მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კახა ჟორჟოლიანი „ბიზნესპარტნიორთან“ სვანეთის საინვესტიციო მიმზიდველობაზე და მის პერსპექტივაზე საუბრობს. მისი განცხადებით, სვანეთის ჰიდრო რესურსები საკმაოდ მიმზიდველია ინვესტორებისთვის. 12 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაზე ნებართვა გაცემულია, აქედან 6 უკვე ექსპლუატაციაშია შესული, 2 ჰესზე მოკვლევა მიმდინარეობს,მუშაობა მიმდინარეობს 4 ჰესზეც. როგორც ჟორჟოლიანი აცხადებს, ჯამში, 2017 წლიდან დღემდე ამ მიმართულებით რეგიონში 200 მილიონი ლარის ინვესტიციაა განხორციელებული. საუბარია როგორც ქართულ, ისე უცხოურ ინვესტიციებზე.
Read More »