Author Archives: admin

დავით ნარმანიამ ISET-ის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია წაიკითხა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) სტუდენტებისთვის ენერგეტიკისა და წყალმომარაგების რეგულირების საკითხებზე საჯარო ლექცია წაიკითხა. დავით ნარმანიამ სტუდენტებს გააცნო სემეკის საქმიანობის შედეგები და პერსპექტივები, ისაუბრა რეგულირებად სექტორებში მიმდინარე პროცესები, ყურადღება გაამახვილა ელექტროენერგეტიკის დარგში მიმდინარე რეფორმაზე, სატარიფო რეგულირებასა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხებზე. „მოხარული ვარ, რომ მზარდია სტუდენტების ინტერესი ...

Read More »

სემეკს, ISET-ის კვლევით ინსტიტუტსა და ენერგეტიკის სასწავლო ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკ), ISET-ის კვლევით ინსტიტუტსა და ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრს შორის სამმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმებას ხელი მოაწერეს სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა თამარ სულუხიამ და ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დირექტორმა ნუგზარ ბერიძემ. თანამშრომლობის მიზანია ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში ერთობლივი საგანმანათლებლო, კვლევითი და სხვა სახის პროექტების განხორციელება, აქტუალურ ...

Read More »

რუსულ ნავთობს ევროკავშირი ახალ სანქციებს უმზადებს

ევროკომისია რუსეთისთვის სანქციების ახალ პაკეტზე მუშაობს, რომელიც ნავთობზე ფასების შეზღუდვას და რუსეთიდან ალმასებისა და ფუფუნების სხვა საგნების იმპორტის აკრძალვას შეეხება. ამასთან, სანქციები ფიზიკური პირების შავი სიის გაფართოებასაც მოიცავს, წერს გამოცემა Politico ევროპელ დიპლომატებზე დაყრდნობით. აღინიშნება, რომ ახალი სანქციები განხილვაზე 23 სექტემბერს გავა. დღეისათვის ევროკავშირი, აშშ და კანადა მსჯელობენ რუსულ ნავთობზე ფასის ზედა ზღვრის დაწესებაზე. ამ მიმართულებით ქვეყნები ჩინეთისა და ინდოეთის ...

Read More »

ნავთობის ფასი შემცირდა

2022 წლის  23 სექტემბერს ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  89.83 (- 0.79)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  82.94  (- 1.00)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

2025 წლისთვის, Honda ელექტრომოტოციკლის ათი მოდელის წარდგენას გეგმავს

მოტოციკლების მსოფლიოს უდიდესმა მწარმოებელმა, იაპონურმა Honda-მ განაცხადა, რომ კომპანიის ელექტრიფიკაციის ფარგლებში, 2025 წლისთვის, ელექტრომოტოციკლის სულ მცირე ათ მოდელს გამოუშვებს. „Honda მოტოციკლების მსოფლიოს უდიდესი მწარმოებელია, რომელიც ინდუსტრიის ლიდერად ნახშირბადნეიტრალიტეტის ეპოქაშიც დარჩება – ამისთვის, კომპანია ელექტრომოტოციკლებს „მართვის სიამოვნების“ შეგრძნებას შეუნარჩუნებს, ხოლო მომხმარებლებს პროგრამული უზრუნველყოფისა და ელექტრიფიცირებული მოდელების თავსებადობაზე დაფუძნებულ პროდუქტებს შესთავაზებს“, – ვკითხულობთ იაპონური კომპანიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში. როგორც ირკვევა, Honda-ს პირველი თაობის ელექტრომოტოციკლების ...

Read More »

დიდი ბრიტანეთი თხევადი გაზის შესყიდვაზე აშშ-თან მოლაპარაკებებს აწარმოებს

დიდი ბრიტანეთი მზადაა, თხევადი ბუნებრივი აირი ამერიკის შეერთებული შტატებისგან შეისყიდოს და ამ მიზნით მომწოდებლებთან გრძელვადიანი ხელშეკრულება გააფორმოს. ამის შესახებ Bloomberg იტყობინება. მთავრობის ენერგომომარაგების სამუშაო ჯგუფი ეძებს შეთავაზებებს LNG ექსპორტიორებისგან, რათა ინფორმაცია შიდა მყიდველებს მიაწოდოს. სავარაუდო ხელშეკრულებების ხანგრძლივობა 20 წელია. „დიდი ბრიტანეთის მოთხოვნები თხევად გაზზე მაშინ გაჩნდა, როდესაც სხვა ევროპული ქვეყნები, ყველაზე ცივ თვეებში გაზის მარაგისა და გრძელვადიან პერსპექტივაში საწვავის წყაროების დივერსიფიკაციას ცდილობენ. ...

Read More »

„წიაღის მოპოვების დროს რესურსის მაქსიმალური, ეფექტიანი ათვისება და ასევე, გარემოსდაცვითი მაღალი სტანდარტების დანერგვა წიაღის მოპოვებისთვის არის ჩვენი მიზანი“

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე და კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ხატია წილოსანი მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს – რემი პელონს, ნარინე თადევოსიანს და აბდულაზიზ ფაღის შეხვდნენ. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მხარეებმა წიაღის სექტორში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტებისა და იმ რეფორმების შესახებ იმსჯელეს, რომლებიც მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფრო ეფექტური ფუნქციონირებისთვის არის საჭირო. საუბარი, ასევე, შეეხო ჩვენი ქვეყნის ბუნებრივ ...

Read More »
ფიქალის ქანებში ენერგოკომპანიები გაზის ახალ წყაროს ხედავენ

ბრიტანეთმა ფიქალის გაზის წარმოებაზე მორატორიუმი გააუქმა

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ჰიდრავლიკური მოტეხილობით ფიქლის ბუნებრივი აირის წარმოებაზე მორატორიუმი, ქვეყნის “ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით”, გააუქმა. ინფორმაცია ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზე ხუთშაბათს, 22 სექტემბერს გამოქვეყნდა. დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ინგლისში ფიქლის გაზის მოპოვებაზე მორატორიუმი გააუქმა და კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მხარდაჭერა ნავთობისა და გაზის ახალი ლიცენზირების რაუნდისთვის. ხელისუფლება ელოდება 100-ზე მეტი ლიცენზიის გაცემას გრინფილდის დეველოპერებისთვის, რის შემდეგაც მათ უნდა მიიღონ სამთო ნებართვები ადგილობრივი ხელისუფლებისა და მარეგულირებლებისგან. “უკრაინაში ...

Read More »

რომ არა რუსული ნავთობი, დღეს საქართველოში საწვავის ფასი გაცილებით მაღალი იქნებოდა, რაც სხვა პროდუქტების გაძვირებას გამოიწვევდა – დავით ჩიხელიძე

„Centre for Research on Energy and Clean Air-ის მონაცემებზე დაყრდნობით, 24 თებერვლის შემდეგ ევროკავშირმა რუსეთისგან ენერგომატარებლების შეძენაში 91.5 მილიარდი ევრო გადაიხადა, ომის დაწყებიდან 6 თვეში კი, რუსეთმა ენერგომატარებლების ექსპორტისგან 158 მილიარდი ევროს შემოსავლები მიიღო, რომელშიც ევროკავშირის წილი 54%-ია“, – ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს. „ევროპა ჩვენგან სანქციებს ითხოვს, თვითონ კი რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებისთვის ქმედით ...

Read More »

საქართველოში საწვავის გაიაფება გაგრძელდება და შეიძლება პანდემიამდელ დონეს მიუახლოვდეს

საქართველოში საწვავის გაიაფება გრძელდება. საბითუმო ბაზარზე ღირებულება მკვეთრად არის შემცირებული, სადაც 1 ლიტრი ბენზინის ფასმა 2.75 ლარი შეადგინა. იაფდება დიზელიც. გამოსწორებულ სიტუაციასთან ერთად, არსებობს დადებითი მოლოდინიც, რაც საქართველოში საწვავის მეტად გაიაფებას უკავშირდება. შედარებით გაიაფების ტენდენცია ქვეყანაში ივლისის შუა რიცხვებიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება. მაშინ, საბითუმო ბაზარზე ბენზინის ფასი 3 ლარს აღემატებოდა, ხოლო დიზელისა – 4 ლარს. ახლანდელი ვითარება კი საგრძნობლად ...

Read More »