Author Archives: admin

უკრაინაში, 2021 წელს, იმპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობა 26,5%-ით შემცირდა

2021 წელს, უკრაინაში, იმპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობა 26,5%-ით შემცირდა – 2 მილიარდ 304 მილიონ 217 ათას 687 კვტ.სთ-დან 1 მილიარდ 693 მილიონ 600 ათასი კვტ.სთ-მდე. იმპორტირებულ ელექტროენერგიის მოცულობაში ბელარუსის წილი 1 მილიარდ 177 მილიონ 052 ათასი კვტ.სთ-ია (69,5%), სლოვაკეთის – 308 მილიონი კვტ.სთ (18,2%), რუსეთის კი – 101 მილიონი კვტ.სთ (6,4%) უკრენერგოს პრესსამსახურის ცნობით, იმპორტირებული ელექტროენერგიის წილმა მთლიანი მოხმარების 1,1% შეადგინა. ...

Read More »

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 0,5 მლნ ბარელით გაიზარდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 0.5 მილიონი  ბარელით გაიზარდა და შეადგინა 413.813 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ბენზინის მარაგები  გაიზარდა 5,87 მილიონი ბარელით  და შეადგინა  246,621 მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები  შემცირდა 1,43 მილიონი ბარელით და შეადგინა  127,952 მლნ ბარელი. ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში შემცირდა  100 ათასი  ბარელით  და შეადგინა 11,7 ...

Read More »

რუსეთი კრიპტოვალუტის და მაინინგის აკრძალვას გეგმავს

რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ქვეყნის ტერიტორიაზე კრიპტოვალუტის გამოყენების და მაინინგის აკრძალვის ინიციატივა წარადგინა. მარეგულირებელი ორგანოს შეფასებით, კრიპტოვალუტა პოტენციურ საფრთხეს უქმნის რუსეთის ფინანსურ სტაბილურობას, მონეტარული პოლიტიკის ეფექტურობას და მოქალაქეების კეთილდღეობას. განმარტებით დოკუმენტში აკრძალვის მთავარ მიზეზებად კრიპტოვალუტის საშუალებით ფულის გათეთრების, ტერორიზმის დაფინანსების და არალეგალური ტრანზაქციების განხორციელების შესაძლებლობები სახელდება. რუსეთის ცენტრალური ბანკი კრიპტოაქტივების ფასების ზრდას სპეკულაციურ მოთხოვნას და სხვადასხვა სახის თაღლითურ სქემებს უკავშირებს. აღსანიშნავია, რომ ...

Read More »

ზრდის შემდეგ, ნავთობის ფასი შემცირდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2022 წლის 20 იანვრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  88.38 (- 0.06)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  86.90 (-  0,06)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

წამყვანი ბრენდები, პლასტმასის წარმოების შემცირებაზე, გლობალური შეთანხმების დადებას ითხოვენ

მსოფლიოს წამყვანი ბრენდები, მათ შორის Coca Cola და PepsiCo, პლასტმასით დაბინძურების წინააღმდეგ საბრძოლველად ერთიანდებიან და გლობალური შეთანხმების დადებას ითხოვენ, რომელიც პლასტმასის წარმოების შემცირებას ითვალისწინებს. მსოფლიოს ოფიციალური პირები, ამ წლის ბოლოს, გაეროს გარემოსდაცვით ასამბლეაზე შეიკრიბებიან, სადაც ველური ბუნებისა და ოკეანეების დასაცავად, პლასტიკური ნარჩენების კრიზისის დაძლევის გზებს განიხილავენ. ორშაბათს გაკეთებულ განცხადებას უკვე 70-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს, რომელთა შორისაა სამომხმარებლო პროდუქციის კომპანიები, Nestlé, ...

Read More »

თოყაევის სიტყვებით, პრიორიტეტი რეგიონებისთვის გაზის მიწოდება იქნება და არა ექსპორტი

ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა განაცხადა, რომ ქვეყნის შიგნით არსებული დეფიციტის დროს გაზის ექსპორტზე გატანა აღარ არის აქტუალური. თოყაევმა ბიზნესმენებთან შეხვედრა გამართა, სადაც განაცხადა, რომ მთავრობას მოუწევდა წესრიგის აღდგენა რიგ სფეროებში. ახალი ინდუსტრიების სტიმულირებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა კი ბუნებრივი აირის მიწოდებას ექნება. „აღარ არის მისაღები ის მოცემულობა, როდესაც ჩვენ უბრალოდ გაზის ექსპორტს ვახორციელებდით იმის ნაცვლად, რომ გამოგვეყენებინა ის შიდა წარმოების წასახალისებლად“, – ...

Read More »

„მოლდოვაგაზმა“ „გაზპრომის“ დავალიანება დაფარა

ბუნებრივი აირის მიწოდების შესაძლო შეწყვეტის შესახებ გაფრთხილების მიღების შემდეგ, გაზის გამანაწილებელმა კომპანიამ „მოლდოვაგაზმა“ „გაზპრომის“ მიმდინარე დავალიანება სრულად გადაიხადა. აღნიშნულის შესახებ მოლდოვური კომპანიის პრესსამსახური იუწყება. “სს „მოლდოვაგაზმა“ 2022 წლის იანვრის პირველ ნახევარში მიწოდებული ბუნებრივი აირის საფასური სრულად გადაუხადა სს “გაზპრომს“, – ნათქვამია განცხადებაში. ასევე, ცნობილი გახდა, რომ ტრანსფერის თანხამ 34 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. „ეს არის 63 მილიონი აშშ დოლარის ბოლო ...

Read More »

2021 წელს ნავთობპროდუქტებისა და გაზის იმპორტი საქართველოს $1.178 მლრდ დაუჯდა

2021 წელს იმპორტი 2020 წელთან შედარებით 25.1%-ით, 2019 წელთან შედარებით კი 5.8%-ით გაიზარდა და $10.073 მლრდ-ს მიაღწია, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია. იმპორტის მოცულობის ზრდაზე მნიშვნელოვანი გავლენა ნედლეულზე ფასების მატებამ იქონია. ნავთობის იმპორტი $324 მლნ-ით $823 მლნ-მდე გაიზარდა, რაც 65%-იან მატებას ნიშნავს. 12.6%-ით $354 მლნ-მდე გაიზარდა ბუნებრივი გაზის იმპორტიც. 2021 წელს საიმპორტო პროდუქციაში პირველი ადგილი $898 მლნ-ით მსუბუქ ავტომობილებს ...

Read More »

სემეკმა შპს „პარვუს ჯგუფი“ დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ჰიდროელექტროსადგურების მფლობელი კომპანია შპს „პარვუს ჯგუფი“ რეგულაციის დარღვევის გამო, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 35 ათასი ლარით დააჯარიმა. საქმე ეხება კომპანიის მიერ ელექტროენერგიის სექტორში მოქმედი „ქსელის წესების“ ნორმების უგულებელყოფას. შპს „პარვუს ჯგუფი“ დუშეთის მუნიციპალიტეტში ფლობს 1.99 მგვტ სიმძლავრის „როშკა 2 ჰესისა“ და 1 მგვტ სიმძლავრის „როშკა 3 ჰესს“.

Read More »
რუმინეთი საწვავის უმსხვილეს მომწოდებლად რჩება

ერთ თვეში საქართველოში საწვავის ღირებულება შემცირდა

მიუხედავად იმისა, რომ იანვრის დასაწყისიდან დღემდე მსოფლიოში ნავთობის ფასი ზრდის ტენდენციას ავლენს და არსებული მდგომარეობით, ერთი ბარელი ბრენტის ტიპის ნავთობის ღირებულება 86 აშშ დოლარს გადასცდა, საქართველოში საწვავის ღირებულება შედარებით მცირდება. ერთ თვეში Regular 92 ტიპის ბენზინზე ფასი 0.92%- ით შემცირდა და საშუალოდ 3 ლარი შეადგინა. Super 95-ის ფასი 0.88%-ით შემცირდა და საშუალო ღირებულებამ დაახლოებით, 3,17 ლარი შეადგინა. გარდა ამისა, 0.86%-ით ...

Read More »