Author Archives: admin

Azerenergy კასპიის ზღვის სიღრმეში ესტაკადას აშენებს

Azerenergy კასპიის ზღვის სიღრმეში ესტაკადას აშენებს. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს. ესტაკადის მშენებლობის მიზეზი კასპიის ზღვაში წყლის დონის ვარდნა გახდა (20 წელიწადში 2 მეტრი), რაც  სოფელ შუველანში მდებარე „შიმალის  ელექტროსადგურის“ მუშაობას საფრთხეს უქმნის. მედიის ცნობით, ელექტროსადგური ქვეყანაში სიდიდით მეორეა და ბაქოს ტერიტორიის 40%-ზე მეტს ელექტროენერგიით აწვდის. „ახალი ესტაკადის მშენებლობის პროცესი მოქმედების მონაცვლეობითი პრინციპით მიმდინარეობს. კასპიის ზღვაში წყლის დონის ვარდნის გამო, სუმგაითის ელექტროსადგურთან ...

Read More »

ქვეყნები, სადაც ყველაზე მეტ ელექტრომობილს ყიდულობენ

პორტალ Elements-ის ანალიტიკოსებმა შეისწავლეს ელექტრომობილების მსოფლიო ბაზარი ბოლო 10 წლის განმავლობაში და დაადგინეს რომ 2011 წელს მსოფლიოში 55 ათასი ელექტრომობილი გაიყიდა, ხოლო 2021 წელს – 7 მილიონი. ელექტრომობილების გაყიდვები ბევრგან გაიზარდა, თუმცა ნამდვილი დრაივერი გახდა ჩინეთი, სადაც მათზე მოთხოვნა 2014 წლიდან მკვეთრად გაიზარდა. გასულ წელს ჩინეთში 3,5 მლნ ელექტრომობილი გაიყიდა. 2016 წელს ქვეყანაზე მოდიოდა მსოფლიოში გაყიდული ელექტრომობილების ნახევარი და მას ...

Read More »

გაერო მზადაა შუამავლობა გაუწიოს ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე ატომური ენერგიის სააგენტოს ექსპერტების ვიზიტს, თუ ამას რუსეთი და უკრაინა დათანხმდებიან

გაერო მზადაა, შუამავლობა გაუწიოს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტების ვიზიტს, თუ ამას რუსეთი და უკრაინა დათანხმდებიან. ამის შესახებ განცხადება გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა გააკეთა. ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მარტის შემდეგ რუსეთის სამხედროებს აქვთ ოკუპირებული. 5 აგვისტოდან მოყოლებული, კიევი და მოსკოვი სადგურის მიმართულებით სარაკეტო დარტყმებში ერთმანეთს ადანაშაულებენ. ერთ-ერთი ბოლო იერიშის შემდეგ უკრაინულ „ენერგოატომში“ განაცხადეს, რომ სადგური ბირთვული უსაფრთხოების რისკის ზღვარზე ...

Read More »
მზის ენერგიის გამოყენების პერსპექტივა საქართველოში

2025 წლისთვის შესაძლებელია დაახლოებით 500 მგვტ ქარის და 250 მგვტ მზის სადგურების ინტეგრაცია – პროგნოზი

2025 წლისთვის შესაძლებელია დაახლოებით 500 მგვტ ქარის და 250 მგვტ მზის სადგურების ინტეგრაცია, – აღნიშნულის შესახებ საუბარია საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმაში. ბოლო წლებში განსაკუთრებულად გაიზარდა საქართველოში ქარისა და მზის ელექტროსადგურების მშენებლობისადმი ინტერესი. აქედან გამომდინარე, საქართველოს გადამცემი სისტემის ოპერატორმა სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ ევროპელი კონსულტანტების DigSILENT, DMCC, R2B კონსორციუმის დახმარებით შეისწავლა ცვალებადი განახლებადი ენერგიის წყაროების საქართველოს ენერგოსისტემაში ინტეგრირების შესაძლებლობები. კვლევის შედეგები ასეთია: ...

Read More »

ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოუწოდა რუსეთის სამხედროებს, ყველანაირი წინაპირობების გარეშე დატოვონ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორია

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოუწოდა რუსეთის სამხედროებს, ყველანაირი წინაპირობების გარეშე დატოვონ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ომის 173-ე დღის ბოლოს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. „ნებისმიერი რადიაციული ინციდენტი ზაპოროჟიეს სადგურზე შეიძლება, გახდეს დარტყმა ევროკავშირის ქვეყნებისთვის, თურქეთისთვის, საქართველოსა და უფრო შორს მდებარე რეგიონების ქვეყნებისთვის. ყველაფერი მხოლოდ ქარის მიმართულებასა და სიჩქარეზე იქნება დამოკიდებული. თუ რუსეთის გამო მოხდება კატასტროფა, ის დაარტყამს მათაც, ვინც ჯერ ჩუმადაა. ეს საკითხი უკვე დგას ...

Read More »

თბილისის ზოგიერთ რაიონს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია „თელასის“ ცნობით, სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის ნაწილს, დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ჩუღურეთის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება აბაშის, ასხინის, სალხინოს, ცაიშის, ქვალონის, ართვინის, ლარეხის,მნათობის,ჩეჩელაშვილის და მამარდაშვილის ქუჩების მოსახლეობას. საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება მინდელის და ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩების მოსახლეობას. ასევე, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 13:00 საათამდე ...

Read More »

ნავთობპროდუქტებზე მოთხოვნა გაზრდილია და ტენდენცია სამომავლოდაც შენარჩუნდება

ნავთობპროდუქტების იმპორტია ივლისში გაიზარდა. განსაკუთრებით ეს ეხება საცხებ-საპოხი მასალებს, რომლის იმპორტიც ივლისში წინა თვის (ივნისი), ასევე წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მატულობს. ასევე ზრდას აჩვენებს სანავთობო ბიტუმის იმპორტი. რაც შეეხებასაავიაციო ნავთის სეგმენტს, იქ იმპორტში მცირე კლებაა, თუმცა, როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში აღნიშნავენ, მოხმარება მაინც ინტენსიურია და ეს საჰაერო მიმოსვლის გააქტიურებას უკავშირდება, რისი ტენდენციაც სამომავლოდაც შენარჩუნდება. მთლიანობაში, ნავთობპროდუქტების ბაზარზე საგრძნობი მატება ...

Read More »

ევროპაში ტყის ხანძრები რეკორდულ ნიშნულზეა

ევროკავშირში ტყის ხანძრები რეკორდულ ნიშნულზეა. ცეცხლმა უკვე 660 ათასი ჰექტარი გაანადგურა. 2022 წლის დასაწყისიდან ხანძარმა ლუქსემბურგზე ორჯერ მეტი ფართობი მოიცვა. 2017 წელს ევროკავშირში ტყის ხანძრების შედეგად, აგვისტოში დაახლოებით 420,000 ჰექტარი დაიწვა. ოქტომბერში ხანძრის შედეგად განადგურებული ტყის მასივის მოცულობა 988,087 ჰექტრამდე გაიზარდა. იმის გამო, რომ ხანძრის სეზონი შორს არის დასრულებისგან, EFFIS-მა განაცხადა რომ წელს შესაძლოა, ახალი რეკორდი დამყარდეს. ევროკავშირში ხანძრის შედეგად ყველაზე ...

Read More »
არიზონაში მზის სადგურმა გარემოს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ჯილდო მიიღო

ესპანეთში, ევროპის უდიდესი მზის ელექტროსადგური ამოქმედდა

ელექტროენერგიაზე ფასის ზრდის გამო, ესპანურმა კომპანია Iberdrola-მ  ევროპის უდიდესი მზის ელექტროსადგური ჩართო. ესპანეთში ბოლო ხუთი წლის მონაცემებთან შედარებით, ელექტროენერგია ორჯერ ძვირია. რადგან ესპანეთი ევროპის ქვეყნებში ერთ-ერთი მზიანი ქვეყანაა, ის გათვლას ალტერნატიულ ენერგიაზე – მზის პანელებზე აკეთებს. Iberdrola-ს მზის ელექტროსადგური, რომელიც ესტრამადურას ავტონომიურ თემში, ესპანეთის სამხრეთ-დასავლეთში მდებარეობს, დაახლოებით 1,5 მილიონი მზის პანელისგან შედგება და შეუძლია ელექტროენერგია 334 000-ზე მეტ სახლს მიაწოდოს. მოსალოდნელია, რომ მზის ...

Read More »

ახალი გადასახადის დაწესების გამო, გერმანული ოჯახებისთვის გაზის წლიური გადასახადი 480 ევროთი გაიზრდება

ახალი გადასახადის დაწესების გამო, გერმანულ ოჯახებს გაზისთვის წელიწადში 480 ევროთი მეტის გადახდა მოუწევთ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. გერმანიის გაზის ბაზრის ოპერატორმა, Trading Hub Europe-მა განაცხადა, რომ კილოვატ საათში 2.419 ევრო ცენტის გადასახადი დააწესა. გადასახადი 1-ლი ოქტომბრიდან ამოქმედდება და 2024 წლის აპრილამდე იმოქმედებს, რათა Uniper-ს -ქვეყანაში რუსული გაზის უმსხვილეს იმპორტიორს- და სხვა იმპორტიორებს ფასების ზრდასთან გამკლავებაში დაეხმაროს. Verivox-ის ფასების შედარების პლატფორმის გაანგარიშებით, ოთხსულიანი ...

Read More »