Author Archives: admin

ლევან დავითაშვილი – „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებით ყოველთვის მზად ვიყავით ღია დიალოგისთვის და მე დღესაც მზად ვარ ნებისმიერ ფორმატში საუბრისთვის

პლატფორმაში, რომელიც ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების მეშვეობით შეიქმნა, სამწუხაროდ, ვერ დავინახეთ „რიონის ხეობის მცველების“ აქტივობა და ენთუზიაზმი, ვთხოვდი, რომ ეს პლატფორმა გამოვიყენოთ, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, ეს არის კომპეტენტური ორგანო, რომელიც ასეთი ტიპის კომუნიკაციის კუთხით გამოცდილია. ამასთან, დავითაშვილმა აღნიშნა, რომ ეკონომიკის სამინისტრო დიალოგისთვის მზად არის და მისივე ...

Read More »

სენატორი ტედ კრუზი: სენატის მხარდაჭერა Nord Stream 2-ის წინააღმდეგ სანქციების მიმართ მხოლოდ იმის გამო შეიცვალა, თუ ვინ ზის ოვალურ კაბინეტში

„რესპუბლიკელმა“ სენატორმა, ტედ კრუზმა პრეზიდენტი ბაიდენი უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიის გააქტიურების გამო გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ბაიდენის პრეზიდენტობა საუკეთესო რამ არის, რაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთვის მოხდა. ჟურნალისტის კითხვაზე, მიიჩნევს თუ არა, რომ თეთრი სახლის მიდგომა უკრაინის ირგვლივ არსებული ვითარების მიმართ ეფექტური აღმოჩნდა, „რესპუბლიკელმა“ სენატორმა უპასუხა: არა, თეთრი სახლის მიდგომამ საერთოდ არ იმუშავა. თუ გადავხედავთ, რა სურთ უკრაინელებს, მათ პირდაპირ სთხოვეს შეერთებულ ...

Read More »

ლევან დავითაშვილი: საწვავის ფასების რეკორდული მატება პანდემიასა და გეოპოლიტიკურ სირთულეებს უკავშირდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, საწვავის ფასების რეკორდული მატების ძირითადი მიზეზი გეოპოლიტიკური დაძაბულობა და პოლიტიკური ფაქტორებია. „გვესმის, რომ პანდემიის შემდგომი აღდგენის პროცესი ამაზე მოქმედებს, მაგრამ ამას დამატებით ის გეოპოლიტიკური სირთულეები ემატება, რომელიც რეგიონშია და საწვავის ფასების ზრდას განაპირობებს. ჩვენთვის ეს აქტუალური საკითხია. საწვავი არის ბევრი პროდუქტის მდგენელი და შესაბამისად, ის ინფლაციაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ზოგადად, ინფლაციის დარეგულირება ...

Read More »

მთავრობა საწვავის მუდმივი გაძვირების წინააღმდეგ მოქმედებას იწყებს

მთავრობამ, როგორც იქნა, საწვავის ფასებთან დაკავშირებულ მწვავე პრობლემას ყურადღება დაუთმო და პირობაც დადო, რომ თუკი ქვეყანას მორიგი გაძვირების ტალღა დაატყდება თავს, ხელისუფლება საქმეში ჩაერევა. საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, საწვავზე ფასების ტენდენციის ზრდის გაგრძელების შემთხვევაში, მთავრობამ შესაძლოა, დაზღვევის მექანიზმები შეიმუშაოს. როგორც მან პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, შეიძლება იყოს დაზღვეული როგორც ზედა ჭერი, ასევე ფასების ქვედა ნაწილი. „საწვავთან მიმართებით ნამდვილად გვაქვს მკვეთრი ზრდა საერთაშორისო ...

Read More »

ლევან დავითაშვილი „ენკასთან“ ხელშეკრულებაზე: ზოგადად ეს კომპლექსური საკითხია, ამიტომ უნდა დაველოდოთ სამართლებრივ პროცესს, რომლის შესახებ სრული ინფორმაცია ექნება საზოგადოებას

რაც შეეხება „ენკას“, ეს პროცესი საკმაოდ რთულია, კომპანია „ენკას“ თავისი პრეტენზიები გააჩნია, ისინი შეფერხდნენ მუშა პროცესში. მათ ასევე, გარკვეული წინადადებები აქვთ, თუმცა ჩვენ შეიძლება რაღაცებს ვითვალისწინებდეთ და რაღაცებში არ ვეთანხმებოდეთ, ამიტომ ეს პროცესი იქნება სამართლებრივი და ბუნებრივია, რომ ვიდრე არ იქნება ამ სამართლებრივი პროცესის პროგრესი, ჩვენ ამაზე მეტ ინფორმაციას ვერავის მივაწვდით, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად. ...

Read More »
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება იზრდება

საქართველომ იანვარში იმპორტირებული ელექტროენერგიის 72% რუსეთში იყიდა

საქართველომ იანვარში ელექტროენერგიის იმპორტი თითქმის გააორმაგა. ესკოს მონაცემებით, 2022 წლის იანვარში გასული წლის დეკემბერთან შედარებით, ელექტროენერგიის იმპორტი საქართველოში 96%-ით, 406.4 მლნ კვტ.სთ-მდე გაზარდა. თითქმის, 2%-ით გაიზარდა ელექტროენერგიის იმპორტი გასული წლის იანვართან შედარებითაც. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) მონაცემებით, გასული წლის მსგავსად, ელექტროენერგიის ძირითადი მომწოდებელი მიმდინარე წლის იანვარშიც რუსეთი (291.5 მლნ კვტ.სთ/იმპორტის – 71.7%) იყო. აღსანიშნავია, რომ რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიიდან უდიდესი ნაწილი, 244.5 მლნ კვტ.სთ ...

Read More »

ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებით უამრავი კითხვა არსებობს, რასაც პასუხი უნდა გაეცეს

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერმა ვარლამ გოლეთიანმა ხელისუფლებას „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით კითხვებზე პასუხის გაცემისკენ მოუწოდა. მისი თქმით, პროცესი გონივრულ ვადაში თუ არ წარიმართება, პროტესტს კომპანია „ენკას“ ოფისთან განაგრძობენ, სადაც ოფისის შესასვლელის პიკეტირებას მოახდენენ. როგორც გოლეთიანმა დღეს გუმათის დასახლებაში, კარვებთან ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა, მიმართავს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ახალ მინისტრს, ლევან დავითაშვილს, რომ „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებით ყველა კითხვას გასცეს პასუხი. „არის თუ ...

Read More »

ეკონომიკის სამინისტრო „კლიმატის ცვლილებისა და ენერგეტიკის ინტეგრირებული ეროვნული გეგმის“ შემუშავება-განხილვის პროცესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად და ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების ჩართულობით, „კლიმატის ცვლილებისა და ენერგეტიკის ინტეგრირებული ეროვნული გეგმის“ შემუშავება-განხილვას საქართველოში არსებული საჯარო და საზოგადოებრივი სექტორთან თანამშრომლობით წარმატებით ახორციელებს, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. „გეგმის შემუშავება ევროკავშირის ენერგოდირექტივების საფუძველზე მიმდინარეობს. ამდენად, ევროპის ენერგეტიკული გაერთიანება ჩართულია ამ სტრატეგიული დოკუმენტის ...

Read More »

თბილისის ზოგიერთ რაიონს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების გამო, თბილისის ზოგიერთ რაიონში 21 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. დიდუბის რაიონი – აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), აგლაძის, კერესელიძის, გოგოლაურის, ხოშარაულის, გვეტაძის, ყიფიანის, გაფრინდაულის, სანაპიროს, ცაბაძის და მაიაკოვსკის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩაჩავას, ბელიაშვილის, ლუბლიანას, ჭიაურელის და გაფრინდაულის ქუჩების მოსახლეობას. საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ) და იოსელიანის ქუჩის მოსახლეობას. გლდანის რაიონი – ...

Read More »

ადრე თუ გვიან, Uber-ი ბიტკოინით გადახდას დასთანხმდება

ცოტა ხნის წინ Uber-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, დარა ხოსროვშაჰიმ განაცხადა, რომ ადრე თუ გვიან, Uber-ის მომსახურების გადახდას მომხმარებლები ბიტკოინითაც შეძლებენ – მისი თქმით, ამ ტექნოლოგიის ინტეგრირება კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობაში, ამ ეტაპზე, სხვადასხვა ბირჟასთან დაკავშირებული მაღალი საკომისიო გადასახადებისა და კრიპტოვალუტების მაინინგის გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების გამო ვერ ხერხდება. „ამაზე მუდმივად ვსაუბრობთ, – განაცხადა ხოსროვშაჰიმ. – მას მერე, რაც გაცვლის მექანიზმები უფრო იაფი და გარემოსადმი ...

Read More »