Author Archives: admin

ჟოზეფ ბორელი – „ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის“ მომავალი დამოკიდებულია უკრაინის მიმართ რუსეთის ქმედებებზე

გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის“ მომავალი დამოკიდებულია უკრაინის მიმართ რუსეთის ქმედებებზე, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა. ჟოზეფ ბორელი ესწრებოდა საფრანგეთის ქალაქ ბრესტში ევროკავშირის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას. „ეს არ არის ის ინფრასტრუქტურა, რომელსაც ჩვენ პრიორიტეტად მივიჩნევთ, რადგან ის არ უწყობს ხელს ევროპის ენერგეტიკულ ავტონომიას. რა თქმა უნდა, ამ ინფრასტრუქტურის ფუნქციონირება ასევე დამოკიდებული ...

Read More »
ელექტროენერგიის მომავალი ტენდენციები

რეკორდული ინვესტიციები მწვანე ეკონომიკაში – EBRD-მა €5.4 მლრდ გამოყო

2021 წელს  EBRD-მა €10.4 მილიარდის დაფინანსება გამოყო. მწვანე ეკონომიკის მიმართულებით განხორციელებულმა ინვესტიციებმა კი რეკორდული €5.4 მილიარდი შეადგინა, რაც მთლიანი თანხის 51%-ია. კერძო სექტორის წილი კი წლიურ ინვესტიციებში 76%-მდეა გაზრდილი. „ეს რიცხვები კარგად მეტყველებს იმაზე, რომ ბანკი კვლავაც აგრძელებს კორონა ვირუსის პანდემიით მიყენებული ზიანის გათვალისწინებით კერძო სექტორის ეკონომიკურ გამოცოცხლებას. ამასთან, მწვანე ეკონომიკის მიმართულებით ვაგრძელებთ აღებული ვალდებულებების შესრულებას, რომელიც დეკარბონიზაციას და უფრო ...

Read More »

Tesla-ს Cybertruck-ის გამოსვლა კიდევ ერთხელ, 2023 წლამდე გადაიდო

2021 წლის აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ Cybertruck-ის, Tesla-ს პირველი ელექტრო პიკაპის გამოშვება 2022 წლამდე გადაიდო. ეს სიახლე მაშინ სიურპრიზი არ ყოფილა, რადგან მანამდე ჩვენ ვნახეთ თუ რამდენჯერ გადადო წარმოების ხარვეზების აღმოსაფხვრელად ტესლამ Model 3-ის გამოშვება. თუმცა, ახლა ცნობილი გახდა, რომ ელექტრო პიკაპს ვერც 2022 წელს ვიხილავთ და მასკმა მისი გამოშვება 2023 წლამდე გადადო. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. კომპანიასთან დაახლოებულმა ...

Read More »

თურნავა: სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის ტარიფის ნამატის სუბსიდირება არის იმ ინფლაციური კომპონენტის კომპენსაცია, რაც მოიტანა პანდემიამ 2020 წელს

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მთავრობის გადაწყვეტილება, 2022 წლის განმავლობაში, იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით, სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის (ვისაც აქვს 150 000 და ნაკლები ქულა) ელექტროენერგიის ტარიფის ნამატის სუბსიდირების შესახებ არის სერიოზული დახმარება იმ თვალსაზრისით, რომ დღეს მთავარი გამოწვევა არის ინფლაცია, ფასების ზრდა და სწორედ ის ინფლაციური კომპონენტი, რაც მოიტანა პანდემიამ 2020-ში, კომპენსირებული იქნება სწორედ იმ ადამიანებისთვის, იმ ოჯახებისთვის, რომლებსაც ეს რეალურად ესაჭიროებათ და ...

Read More »

ოთარ ანგურიძე: პრემიერის ინიციატივა, რომელიც დაახლოებით მილიონი ადამიანისთვის ელექტროენერგიის ტარიფის ნაზარდის სუბსიდირებას გულისხმობს, მისასალმებელია

რემიერის ინიციატივა, რომელიც, დაახლოებით, მილიონი ადამიანისთვის ელექტროენერგიის ტარიფის ნაზარდის სუბსიდირებას გულისხმობს, “კვირასთან” საუბრისას თსუ-ის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ, ექსპერტმა ოთარ ანგურიძემ შეაფასა. მისი თქმით, ინიციატივები, რომლებიც მოსახლეობის ინტერესებზეა მორგებული, მისასალმებელია. “პრემიერის ინიციატივა, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. ვფიქრობ, მსგავსი ინიციატივები სოციალური ხასიათისაა. უამრავ ადამიანს ზამთრის ცივ პერიოდს შეუმსუბუქებს. ოპოზიციის მხრიდან შესაძლო კრიტიკა, რომ ეს შეიძლება, იყოს ადამიანების მოსყიდვა და ...

Read More »
იაპონიაში ატომური ელექტრსადგურების მუშაობა განახლდა

ევროპის ატომურ სადგურებს, 2050 წლისთვის, $568 მილიარდის ინვესტიცია სჭირდება

ევროკავშირის შიდა ბაზრის კომისიის წევრის განცხადებით, ბლოკს ახალი თაობის ატომური ელექტროსადგურებისთვის, დღეიდან 2050 წლამდე, $568 მილიარდის ინვესტიცია დასჭირდება. ტიერი ბრეტონი მიიჩნევს, რომ მხოლოდ არსებული ატომური სადგურები, 2030 წლამდე, 50 მილიარდი ევროს ინვესტირებას საჭიროებს, ხოლო ახალი თაობისთვის 500 მილიარდია აუცილებელი. ბრეტონმა ასევე დასძინა, რომ ევროკავშირის გეგმა, ინვესტიციების მწვანე წყაროდ ბირთვული ენერგიისა და ბუნებრივი აირის განხილვის შესახებ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება ატომური სადგურებისთვის ...

Read More »

დავით ნარმანია – მთელი წლის განმავლობაში მოხდება ტარიფის ნაზარდის დაფინანსება, რისთვისაც ბიუჯეტიდან რამდენიმე ათეული მილიონი ლარი დაიხარჯება

მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ელექტროენერგიის ტარიფის ნაზარდის -3,5 თეთრი დაუფინანსდებათ იმ აბონენტებს, რომლებიც სოციალურად დაუცველთა ბაზაში არიან რეგისტრირებული და 15 0000 ქულაზე ნაკლები სარეიტინგო მაჩვენებელი გააჩნიათ, – ამის შესახებ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ განაცხადა. მისი თქმით, მთელი წლის განმავლობაში მოხდება ტარიფის ნაზარდის დაფინანსება, რისთვისაც ბიუჯეტიდან რამდენიმე ათეული მილიონი ლარი დაიხარჯება. „ბაზაში რეგისტრირებულ ასეთ აბონენტთა რაოდენობა 310 000-ზე მეტია. თუმცა, ...

Read More »

თურნავა: ჩვენი სოციალური პოლიტიკა ენერგეტიკის დარგში და კონკრეტულად ტარიფების სუბსიდირება, მოხმარდება სწორედ იმ ადამიანებს, ვისთვისაც ეს მეტად მნიშვნელოვანია

ჩვენი სოციალური პოლიტიკა ენერგეტიკის დარგში და კონკრეტულად ტარიფების სუბსიდირება გახდა უფრო მიზნობრივი, მოხმარდება სწორედ იმ ადამიანებს, ვისთვისაც ეს მეტად მნიშვნელოვანი არის, – ასე აფასებს ეკონომიკის მინისტრი მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლითაც სოციალურად დაუცველ მოსახლეობა ელექტროენერგიის ტარიფის ნამატზე სუბსიდიას მიიღეს. ნათია თურნავა აღნიშნავს, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაშიც ხდებოდა მოსახლეობის სხვადასხვა კატეგორიის სუბსიდირება, თუმცა წარსულში სუბსიდიები მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობაზე იყო მიბმული. მისი თქმით, ეს გამართლებული ...

Read More »
ირაკლი ღარიბაშვილი: ეკოლოგიის კუთხით თბილისში კატასტროფა გვაქვს

მთავრობის გადაწყვეტილებით, დაახლოებით მილიონი ადამიანი ელექტროენერგიის ტარიფის ნამატზე სუბსიდიას მიიღებს

ჩვენი გადაწყვეტილებით, მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს, დაახლოებით მილიონ ადამიანს, დავუსუბსიდირებთ ელექტროენერგიის ტარიფის ნაზარდს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს შეეხება მიზნობრივ ჯგუფებს, 150 000 და ნაკლები ქულის მქონე მოსახლეობას, რაც დაახლოებით 1 მილიონ ადამიანს შეადგენს. „მოგეხსენებათ, რომ ეს პროგრამა გვქონდა პანდემიის დაწყების დღიდან, გრძელდებოდა 2 წელი, ახლა იანვარში შეწყდა ეს სუბსიდირების პროგრამა და ამიტომ, მივიღეთ ...

Read More »

ელექტრომობილების გარემოზე ზემოქმედება: დადები თი და უარყოფით მხარეები

თამამად შეგვიძლია, 21-ე საუკუნეს ელექტრომობილების ერა ვუწოდოთ. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ელექტრომობილებმა ფაქტობრივად დაიპყრეს მსოფლიო საავტომობილო ბაზარი. ექსპერტების ვარაუდით, უახლოეს მომავალში ისინი სრულად ჩაანაცვლებენ ტრადიციულ, შიდაწვისძრავიან ავტომობილებს. ელექტრომობილების დიდი უპირატესობა მათი ენერგოეფექტიანობაა, რაც დღეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა მსოფლიოსთვის. ელექტრომობილი სამჯერ უფრო ენერგოეფექტურია, ვიდრე შიდაწვისძრავიანი მანქანა. ელექტრომობილი ეკომეგობრული ტრანსპორტია და არ აქვს არავითარი გამონაბოლქვი. ასევე, მცირე რაოდენობით საჭიროებს ისეთ დამაბინძურებელ სითხეებს, როგორებიცაა ძრავის ზეთი და ...

Read More »