Author Archives: admin

საქართველოს პირველი გაზსაცავი 2021 წლის დასაწყისში ექნება

რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა ევროპის გაზის ბაზრის ფორმირებაზე

2022 წლის 27 აპრილიდან „გაზპრომმა“კომპანია „ბულგარგაზისთვის“ (Bulgargaz) გაზის მიწოდება მთლიანად შეაჩერა იმის გამო, რომ ამ უკანასკნელმა უარი თქვა საფასურის რუსულ რუბლებში გადახდაზე. საპასუხოდ, ა/წლის ივნისში, დაიწყო საქართველოზე გამავალი „სამხრეთკავკასიური გაზსადენით“ აზერბაიჯანული გაზის ბულგარეთისთვის საცდელი მიწოდება, ევროკავშირის „სამხრეთის გაზის დერეფანში“ შემავალი „ტრანსადრიატიკული გაზსადენის“ ბულგარეთ-საბერძნეთის ინტერკონექტორის (დამაკავშირებელი – ზ.გ.) IGB-ის გავლით. სატესტო რეჟიმში ამ მილით აირის მიწოდება 2022 წლის ივნისის ბოლომდე განხორციელდება, ...

Read More »

GREDA-მ განახლებადი ენერგიის სადგურებისთვის ახალი კანონპროექტი მოამზადა

USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამა საქართველოში” განახლებადი ენერგიის ინვესტიციების შესახებ კონფერენციას მასპინძლობს. კონფერენცია აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გახსნეს. ღონისძიებას ენერგეტიკის სექტორის დაინტერესებული მხარეები – დეველოპერები, ინვესტორები, სამთავრობო უწყებები, საელჩოები, საერთაშორისო და ფინანსური ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან. კონფრერენციაზე GREDA-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ გიორგი აბრამიშვილმა საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა: „კანონპროექტზე მუშაობა რამდენიმე თვის განმავლობაში ...

Read More »

ლიეტუვამ რუსული გაზის იმპორტი ოფიციალურად აკრძალა

ლიტუვის სეიმმა რუსეთიდან გაზის იმპორტის აკრძალვა კანონიერად უზრუნველყო. ამის შესახებ, ინფორმაცია ლიეტუვის სეიმის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. ამრიგად, ლიეტუვის სეიმმა მიიღო ცვლილებები ბუნებრივი გაზის კანონში. კანონს ემატება დებულება, რომელიც არეგულირებს, რომ კლაიპედას თხევადი ბუნებრივი აირის ტერმინალის ოპერატორს არ აქვს უფლება გაანაწილოს და/ან გამოიყენოს ტერმინალის სიმძლავრე თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდებისთვის ქვეყნებიდან და მიმწოდებელი კომპანიებიდან, რომლებიც საფრთხეს უქმნის ლიეტუვის რესპუბლიკის ეროვნულ უსაფრთხოებას. ამავდროულად, მოთხოვნა არ ვრცელდება ...

Read More »

საქართველოს გავლით ენერგეტიკული „მწვანე დერეფანი“ შეიქმნება – რუმინეთი პროექტზე უკვე აქტიურად მუშაობს

რუმინეთის მთავრობას სურს, კასპიისა და შავი ზღვების ქარის საზღვაო ელექტროსადგურები საქართველოს გავლით რუმინეთამდე წყალქვეშა კაბელით დააკავშიროს, რასაც „მწვანე დერეფანს“ უწოდებს. ამის შესახებ ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრმა, ვირგილ-დანიელ პოპესკუმ აზერბაიჯანში ვიზიტის დროს ექსკლუზიურად სააგენტო Trend-ს განუცხადა. მინისტრის შეფასებით, ეს პროექტი „რუმინეთიდან ევროპის სხვა ქვეყნებში მწვანე ენერგიის ექსპორტს შეუწყობს ხელს, მითუმეტეს, ამჟამად ევროპაში ენერგიაზე დიდი მოთხოვნაა.“ „ეს მეტად საინტერესო პროექტია აზერბაიჯანს, რუმინეთსა და ...

Read More »

დავით ნარმანია განახლებადი ენერგიის ინვესტიციების შესახებ კონფერენციაზე სიტყვით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია განახლებადი  ენერგიის ინვესტიციების შესახებ USAID-ს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვით წარდგა და საქართველოში განახლებადი ენერგიების ათვისების აუცილებლობაზე ისაუბრა. კონფერენციაზე მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს  საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა. სემეკის თავმჯდომარემ, პანელურ დისკუსიაში მონაწილეობისას, ხაზი გაუსვა სამართლიანი სატარიფო რეგულირების მნიშვნელობას ...

Read More »

დელის აეროპორტი სრულად განახლებადი ენერგიის გამოყენებაზე გადადის

ენერგიის საჭიროების დასაკმაყოფილებლად განახლებად წყაროებზე გადასვლის შემდგომ, ინდოეთის დედაქალაქ დელის „ინდირა განდის საერთაშორისო აეროპორტი“ სრულად ჰიდრო და მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი აეროპორტი გახდა. დელის აეროპორტის გადაწყვეტილება წელიწადში ენერგიის ემისიებს 2 მილიონი ტონა CO2-ით შეამცირებს, რაც 2030 წლამდე, აეროპორტის ნახშირბადნეიტრალიტეტის მიღწევისთვის, მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია. აეროპორტის ელექტროენერგიის მოთხოვნილების დაახლოებით 6%-ს ახლომდებარე მზის ელექტროსადგურები აკმაყოფილებს, რომლებიც სატვირთო ტერმინალების საჰაერო მხარესა და სახურავებზეა ...

Read More »

არგენტინა ევროპას თავის გაზს შესთავაზებს

არგენტინის პრეზიდენტი ალბერტო ფერნანდესი შვიდეულის (G7) სამიტზე ევროპულ ქვეყნებს არგენტინულ გაზს, როგორც რუსულის ალტერნატივას, შესთავაზებს. ამის შესახებ პორტუგალიური სააგენტო Lusa იტყობინება. სააგენტოს ცნობით, ამისთვის ფერნანდესი გამოიყენებს თავის ორ გამოსვლას და ექვს ორმხრივ შეხვედრას, რომელიც სამიტის განმავლობაში შედგება. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ პერსპექტივის გათვალისწინებით, ფერნანდესი გახდა ლათინური ამერიკის ერთადერთი ლიდერი, რომელიც სამიტზე გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა მიიწვია და არგენტინა G7-ის პარტნიორ ქვეყნად ...

Read More »

თურქულ ადანაში ნავთობი აღმოაჩინეს – მარაგების ღირებულება 1 მილიარდი დოლარია

თურქეთის ადანაში, სადაც საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს, ორ ჭაბურღილში მაღალი ხარისხის ნავთობი აღმოაჩინეს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა, იუწყება სააგენტო Anadolu. მისი თქმით, რეზერვების ღირებულება დაახლოებით 1 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. წყარო: bfm.ge

Read More »

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

კომპანია „თელასის“ ცნობით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 29 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. „სამგორის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის დასახლების, ნავთლუღი-2 დასახლების, აფრიკის დასახლების, გარდაბნის გზატკეცილის, კახეთ გზატკეცილის (ნაწილობრივ), ქინძმარაულის, პოლიციის, ენუქიძის, რევაზ მამისაშვილის, ეკატერინე ბაღდავაძის, გუმათჰესის, იდუმალის, ცისკარიშვილის, ენგურჰესის, ჯავახეთის, გრიგოლ ლორთქიფანიძის, მებაღეობის, მოსტკოვის, ლევან რაზიკაშვილის, ჭიჭინაძის, გურჯიევის, ჯამბულ წურწუმიას, ირინა შტენბერგის, გიორგი გვაზავას, ...

Read More »

აშშ-ში, ნავთობის ტანკერი გააჩერეს, რომელსაც რუსეთიდან ლუიზიანის შტატში საწვავის პროდუქტები გადაჰქონდა

აშშ-ის ხელისუფლებამ ნავთობის ტანკერი გააჩერა, რომელსაც რუსეთიდან ლუიზიანის შტატში საწვავის პროდუქტები გადაჰქონდა. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი The Wall Street Journal-ი ავრცელებს. ტანკერი Daytona ბერძნულ კომპანია TMS Tankers Ltd.-ს ეკუთვნის და დაქირავებული იყო კომპანია Vitol-ის მიერ – სავაჭრო სახლი, რომელიც დაფუძნებულია შვეიცარიაში. აღნიშნული ტანკერი შავ ზღვაში, რუსეთის ტამანის ნახევარკუნძულიდან ივნისის დასაწყისში გამოვიდა. ტანკერს მაზუთი და ვაკუუმური გაზოილი გადაჰქონდა. ტანკერი ახალ ორლეანში კვირას უნდა ჩასულიყო. აღსანიშნავია, რომ ჯო ...

Read More »