Author Archives: admin

საფრანგეთი მკაცრად გმობს უკრაინის ატომურ ელექტროსადგურზე განხორციელებულ თავდასხმას

საფრანგეთი მკაცრად გმობს რუსეთის თავდასხმას ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, – ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა ბრიუსელში განაცხადა. ”ჩვენ მკაცრად ვგმობთ ბირთვული სტრუქტურის მთლიანობის ამ დაზიანებას, სრულად ვუჭერთ მხარს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინიციატივას, მოსთხოვოს რუსეთს შეწყვიტოს ყველა სახის თავდასხმა”, – განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ჟან-ივ ლე დრიანი ბრიუსელში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობს, რომელიც, მისი ...

Read More »

“ატომური ელექტროსადგურების უშუალო სიახლოვეს რუსეთის თავდასხმებს შეიძლება კატასტროფული შედეგები ჰქონდეს”

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი რუსული ძალების მიერ უკრაინის ატომურ ელექტროსადგურზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის გამართვას მხარს უჭერს და აცხადებს, რომ ასეთ თავდასხმებს შეიძლება “კატასტროფული” შედეგები მოჰყვეს. „ატომური ელექტროსადგურების უშუალო სიახლოვეს რუსეთის თავდასხმებს შეიძლება კატასტროფული შედეგები ჰქონდეს. სასწრაფოდ უნდა შეჩერდნენ. დაბომბვამ და შედეგად ხანძარმა ელექტროსადგურზე შეიძლება საფრთხე შეუქმნას მთელ ევროპას,” ...

Read More »

ზელენსკი: უკრაინაში 15 ატომური ბლოკია, მათი აფეთქება ევროპის დასასრული იქნება

რუსი ოკუპანტების გახსნელი ცეცხლის შედეგად, ზაპოროჟიის ატომურ ელექტროსადგურში გაჩნდა, უკრაინის პრეზიდენტმა, ევროპა გააფრთხილა, რომ უკრაინაში15 ატომური ბლოკია და მათი აფეთქება “ევროპის დასასრული იქნება”. “რუსი სამხედროები დაუყოვნებლივ უნდა იყვნენ შეჩერებული. უყვირეთ თქვენს პოლიტიკოსებს. უკრაინაში 15 ატომური ბლოკია, თუ ისინი აფეთქდება, ყველას დასასრული, ევროპის დასასრული, ევროპის ევაკუაცია იქნება. მხოლოდ ევროპის დაუყოვნებელ ქმედებას შეუძლია რუსი სამხედროების შეჩერება. არ დაუშვათ ევროპის დაღუპვა ატომური სადგურის ...

Read More »

რადიაციამ არ იცის, სად მდებარეობს რუსეთი, არც თქვენი ქვეყნის საზღვრებს ცნობს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით, რუსეთის მოსახლეობას მიმართავს. ზელენსკი აღნიშნავს, რომ დაუშვებელია ჩერნობილის კატასტროფისა და ზიანის დავიწყება, ატომურ ელექტროსადგურებზე კი თავდასხმა რუსეთისთვისაც საზიანო იქნება. “რუსო ხალხო, მინდა მოგმართოთ თქვენ. როგორ არის ეს შესაძლებელი? ჩვენ 1986 წელს ხომ ერთად ვებრძოდით ჩერნობილის კატასტროფის შედეგებს. უნდა გახსოვდეთ აფეთქების შედეგად მიმოფანტული ცხელი გრაფიტი. მსხვერპლები. უნდა გახსოვდეთ ნათება დანგრეულ ენერგობლოკზე. ...

Read More »

ენერგოდარში, სადაც ატომური ელექტროსადგურია განთავსებული, კვლავ აფეთქების ხმა გაისმა

უკრაინის ქალაქ ენერგოდარში, სადაც ატომური ელექტროსადგურია განთავსებული, ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება. „ენერგოატომის“ ინფორმაციით, ამჟამად დეტალები ზუსტდება. მანამდე, ზაპოროჟიეს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ, ალექსანდრე სტარუხმა განაცხადა, რომ ენერგოდარი ყველა მხრიდან დაბლოკილია ოკუპანტების მიერ, მაგრამ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური სტაბილურად მუშაობს. სტარუხის თქმით, მოსახლეობის დასაშინებლად რუსეთის საოკუპაციო ძალები ქალაქში შესვლისას ცარიელი ვაზნებიდან ისროდნენ.

Read More »

ევროპა რადიაციული კატასტროფის ზღვარზე – რა სიმძლავრის არის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური

ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურის საწვრთნელ-სასწავლო შენობაში დაბომბვის შედეგად გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სამსახურის განცხადებაში არის ნათქვამი, რასაც Reuters ავრცელებს. ამ დროისთვის ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს რუსი ოკუპანტები აკონტროლებენ. აშშ-ის ენერგეტიკის მდივანი, ჯენიფერ გრანჰოლმი აცხადებს, რომ რადიაციის დონის მატებაზე რაიმე ნიშანი არ არსებობს. ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგური ევროპაში უდიდესია, რომელიც უკრაინაში გამომუშავებული მთლიანი ელექტროენერგიის მეხუთედზე მეტს უზრუნველყოფს. ის კიევის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ...

Read More »

ბირჟებზე სრული სიგიჟეა – გაზის ფასმა შეიძლება 3000 დოლარს მიაღწიოს

რუსეთ-უკრაინის ომმა მსოფლიო ეკონომიკაში უდიდესი პრობლემა შექმნა. სანქციებმა საერთაშორისო ვაჭრობა თავდაყირა დააყენა და ახალ  პროცესებს დაუდო საფუძველი, რაც განსაკუთრებით ენერგომატარებლებზე აისახა უარყოფითად. ნავთოპროდუქტებისა და გაზის ფასი რეკორდულ ნიშნულზეა და ჯერჯერობით შემცირების არანაირი ნიშნები არ იკვეთება. უცხოელი ანალიტიკოსები მოთხოვნის კლებას ელიან და აცხადებენ, რომ მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ფასების ვარდნის ტენდენცია დაიწყოს, თუმცა მხოლოდ გრძელვადიან პერსპექტივაში. სათბობ-ენერგეტიკული დარგის მიმომხილველები ვარაუდობენ, რომ ...

Read More »

ნავთობის ფასი შემცირდა

2022 წლის 3 მარტის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  110,46  (- 2,47)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  107,67  (-  2,93)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
თუ ახლა არ ვუშველეთ ენერგეტიკას ზამთარში შესაძლოა დიდი პრობლემები შეგვექმნას

“ექვსივე ბლოკი ერთად რომ აფეთქდეს, ევროპაში ყველაფერი დამთავრდება” – ემუქრება თუ არა საფრთხე საქართველოს ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის აფეთქების შემთხვევაში?

“ზა­პო­რო­ჟი­ეს ელექტრო­სად­გუ­რი ჩერ­ნო­ბილ­ზე 6-ჯერ მეტი სიმ­ძლავ­რის სად­გუ­რია – ერთ-ერთ ბლოკ­ზე მა­ინც რომ მოხ­დეს ის, რაც ჩერ­ნო­ბილ­ში, ეფექ­ტი 10-15 ჯერ უფრო უა­რე­სი იქ­ნე­ბა” – ამის შე­სა­ხებ ენერ­გე­ტი­კოს­მა გია არა­ბი­ძემ ტე­ლე­კომ­პა­ნია “პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა “ნი­უს­რუმ­ში“ გა­ნა­ცხა­და. კი­თხვა­ზე, რა ზი­ა­ნი შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს სა­ქარ­თვე­ლოს ზა­პო­რო­ჟი­ეს ატო­მუ­რი ელექტრო­სად­გუ­რის ჰერ­მე­ტუ­ლო­ბის დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვა­ში, ენერ­გე­ტი­კო­სის თქმით, ეს სი­ტუ­ა­ცი­ა­ზე, მათ შო­რის ქა­რის მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. “ზა­პო­რო­ჟი­ეს ექ­ვსი­ვე ბლო­კი ერ­თად რომ ...

Read More »

უკრაინული მედიის ცნობით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მოედანი რუსმა სამხედროებმა დაიკავეს

უკრაინული მედიის ცნობით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მოედანი რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალებმა დაიკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ბირთვული რეგულირების სახელმწიფო ინსპექციის პრესსამსახური ავრცელებს. ამასთან, უწყებაში ამბობენ, რომ ელექტროსადგურის ექვსივე ენერგობლოკი მთლიანობას ინარჩუნებს. მათივე თქმით, დაზიანებულია სამშენებლო კონსტრუქციები, თუმცა ენერგობლოკების უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი სისტემები მწყობრშია. რადიაციის ცვლილება არ ფიქსირდება. გააქტიურებულია ანტიკრიზისული შტაბი. მედიის ცნობით, 4 მარტს, ღამით რუსი ოკუპანტების მიერ ნასროლი ჭურვი მოხვდა ზაპოროჟიეს ...

Read More »