Author Archives: admin

რობერტა მეცოლა ევროპის ქვეყნებს მოუწოდებს, ემბარგო დააწესონ რუსულ ენერგორესურსებზე

ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა ევროპის ქვეყნებს მოუწოდებს, სრულმასშტაბიანი ემბარგო დააწესონ რუსულ ენერგორესურსებზე. ამის შესახებ მეცოლა Twitter-ზე წერს. “ევროკავშირს ვერ დააშანტაჟებენ. ჩვენ არ გვეშინია პუტინის. პოლონეთი, ბულგარეთი და სხვა ქვეყნები ჩვენს მხარდაჭერას მიიღებენ. ევროპარლამენტის მოწოდებაა დაუყოვნებლივი პანევროპული ემბარგო იმ ენერგორესურსების მიწოდებაზე, რომლებიც კრემლიდან კონტროლდება. დრო მოვიდა, ერთხელ და სამუდამოდ გავწვიტოთ ჩვენი დამოკიდებულება [რუსულ ენერგორესურსებზე]”, – წერს მეცოლა.

Read More »

ავსტრია გაზის საფასურის რუბლში გადახდას უარყოფს

ავსტრიული ნავთობისა და გაზის კომპანია (OMV) რუსული გაზის საფასურის ევროში გადახდას აგრძელებს. როგორც ავსტრიის კანცლერმა კარლ ნეჰამერმა საკუთარ Twitter-ზე დაწერა, ყველა საპირისპირო ცნობა ყალბია. „OMV აგრძელებს რუსეთიდან გაზის მიწოდებისთვის ევროში გადახდას. ავსტრია ემორჩილება ევროკავშირის ხედვას და მხარს უჭერს ერთობლივად მიღებულ სანქციებს“, – წერს ნეჰამერი. ინფორმაცია, თითქოს ავსტრია დათანხმდა რუსეთის პირობას, გაზის საფასურის რუბლში გადახდის შესახებ, რუსულმა სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-მა გაავრცელა. 27 აპრილს Gazprom-მა განაცხადა, ...

Read More »

რობერტ ჰაბეკი: ვიმედოვნებთ, რომ რუსული ნავთობის ალტერნატიულ წყაროებს უახლოეს დღეებში ვიპოვით

გერმანია იმედოვნებს, რომ რუსული ნავთობის ჩასანაცვლებლად ალტერნატიულ წყაროებს უახლოეს დღეებში იპოვის. გერმანიის ეკონომიკის მინისტრის, რობერტ ჰაბეკის თქმით, სწორედ ამის შემდეგ შეძლებს გერმანია ევროკავშირის მიერ რუსული ნავთობის იმპორტზე ემბარგოს გამკლავებას. ოფიციალური ბერლინი ამ დრომდე აცხადებდა, რომ რუსული ნავთობის იმპორტს წლის ბოლომდე სრულად შეწყვეტდა. „დღეს შემიძლია ვთქვა, რომ [რუსულ ნავთობზე] ემბარგოს გერმანია გაუმკლავდება“, – თქვა ჰაბეკმა პოლონელ კოლეგასთან, ანნა მოსკვასთან ვარშავაში გამართული შეხვედრის ...

Read More »

პოლონეთი და ბულგარეთი რუსული გაზის შეწყვეტაზე: “ჩვენ ამას გავუმკლავდებით”

რუ­სულ­მა “გა­ზპ­რომ­მა“ უარი უთხრა პო­ლო­ნეთ­სა და ბულ­გა­რეთს გა­ზის მი­წო­დე­ბა­ზე. ორი­ვე ქვე­ყა­ნა რუ­სეთს იმ “არა­მე­გობ­რუ­ლი ქვეყ­ნე­ბის” სი­ა­ში ჰყავს, რომ­ლებ­საც გა­ზის სა­ფა­სუ­რის რუბ­ლებ­ში გა­დახ­დას სთხო­ვენ. პო­ლო­ნეთ­მა და ბულ­გა­რეთ­მა კი რუ­სულ ვა­ლუ­ტა­ში თან­ხის გა­დახ­და­ზე უარი გა­ნა­ცხა­დეს. უკვე და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია, რომ დღეს დი­ლი­დან პო­ლო­ნეთს რუ­სუ­ლი გა­ზის მი­წო­დე­ბა შე­უ­წყდა, ასე­ვე დღეს­ვე უნდა შე­ე­წყვი­ტათ მათ ბულ­გა­რე­თის­თვის ენერ­გო­მო­მა­რა­გე­ბა. ორი­ვე ქვეყ­ნის (პო­ლო­ნე­თი­სა და ბულ­გა­რე­თის) ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ მათ ...

Read More »

ურსულა ფონ დერ ლაიენი რუსეთის გადაწყვეტილებას გაზით შანტაჟს უწოდებს

ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის შეფასებით, რუსეთის გადაწყვეტილება ევროპის ქვეყნებისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტის შესახებ, შანტაჟის ინსტრუმენტია. მისი თქმით, მოსკოვის ქმედება უსამართლო და მიუღებელია და მიუთითებს რუსეთის, როგორც ბუნებრივი აირით მომმარაგებლის არასანდოობაზე. ​ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს აქვთ სათადარიგო გეგმები ამ სცენარისთვის და ევროკომისია მჭიდრო კავშირშია მათთან, რათა უზრუნველყოს ალტერნატიული მიწოდება და მთელს ბლოკში შეინარჩუნოს მარაგის ...

Read More »

საპროტესტო აქციების გამო ლიბიაში ნავთობის უმსხვილესი საბადოები დაიბლოკა

ლიბიაში ნავთობის უმსხვილესი საბადოები დაბლოკილ იქნა აქციის მონაწილეების მიერ, რომლებიც მოითხოვენ პრემიერ-მინისტრ აბდელა ჰამიდა დბეიბას გადადგომას, Bloomberg-ზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. თავად აბდელ ჰამიდ დბეიბა გადადგომაზე უარს ამბობს. საპროტესტო აქციების შედეგად დროებით დაიხურა აშ-შარარას, ელ-ფილის და კიდევ რიგი სხვა უმსხვილესი საბადოები დასავლეთ ლიბიაში. ამის გამო ქვეყანაში ბოლო 10 დღის განმავლობაში ნავთობის მოპოვება შემცირდა 1,3 მილიონი ბარელიდან 500 ათას ბარელამდე/დღეში. თუმცა, ...

Read More »

ევროკავშირი რუსულ ნავთობსა და გაზზე უარის თქმას 2027 წლისთვის აპირებს

ევროკომისარმა ეკონომიკის საკითხებში პაოლო ჯენტილონიმ IL Messaggero-ს განუცხადა, რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირების წინაპირობა განახლებად ენერგიაზე გადის. „სხვადასხვა სანქციების პაკეტების ევოლუცია სავარაუდოდ მოიცავს ენერგიასაც. ჩვენ ვმუშაობთ ამ მიმართულებით, რათა წელს ორი მესამედით შემცირდეს დამოკიდებულება რუსულ ნავთობზე და გაზზე, ხოლო 2027 წლისთვის ნულამდე მივიყვანოთ“,- აცხადებს ჯენტილონი.

Read More »
საქართველომ აზერბაიჯანული გაზის იმპორტი გაზარდა

„ფაინენშალ თაიმსის“ ცნობით, 27 აპრილიდან რუსეთი პოლონეთსა და ბულგარეთს გაზის მიწოდებას შეუწყვეტს

გამოცემა „ფაინენშალ თაიმსის“ ინფორმაციით, 27 აპრილიდან რუსეთი პოლონეთსა და ბულგარეთს გაზის მიწოდებას შეუწყვეტს. პოლონეთის სახელმწიფო გაზის კომპანიამ PGNiG-მა უკვე დაადასტურა, რომ რუსულმა კომპანია „გაზპრომმა“ ვარშავას შეატყობინა, რომ ბუნებრივი აირის იამალი-ევროპის მილსადენით მიწოდება 27 აპრილს დილით შეწყდება. ასევე, ანალოგიური შეტყობინება მიიღო ბულგარეთის სახელმწიფო გაზის კომპანია Bulgargaz-მაც. ბულგარეთს ბუნებრივი აირის მიწოდება 27 აპრილიდან შეეზღუდება. ბულგარეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ სახელმწიფომ გაზის კომპანიებთან ერთად უკვე ...

Read More »

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 27 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. ნაძალადევის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას II, V კვარტლების, ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), თამარაშვილის გამზირის (ნაწილობრივ), სოფელი ლისის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს I მიკრორაიონის, დიღმის ...

Read More »

„როიტერი“: რუსეთმა პოლონეთს გაზის მიწოდება შეუწყვიტა

რუსეთმა პოლონეთს გაზის მიწოდება შეუწყვიტა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ პოლონურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, პოლონეთის გაზის სახელმწიფო კომპანია PGNIG SA-ში, რომელიც გაზს რუსული კომპანია „გაზპრომისგან“ ყიდულობს, კომენტარის გაკეთებისგან ამ ეტაპზე თავს იკავებენ.

Read More »