საუდის არაბეთის პრინცმა მოჰამედ ბინ სალმანმა ჩინეთთან $10-მილიარდიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რომელიც გადამმუშავებელი და ნავთობქიმიური კომპლექსის მშენებლობას ითვალისწინებს. შეხვედრაზე ქვეყნების ლიდერებმა ექსტრემიზმისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის საკითხებიც განიხილეს. ახალ პროექტს ნავთობგიგანტი Saudi Aramco, ჩინეთის თავდაცვის კონგლომერატ Norinco-სთან ერთად, ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში განავითარებს. ნავთობქიმიურ საწარმოს, რომელიც კრეკინგისთვის არის განკუთვნილი, წელიწადში 1.5 მილიონი ტონა ეთილენის წარმოება შეეძლება. Aramco კომპლექსს ნედლი მარაგის ...
Read More »