Author Archives: admin

15 მარტს მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხებზე კონფერენცია გაიმართება

15 მარტს, მომხმარებელთა უფლებების საერთაშორისო დღეს,  სასტუმრო „ბილტმორში“   ექვსი მარეგულირებელი უწყების ორგანიზებით მომხმარებლის უფლებების დაცვის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში კონფერენცია გაიმართება, რომელსაც გახსნიან კონკურენციის სააგენტოს, სემეკის, კომუნიკაციების კომისიის, ეროვნული ბანკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი პირები. კონფერენციას დაესწრებიან მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებისა და კომპანიების წარმომადგენლები.  კონფერენციის ფარგლებში გაიმართება პანელური დისკუსია მომხმარებლის უფლებების დაცვისა და აღსრულების ...

Read More »

სემეკის წევრი მაია მელიქიძე მომხმარებლის უფლებების დაცვის კვირეულის გახსნაზე სიტყვით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ)  წევრი, მაია მელიქიძე მომხმარებლის უფლებების დაცვის პირველი საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში გამართულ საუნივერსიტეტო მიღებაზე სიტყვით წარდგა. სემეკის წევრმა ისაუბრა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების საკითხების, მომხმარებელთა უფლებების შესახებ სტუდენტების ინფორმირების აუცილებლობაზე. „როგორც სემეკის წევრი, კავკასიის უნივერსიტეტის, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ლექტორი, მოხარული ვარ, რომ დღევანდელ შეხვედრას ესწრებიან სტუდენტები და უნივერსიტეტების წარმომადგენლები. ძალიან მნიშვნელოვანია მათი ინფორმირება ...

Read More »

საქართველომ ელექტროენერგიის ექსპორტისგან $84.3 მლნ-ის შემოსავალი მიიღო

2022 წელს ელექტროენერგიის ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა 84.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ამავე პერიოდში ელექტროენერგიის იმპორტის ღირებულება 41.2 მლნ აშშ დოლარი იყო. შედეგად, როგორც „გალთ ენდ თაგარტის“ ენერგეტიკული ბაზრის მიმოხილვაშია აღნიშნული, დადებითი სავაჭრო ბალანსი 43.2 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა, თუმცა რაოდენობრივად საქართველო კვლავ წმინდა იმპორტიორია – 0.6 ტვტ.სთ წმინდა იმპორტით. მიმოხილვის მიხედვით, ელექტროენერგიის ექსპორტის გაზრდა თურქეთში ფასების უპრეცედენტო ზრდამ გამოიწვია. საქართველოდან ...

Read More »

წყალბადის ველების როლი მომავლის ენერგეტიკაში და საქართველოს პერსპექტივები

მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკების კლიმატურმა ამბიციებმა, გამოიყენონ მხოლოდ ნახშირბადის დაბალი ემისიის მქონე ენერგორესურსები, ასევე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებმა, რომელმაც უდიდესი გავლენა იქონია მსოფლიო ენერგეტიკაზე, აიძულა ქვეყნები კვლავ მიემართათ დედამიწაზე ყველაზე მსუბუქი და გავრცელებული ელემენტისთვის – წყალბადისთვის. საერთაშორისო ექსპერტების აზრით, წყალბადს, რომელსაც ორაწლიანი გამოყენების ისტორია აქვს, საბოლოოდ წარმატების შანსი სწორედ მისი ეკოლოგიური სისუფთავის გამო აქვს. წყალბადს გააჩნია 2,5-ჯერ მეტი ენერგია, ვიდრე ბუნებრივ აირსა ...

Read More »

რა არის განახლებადი ენერგია, რატომ არის იგი მნიშვნელოვანი

300 წლის წინ შეშა ქვანახშირმა ჩაანაცვლა, რამაც ადამიანებს ენერგიის წარმოების სრულიად ახალი შესაძლებლობები და მასშტაბები მისცა. შემდეგი ნაბიჯი, რომელმაც მსოფლიოში რევოლუციური ცვლილებები გამოიწვია, ელექტროენერგიის აღმოჩენა იყო. მე-19 საუკუნის ამ მიგნებამ მეცნიერებს ელ. ენერგიის გამომუშავების უამრავი მეთოდის აღმოჩენისკენ უბიძგა. ელ. ენერგიას საუკუნეზე მეტია სხვადასხვა წყაროებიდან ვიღებთ, თუმცა მათი დაყოფა ორ განსხვავებულ კატეგორიადაა შესაძლებელი: განახლებად და არაგანხლებად ენერგიის წყაროებად. 1. არაგანახლებადი ენერგია ...

Read More »

რუსეთის ატომური ენერგეტიკის სექტორს შესაძლოა, სანქციები დაუწესდეს

ევროპული ქვეყნების ნაწილი რუსეთთან ბირთვული თანამშრომლობის შეწყვეტას ითხოვს. ზაგრებში გამართულ საერთაშორისო ენერგეტიკულ კონფრენციაზე, პოლონეთისა და უკრაინის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ოქტომბრიდან მოყოლებული რუსეთი ბომბავს უკრაინის ატომური სადგურების გადამცემ ხაზებსა და ქვესადგურებს, რის გამოც მილიონობით ადამიანს ელექტროენერგიისა და გათბობის გარეშე ტოვებს. ამასთან, ზრდის ბირთვული ავარიის რისკებს. “ჩვენ უნდა შევწყვიტოთ ნებისმიერი ბირთვული თანამშრომლობა რუსეთთან. ამ ქვეყანამ დაიპყრო უკრაინის ზაპორიჟიას ატომური ელექტროსადგური ერთი წლის ...

Read More »

ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტი მზის ენერგიით მომარაგდება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მერვე კორპუსისის სახურავზე მზის ელექტროსადგური დამონტაჟდა, რომლის სიმძლავრე 200 კვტ-ია, – ინფორმაციას HELIOS ENERGY ავრცელებს. კომპანიის ცნობით, გამომუშავებული ელექტროენერგია სრულად დაფარავს მე-8 კორპუსის მოხმარებას, რომელშიც ენერგეტიკის ფაკულტეტია განთავსებული. მათივე ინფორმაციით, ჭარბი გამომუშავება გადადინდება და მოხმარდება უნივერსიტეტის სხვა კორპუსებსაც, რაც ყოველწლიურად 65 000 ლარამდე დანაზოგს მისცემს უნივერსიტეტს, ხოლო ბუნებაში 103 ტონით ნაკლებ CO-ს გამოფრქვევა მოხდება. პროექტი ლიეტუვის გარემოს ...

Read More »

Energy Community-ს წარმომადგენლობას საქართველოში სალომე ჯანელიძე უხელმძღვანელებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი, სალომე ჯანელიძე საქართველოში ენერგეტიკული გაერთიანების (Energy Community) წარმომადგენლობას უხელმძღვანელებს. სალომე ჯანელიძე, როგორც ენერგეტიკული გაერთიანების მთავარი ექსპერტი საქართველოს დაეხმარება ენერგეტიკის სექტორის რეფორმირების პროცესში ევროპული კანონმდებლობის ჰარმონიზებასა და ტრანსპოზიციაში. სალომე ჯანელიძე სემეკში 2015 წლიდან საქმიანობდა. 2021 წლიდან დღემდე არის სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის საბჭოს წევრი, 2016-2017 წლებში მიწვეული იყო ექსპერტად ...

Read More »

შემეცნებითი ტური “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა”-ში

ახალი თაობის ენერგეტიკით დაინტერესების მიზნით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ შემეცნებით ტურს აგრძელებს. ამჯერად კომპანიამ თბილისის კლასიკურ გიმნაზიასთან არსებულ ახალგაზრდა მკვლევართა კლუბის მოსწავლეებს უმასპინძლა. მოსწავლეები თავდაპირველად სსე-ის სათავო ოფისს ესტუმრნენ, მოინახულეს ცენტრალური სადისპეტჩერო ცენტრი და უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი მართვის ფარი, რომელიც პასუხისმგებელია ენერგოსისტემის ოპერატიულ მართვაზე. გაეცნენ სადისპეტჩეროს ფუნქციონირების ძირითად პრინციპებს, სსე-ის დირექტორთა საბჭოს წევრმა ზვიად გაჩეჩილაძემ მოსწავლეებს ჩაუტარა ლექცია ზოგადად ენერგეტიკასა და ...

Read More »

„ენერგეტიკის მედია კლუბის“ ფარგლებში ჟურნალისტებისთვის ტრენინგები იწყება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია (სემეკ) ენერგეტიკის სასწავლო ცენტრთან ერთად, პროექტ „ენერგეტიკის მედია კლუბის“ ფარგლებში ჟურნალისტებისთვის 9 მარტიდან ონლაინ კურსს იწყებს. კურსის თემატიკა შეეხება ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებს. კურსს გახსნის სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია და მონაწილეებს ენერგეტიკული ბიზნესის, ენერგეტიკული სექტორის რეგულირების საკითხებს გააცნობს. ტრენინგებს ჩაატარებენ სემეკის წარმომადგენლები და ენერგეტიკის სექტორში მოქმედი სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელი პირები. კურსის ფარგლებში განხილული იქნება ...

Read More »