Author Archives: admin

სემეკ-მა თურქეთში ჰუმანიტარული დახმარება გააგზავნა

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულების დასახმარებლად სემეკ-მა ჰუმანიტარული დახმარება გააგზავნა. ინფორმაციას სემეკ-ი ავრცელებს. „სემეკ-ი თანადგომას უცხადებს დაზარალებულებს. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია გამოთქვამს მზადყოფნას, დამანგრეველი მიწისძვრით დაზარალებულ მოსახლეობას, თურქეთის კოლეგა უწყების თანამშრომლებს აღმოუჩინოს დამატებითი დახმარება და მხარდაჭერა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

Read More »

რომეო მიქაუტაძე: განახლებადი ენერგიების ათვისების მხარდაჭერის სქემა მნიშვნელოვანია, რათა მოხდეს ადგილობრივი რესურსების ათვისება და ინვესტიციების მოზიდვა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე მთავრობის მიერ დაანონსებულ აუქციონს ეხმაურება. „მთავრობის მიერ დაანონსებული განახლებადი ენერგიების ათვისების მხარდაჭერის სქემის ფარგლებში სიმძლავრის აუქციონი გამოცხადდა. ის წარიმართება კონკურენტულ, საბაზრო პრინციპებზე დაყრდნობილ გარემოში, რაც უზრუნველყოფს სამართლიანი ფასის მიღებას როგორც ქვეყნისთვის, ასევე ბიზნესისთვის. მხარდაჭერის სქემა მნიშვნელოვანია, რათა მოხდეს ადგილობრივი რესურსების ათვისება, ინვესტიციების მოზიდვა, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გზაზე“, ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობი მსოფლიო ბაზრებზე კიდევ ერთი კვირა ვერ მოხვდება

ამ კვირის დასაწყისში თურქეთში ორი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ, ჯეიჰანის პორტიდან აზერბაიჯანული ნავთობის მსოფლიო ბაზრებზე ექსპორტის აღდგენა ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა. ამის მიზეზი მიწისძვრის შედეგად მიყენებული ზარალია ტერმინალზე, სადაც აზერბაიჯანული ნავთობი ტანკერებზე იგზავნება. ოფიციალური პირები არ აკონკრეტებენ კონკრეტულად რა პრობლემა შეექმნა, თუმცა, Bloomberg-ის ბოლო ინფორმაციით, ტერმინალის საკონტროლო ნაწილი დაზიანდა. ტერმინალის დაზიანების წინასწარი შეფასების შედეგების გაცნობის შემდეგ, Bloomberg-ს წყარომ განუცხადა, რომ აზერბაიჯანული ...

Read More »

თბილისის ქუჩები, რომლებსაც დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

13 თებერვალს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს.  საბურთალოს და დიდუბის რაიონები გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღომის  II, III მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის I, II კვარტლების, ვაჟა-ფშაველას გამზირის, ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ფარნავაზ მეფის გამზირის (ნაწილობრივ), სულხან ცინცაძის, კუტუზოვის, ირაკლი გამრეკელის, დავით გამრეკელის, საბურთალოს, მიცკევიჩის, ბახტრიონის, ცაგარელის, საირმის, ტაშკენტის, დემეტრე თავდადებულის, ...

Read More »
კლიმატის ცვლილების მიზეზები

„მიზნები, რომლებიც გარემოს დაცვისთვის დაისახა, მხოლოდ სანახევროდ დაიცავს გარემოს“, – აცხადებენ გარემოს დაცვითი ორგანიზაციები

მთავრობის მიერ დასახული ახალი გარემოსდაცვითი მიზნები „მხოლოდ სანახევროდ შესრულებული საქმეა“, – აცხადებენ  საქველმოქმედო ორგანიზაციები. მათი აზრით, ისინი ვერ შეძლებენ ბუნების გაუარესების შეჩერებას. ეს მიზნები გარემოზე ზრუნვის, საკვებისა და სოფლის მეურნეობის დეპარტამენტებმა ექვსი კვირის დაგვიანებით, 2022 წლის 16 დეკემბერში გამოაქვეყნა. იურიდიულად გაწერილია, როგორ უნდა მოგვარდეს  ცხოველებისა და მცენარეების გადაშენება და ჰაერის დაბინძურება. თუმცა, კრიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ მიზნებში არ ფიგურირებს ბუნებრივი ობიექტებისა ...

Read More »

უკრაინამ ბოლო თვეებში გერმანიიდან 334 ტონა ენერგოტექნიკა მიიღო

2022 წლის ივლისიდან უკრაინამ გერმანიიდან ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის საჭიროებებისთვის 43 ჰუმანიტარული ტვირთი (334 ტონა) მიიღო. ამის შესახებ 11 თებერვალს უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრომ განაცხადა. “მხოლოდ გასულ კვირაში 59 ტონაზე მეტი დახმარება მივიღეთ.” – ნათქვამია განცხადებაში. კერძოდ, “გერმანულ-უკრაინის ენერგეტიკული პარტნიორობა დონორთა მხარდაჭერისთვის” კამპანიის ფარგლებში, უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრომ გერმანული ქსელის ოპერატორ Stromnetz Berlin GmbH-ისგან 40 ტრანსფორმატორი მიიღო. ასევე გერმანელი პარტნიორებისგან მიღებულ აღჭურვილობას შორის არის გენერატორები, სადისტრიბუციო ...

Read More »

ლავროვი: აშშ აღიარებს, რომ „ჩრდილოეთ ნაკადის“ აფეთქებებში მათი ხელი ურევია

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ამერიკის შეერთებული შტატები „ჩრდილოეთ ნაკადის“ გაზსადენის აფეთქებაში დაადანაშაულა.  „ფაქტობრივად, ამერიკელი ოფიციალური პირები აღიარებენ, რომ აფეთქებებში, რომლებიც მოხდა „ჩრდილოეთ ნაკად 1“-სა და „ჩრდილოეთ ნაკად 2“-ზე, მათი ხელი ურევია, ახლა ამაზე სიამოვნებითაც კი საუბრობენ“, – განაცხადა ლავროვმა. ცნობისთვის, აფეთქება მილსადენებზე გასული წლის 26 სექტემბერს მოხდა და გაზის გაჟონვა ერთდროულად 4 ადგილას დაიწყო. მომხდარზე გამოძიებას შვედეთი, დანია ...

Read More »

ლევან დავითაშვილი: ენერგეტიკის სფეროში მნიშვნელოვანი ცვლილებები გვაქვს

ლევან დავითაშვილმა „ქრონიკაში“ ენერგეტიკის სფეროში მნიშვნელოვან ცვლილებებზე ისაუბრა. ეკონომიკის მინისტრის თქმით, ენერგეტიკული პროექტები ინტერესის სფეროს წარმოადგენს ჩვენი ინვესტორებისთვის. „ჩვენი ინვესტორები დიდი ხანია ელოდნენ სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერის ახალ სქემას, რომელიც გასული წლის ბოლოს დავამტკიცეთ. და ამ სქემის შესაბამისად შემუშავდა კონკრეტული აუქციონის პირობები და აუქციონი გამოცხადდა 10 თებერვალს, საღამოს და ვფიქრობ, რომ ჩვენი განახლებადი ენერგეტიკის ახალი ეტაპი დაიწყო“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა. ...

Read More »

გაზპრომი ბელარუსს ყოველწლიურად 3,5 მლრდ დოლარის გაზს მიაწვდის

„გაზპრომმა“ ბელორუსისთვის გაზის მიწოდებაზე 2023-2025 წლებში კონტრაქტები გაახანგრძლივა და ფასზეც მოილაპარაკეს. „გაზპრომის“ ვებგვერდზე ისიც წერია, რომ მხარეები ე.წ.„ლურჯი საწვავის“ შემდგომ ტრანსპორტირებაზე შეთანხმდნენ. დოკუმენტის მიხედვით, გაზის სავარაუდო ყოველწლიური ფასი 2023-2025 წლებში 250 მილიარდი რუსული რუბლი, ანუ 3,5 მლრდ დოლარია. რუსული მედიის ცნობით, რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის პრეზიდენტებმა შესაბამისი კონტრაქტები მინსკში გამართულ ბოლო შეხვედრაზე 19 დეკემბერს განიხილეს. საუბრისას შეთანხმდნენ, რომ გაზის ვაჭრობა ...

Read More »

რუსეთი სანქციებზე საპასუხოდ ნავთობის წარმოებას დღეში 500,000 ბარელით ამცირებს

რუსეთი მარტში, ნავთობის მოპოვების დღეში 500 ათასი ბარელით შემცირებას გეგმავს. ეს დასავლეთის ქვეყნების მიერ უკრაინში აგრესიის გამო, რუსული ნავთობის ფასის შეზღუდვაზე პასუხია. ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა 10 თებერვალს განუცხადა. “დღეს ჩვენ სრულად ვყიდით წარმოებული ნავთობის მთელ მოცულობას, თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ნავთობს არ მივყიდით მათ, ვინც პირდაპირ ან ირიბად იცავს “ფასის ჭერის” პრინციპებს”, – ციტირებენ რუსული საინფორმაციო ...

Read More »