Author Archives: admin

ნავთობის ფასი გაიზარდა

2022 წლის  9 აგვისტოს ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  96.65 (+ 1.73)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  90.76 ( +  1.75)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

რუსეთმა უკრაინის გავლით ევროკავშირში ნავთობის ექსპორტის შეჩერების შესახებ განაცხადა

უკრაინის მაგისტრალური მილსადეენების სახელმწიფო ოპერატორმა რუსული ნავთობის ტრანზიტი უნგრეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის მიმართულებით „დრუჟბეს“ ნავთობსადენის სამხრეთ განშტოების გავლით. მიზეზად რუსეთის მიერ მომსახურების საფასურის გადაუხდელობა დასახელდა. რუსული კომპანია აცხადებს, რომ ევროკავშირის სანქციების გამო ვერ ახერხებს ტრანზიტის საფასურის გადახდას, უკრაინა კი რუსული საწვავის ტრანზიტულ მომსახურებას 100%-იანი წინასწარ გადახდის საფუძველზე ახორციელებს. ივნისში ევროკავშირმა დათანხმდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტს, რომელიც რუსული ნავთობზე უარის ...

Read More »

ირანი: ბირთვული შეთანხმების ტექსტის ‘საბოლოო’ ვარიანტს განვიხილავთ, რომელიც EU-მ მოამზადა

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ თეირანი ბირთვული შეთანხმების ტექსტის „საბოლოო“ ვარიანტს განიხილავს, რომელიც ევროკავშირმა მოამზადა. ინფორმაციას ირანული სამთავრობო პრეს-სააგენტო IRNA ავრცელებს. მანამდე ევროკავშირის მაღალჩინოსანმა პრესასთან განაცხადა, რომ ბრიუსელმა შეთანხმების „საბოლოო“ ვარიანტი მოამზადა, რომელიც გადასინჯვას „არ ექვემდებარება“. 2015 წელს დადებული ბირთვული ხელშეკრულების აღსადგენად მოლაპარაკებები ვენაში 11 აგვისტოს განახლდება. ნოემბერში დაწყებული მოლაპარაკებების სერია ჩიხში შევიდა, მას შემდეგ, რაც დოჰაში ამერიკულ და ირანულ დელეგაციებს შორის ...

Read More »
ირანი, პაკისტანი და ჩინეთი ენერგოპარტნიორები ხდებიან

16 წელში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანმა 4 მლრდ-მდე ბარელი ნავთობი გაატარა

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანმა 16 წლის განმავლობაში 3.87 მლრდ ბარელი (516 ტონაზე მეტი) ნედლი ნავთობი გაატარა, 5087 ტანკერი დაიტვირთა და გაიგზავნა მსოფლიო ბაზრებზე, – ანგარიშს კომპანია BP ავრცელებს. კომპანიის მონაცემებით, 2022 წლის პირველ ნახევარში, დაახლოებით 107 მილიონი ბარელი (14.1 მილიონ ტონაზე მეტი) BTC-ის მიერ ექსპორტირებული ნედლი ნავთობი ჯეიჰანის ტერმინალზე 148 ტანკერში ჩაიტვირთა. 2022 წლის პირველი ნახევრის განმავლობაში, BTC-ის საოპერაციო დანახარჯი 49 მილიონ დოლარზე მეტი ...

Read More »
საქართველომ აზერბაიჯანული გაზის იმპორტი გაზარდა

Conexus Baltic Grid-ის ინფორმაციით, ლატვია რუსეთიდან გაზს კვლავ იღებს

ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებისა და შენახვის ლატვიური ოპერატორის, Conexus Baltic Grid-ის ინფორმაციით, რუსული გაზი ლატვიაში კვლავ მიედინება, – ამის შესახებ Deutsche Welle წერს. არსებული ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციიდან გაზი ქვეყანაში ესტონეთში მდებარე სადგურ Luhamaa-ს გავლით შეედინება. „აპრილის დასაწყისში, ლატვიამ უარი თქვა რუსული გაზით მომარაგებაზე, მას შემდეგ, რაც გადაწყვიტა, არ შეესრულებინა მოსკოვის მოთხოვნა რუსული გაზის საფასურის რუბლით გადახდის შესახებ. თუმცა, ივნისში გაზის გადაცემის სისტემის მთავარმა ლატვიურმა ოპერატორმა Latvijas gāze-მ შესყიდვები განაახლა. Latvijas gāze-მ ხაზგასმით ...

Read More »
სომხეთში საქართველოსგან იაფფასიანი ელექტროენერგიის შეძენას განიხილავენ

რა ღირს დენი და გადახდის რა სქემა მუშაობს საქართველოს სამეზობლოში

საქართველოში დენის ტარიფი ელექტროენერგიის ხარჯვის მიხედვით განისაზღვრება,რასაც ე.წ. საფეხურეობრივ ტარიფს უწოდებენ მაშინ, როცა მაგალითად, მეზობელ სომხეთში, ცალ-ცალკე, დღისა და ღამის ტარიფები მოქმედებს. მიმდინარე წლის იანვრიდან თბილისელი აბონენტები, რომლებიც 101 კვტ.სთ-მდე ელექტროენერგიას მოიხმარენ, 1 კვტ.სთ-ზე 18.041 თეთრს იხდიან , 101-დან 301 კვტ.სთ-მდე დანახარჯზე – 22.053 თეთრს, ხოლო 301 კვტ.სთ-დან ზემოთ მოხმარებულ ელექტროენერგიაზე 26.537 თეთრს. რეგიონებში 101 კვტ.სთ-მდე ელექტროენერგიის მომხმარებლები 1 კვტ.სთ-ზე ...

Read More »

„აზერენერჯის“ ვიცე-პრეზიდენტი სსე-ს ეწვია

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ელექტროენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალური დირექტორი გიორგი გიგინეიშვილი აზერბაიჯანის ენერგეტიკული სისტემის ოპერატორის „აზერენერჯი“ ვიცე-პრეზიდენტს ვუგარ შაჰმურადოვს შეხვდა. სამუშაო შეხვედრა სსე-ის სათავო ოფისში გაიმართა. ქართველმა და აზერბაიჯანელმა კოლეგებმა იმსჯელეს ელექტროენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარების გრძელვადიანი გეგმების, მათ შორის, აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ქსელის ინფრასტრუქტურის გაძლიერების თაობაზე. შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველო-აზერბაიჯანის დამაკავშირებელი ორჯაჭვა 330 კვ ელექტროგადამცემი ხაზის ...

Read More »

დღეს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის ნაწილს 9 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა სოფელი დიღმის, ნაფეტვრების, რამაზის, ფატმანის, ვეფხისტყაოსნის, ასმათის, თინათინის, ჭელიძის, ერედვის, ტარიელის, დავარის და აბაშიძე-ორბელიანის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს I, II, IV მიკრორაიონების, ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის, ჟღენტის, ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი მცირედით გაიზარდა, თუმცა კვლავაც $100-ს ქვემოთ რჩება

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 1,84 აშშ დოლარით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 98,45 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »

ოკეანეები და ბრძოლა კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ

ჩვენ განუყრელად ვართ დაკავშირებული ოკეანესთან. ეს გლობალური ერთმანეთთან დაკავშირებული მლაშე წყალი, რომელსაც ასევე მსოფლიო ოკეანეს უწოდებენ, იყოფა კონტინენტებითა და არქიპელაგებით შემდეგ ნაწილებად:  წყნარი ოკეანე ,  ატლანტის ოკეანე ,  ინდოეთის ოკეანე,  ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანე  და  სამხრეთის ოკეანე , მათ უჭირავთ დაახლოებით დედამიწის 71% და გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭებათ სიცოცხლის შენარჩუნებაში. მაშინ როდესაც ტროპიკული ტყეები მოიხსენიება როგორც „დედამიწის ფილტვები“, მეცნიერები ამბობენ რომ სწორედ ოკეანეები უზრუნველყოფენ იმ ჟანგბადის ...

Read More »