კომენტირებისას მთვრალაშვილი აცხადებს, რომ რუსეთიდან შემოტანილი იაფი საწვავი კომპანიამ ლოიალურ მომხმარებლებს, რომელთა წილიც 50-60%-ია, 20-25 თეთრიანი ფასდაკლებით შესთავაზა. „რუსული ...

Read More »

დღეს, თბილისის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 19 მაისს ელექტრომომარაგება თბილისის ზოგიერთ რაიონში დროებით შეიზღუდება. ისნის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების (ნაწილობრივ), ვაზისუბნის I, II, IIა, III მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ვაზისუბნის III მიკრორაიონის I, II კვარტლების (ნაწილობრივ), ვაზისუბნის IV მიკრორაიონის I კვარტლის, სიმონ და თინა ყაუხჩიშვილების, თამარ ღვალაძის, გიორგი დეკანოზიშვილი, ზურაბ პატარიძის, ჯუმბერ ლეჟავას და ...

Read More »

ნავთობის ფასი შემცირებას განაგრძობს

2022 წლის 17  მაისის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  111,93  (-  2.31)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  112,40  (-  1,80)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

მკვლევრები წყალმცენარეებს კომპიუტერის ენერგიის წყაროდ ერთი წლის განმავლობაში იყენებდნენ

ექსპერიმენტის ფარგლებში, ARM-ის მიკროპროცესორს წყალმცენარეები ენერგიას ერთი წლის განმავლობაში აწვდიდნენ. კემბრიჯის უნივერსიტეტის მკვლევრები წყალმცენარეების კომპიუტერის ენერგიის წყაროდ ერთი წლის განმავლობაში იყენებდნენ. სისტემა AA ელემენტის ზომის იყო და ეფუძნებოდა არატოქსიკური წყალმცენარის სახეობას, რომელსაც synechocystis-ს უწოდებენ. წყალმცენარეები “ბუნებრივად იღებენ ენერგიას მზისგან, ფოტოსინთეზის გავლით”, — ამბობენ კემბრიჯის უნივერსიტეტში. აქ მკვლევრებს სჯერათ, რომ მათ მიერ შექმნილ “სისტემას აქვს პოტენციალი, იყოს სანდო და განახლებადი წყარო ...

Read More »

დავით სონღულაშვილი: აუცილებელია ქვეყანამ გააგრძელოს განახლებადი ენერგიის ობიექტების მშენებლობა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა მონაწილეობა მიიღო ენერგეტიკული გაერთიანების საპარლამენტო პლენუმის შეხვედრაში, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებს ეხებოდა, – ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პარლამენტის წევრმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ენერგო დამოუკიდებლობის მნიშვნელობასა და ენერგეტიკული გაერთიანების წევრობის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების შესახებ ისაუბრა. „მოხარული ვარ, რომ შესაძლებლობა მომეცა მონაწილეობა მივიღო და ...

Read More »
ირანური გაზის ექსპორტთან დაკავშირებულ პროექტზე მუშაობა ორ თვეში დასრულდება

ირანი, ექსპორტის გაორმაგების მიზნით, ქვეყნის უდიდესი ნავთობის საბადოს გაშვებას გეგმავს

ირანი გეგმავს ქვეყნის უდიდესი – „აზადეგანის“ ნავთობის საბადოს გაშვებას ნავთობის ექსპორტის გაორმაგებას მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. ამის შესახებ ირანის ნავთობის ეროვნული კომპანიის მმართველმა დირექტორმა, მოშენ ჰოჯასტეხმერმა განაცხადა. აღნიშნულია, რომ პოტენციურად ირანს შეუძლია შეცვალოს ევროპა რუსეთიდან ნავთობის ყველა მარაგით ზღვით. გამოცემა „როსბალტი“ Bloomberg-ზე დაყრდნობით იუწყება, რომ კომპანია აპირებს ბანკებთან ხელშეკრულებების გაფორმებას დარგის განვითარების დასაფინანსებლად. მისი მარაგი 32 მილიარდ ბარელად არის შეფასებული. ამავდროულად, რუსეთის ...

Read More »

ირაკლი ლექვინაძე: ნავთობპროდუქტების სექტორის წარმომადგენლებთან გავიარეთ ის საკითხები, სადაც შეიძლება მოქალაქეებისთვის პროდუქციის უფრო მისაღები ფასით მიწოდების რესურსი მოიძებნოს

ნავთობპროდუქტების სექტორის წარმომადგენლებთან გავიარეთ ის საკითხები, სადაც შეიძლება მოქალაქეებისთვის პროდუქციის უფრო მისაღები ფასით მიწოდების რესურსი მოიძებნოს, – ამის შესახებ საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ „ქრონიკასთან“ ისაუბრა. „სახელმწიფოს მხრიდან მნიშვნელოვანია, რომ საწვავის ბაზარზე უზრუნველყოფილი იყოს სამართლიანი კონკურენციის პირობები და ჩვენი სამსახური სწორედ ამას ემსახურება. რაც შეეხება ფასნამატებს, მარტი-აპრილის შედეგები ოდნავ განსხვავებულია იმ ფასნამატებისგან, რომელიც წინა პერიოდში ფიქსირდებოდა, თუმცა, ამ ...

Read More »