Author Archives: admin

თებერვალში ელექტროენერგიაში იმპორტის წილი შემცირდა

აპრილში ელექტროენერგიის გამომუშავება 36%-ით გაიზარდა

აპრილში ელექტროენერგიის გამომუშავება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 36%-ით 1.125 მლრდ კვტ/სთ-მდე გაიზარდა. 10%-ით 1.1156 მლრდ კვტ/სთ-მდე გაიზარდა მოხმარებაც. ინფორმაციას ამის შესახებ ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი ესკო ავრცელებს. გენერაცია ძირითადად ენგურჰესის ხარჯზე გაიზარდა. გასულ წელს აპრილის ბოლომდე ჰესს რეაბილიტაციის მიზნით ფუნქციონირება შეჩერებული ჰქონდა და მან მხოლოდ 24 მლნ კვტ/სთ-ის გამომუშავება შეძლო, წელს კი 10-ჯერ მეტი – 253 მლნ კვტ/სთ. ჰესების გამომუშავება ...

Read More »
საწვავი 12–15 თეთრით გაძვირდა – ფასების ზრდა შესაძლოა, მომავალშიც გაგრძელდეს

კონკურენციის სააგენტო – აპრილში რუსეთიდან იმპორტირებული საწვავი 65-თეთრიანი ფასნამატით იყიდებოდა, ბულგარეთიდან იმპორტირებული 16-თეთრიანი, რუმინეთიდან 20-თეთრიანი

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს საწვავის ბაზრის 2022 წლის იანვარ-აპრილის მონიტორინგის შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშის თანახმად, 2022 წლის იანვარ-აპრილის პერიოდში, ქვეყანაში 22 ეკონომიკური აგენტის მიერ განხორციელდა 385 678 ათასი ლიტრი ბენზინისა და დიზელის იმპორტი. ანგარიშში აღნიშნულია, რომ სამი ყველაზე მსხვილი იმპორტიორი ეკონომიკური აგენტის წილი საერთო იმპორტში შეადგენს 69%-ს და სახეზეა ჯგუფური დომინანტური მდგომარეობის არსებობისთვის აუცილებელი ერთ-ერთი პირობა საბაზრო წილების სახით. საწვავის ყველაზე ...

Read More »
სომხეთში საქართველოსგან იაფფასიანი ელექტროენერგიის შეძენას განიხილავენ

აპრილში ელექტროენერგიის იმპორტი თითქმის 73%-ით შემცირდა

საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი უკვე მეოთხე თვეა, მცირდება. ენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკოს) სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის აპრილში ქვეყანაში იმპორტით 70.611 მლნ კვტ-სთ ელექტროენერგია შემოვიდა, ეს კი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 73%-ით ნაკლებია. 2021 წლის აპრილში იმპორტირებული დენის მოცულობა 259.600 მლნ კვტ-სთ-ს შეადგენდა. რაც შეეხება 2022 წლის 4 თვეს, აღსანიშნავია, რომ წლევანდელი წელი ელექტროენერგიის იმპორტის კლების ტენდენციით ხასიათდება. კერძოდ, იანვარში ...

Read More »
ნავთობის ფასი 6-წლიან მინიმუმამდე დაეცა

კონკურენციის სააგენტო: საწვავის 55% ევროპიდან, 45% რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან და თურქმენეთიდან შემოვიდა

ქვეყანაში იმპორტირებული საწვავის 55% ევროპულია, 45%-ის იმპორტი კი ხორციელდება რუსეთის ფედერაციიდან, აზერბაიჯანიდან და თურქმენეთიდან. ამის შესახებ კონკურენციის სააგენტოს 2022 წლის იანვარ-აპრილის შუალედურ მიმოხილვაშია ნათქვამი. სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში, ქვეყანაში 22 ეკონომიკური აგენტის მიერ განხორციელდა 385 678 ათასი ლიტრი ბენზინისა და დიზელის იმპორტი. საერთო იმპორტის 35.9% შეადგინა დიზელის ტიპის საწვავმა, ხოლო 64.1% – ბენზინის. ბენზინის ტიპის საწვავიდან, ყველაზე მოთხოვნად სახეობას წარმოადგენდა რეგულარის ...

Read More »
Headwall Power-თან მთავრობა მზის ენერგიის პოტენციალის შესწავლაზე ხელშეკრულებას გააფორმებს

ახალი სახის „მზის“ პანელები ენერგიას ღამით გამოიმუშავებს

მზის პანელების ტრადიციული ტექნოლოგია ძაბვის მისაღებად მზის სინათლეს იყენებს. რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, ზოგიერთ მასალას ამის საპირისპირო შეუძლია — უკან, ენერგიის წარმოქმნა სითბოს უკან გაცემის მეშვეობით, ღამის ცივი ცისკენ. ავსტრალიელ ინჟინერთა ჯგუფმა ეს თეორია მოქმედებაში წარმოადგინა, რისთვისაც გამოიყენა ტექნოლოგია, რომელიც ენერგიის გამოსამუშავებლად ღამის ხედვის სათვალეებში გვხვდება. უნდა აღინიშნოს, რომ პროტოტიპმა მოწყობილობამ მხოლოდ მცირე ოდენობით ენერგია წარმოქმნა და სავარაუდოდ, განახლებადი ...

Read More »

ევროკომისიამ რუსულ წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების სწრაფად შემცირებისა და მწვანე ენერგიაზე დაჩქარებული გადასვლის გეგმა წარადგინა

ევროკომისიამ რუსულ წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების სწრაფად შემცირებისა და მწვანე ენერგიაზე დაჩქარებული გადასვლის გეგმა წარადგინა. ინიციატივა, რომლის სახელწოდებაა REPowerEU, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა წარადგინა. „როგორც ვხედავთ, პუტინის ომი ძირს უთხრის გლობალურ ენერგობაზარს. ის აჩვენებს, ერთი მხრივ, რამდენად დამოკიდებული ვართ იმპორტირებულ წიაღისეულ საწვავზე და ასევე გვაჩვენებს, რამდენად მოწყვლადები ვართ, როდესაც რუსეთს ვეყრდნობით წიაღისეული საწვავის იმპორტირებისას. შესაბამისად, ჩვენ რაც შეიძლება მალე უნდა ...

Read More »

საწვავის ფასების ზრდის შედეგად, Emirates Airline-მა $1.1 მილიარდი იზარალა

თვითმფრინავის საწვავის მზარდი ხარჯების შედეგად, დუბაის Emirates Airline-მა მიმდინარე წელიწადში (მარტამდე) $1.1 მილიარდი იზარალა. ავიაკომპანიის ინფორმაციით, მიმდინარე წლის განმავლობაში საწვავი საოპერაციო ხარჯების 23%-ს შეადგენდა, მაშინ როდესაც, 2020-2021 წლებში მისი წილი მხოლოდ 14% იყო. დუბაის ავიახაზების განცხადებით, კორონავირუსის პერიოდში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების შედეგად კომპანიის შემოსავალი 91%-ით გაიზარდა და $16.1 მილიარდი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ Emirates-მა გასულ წელს $5.5 მილიარდი იზარალა. Emirates ...

Read More »

ევროპისთვის მეტი ნავთობის მისაწოდებლად, აშშ ვენესუელაზე სანქციებს შეამსუბუქებს

შეერთებული შტატები გეგმავს, შეამსუბუქოს ვენესუელასთვის ნავთობზე დაწესებული სანქციები, რათა გაზარდოს ნედლი ნავთობის მიწოდება ევროპაში. Bloomberg-ის ინფორმაციით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მისცემს საშუალებას ევროპულ კომპანიებს, რომლებიც ჯერ კიდევ მოქმედებენ ვენესუელაში, დაუყოვნებლივ გადაიტანონ მეტი ნავთობი კონტინენტზე, ხოლო ამერიკულ ენერგოკომპანია Chevron-ს მისცემს უფლებას, მოლაპარაკება აწარმოოს ქვეყანაში ოპერაციების განახლების მიზნით. ამ ნაბიჯს მხარს უჭერს აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი ვენესუელის ოპოზიცია. სანქციების შემსუბუქება ხდება მაშინ, როდესაც ნავთობის ...

Read More »

სოსო ფხაკაძე – საწვავზე საერთაშორისო ფასები რეკორდულად მაღალია, ამ სიტუაციაში რაიმე განსაკუთრებულის გაკეთების შესაძლებლობა არ გვაქვს

საწვავზე საერთაშორისო ფასები რეკორდულად მაღალია, ამ სიტუაციაში რაიმე განსაკუთრებულის გაკეთების შესაძლებლობა არ გვაქვს, – ამის შესახებ „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. სოსო ფხაკაძის თქმით, ამ ეტაპზე, ფასების შემცირების რესურსი არ არსებობს. „დღეს არის არაორდინალური ვითარება ომის გამო. დაახლოებით ერთი თვის წინ იყო ისეთი პროცესი, სამშვიდობო მოლაპარაკებები მიმდინარეობდა რუსეთ-უკრაინას შორის ასევე ამერიკამ თავისი რეზერვებიდან ...

Read More »

ირაკლი ლექვინაძე – იმედი გვაქვს, რომ იაფი რესურსებისა და წყაროების მოძიებით, კომპანიები საწვავის ფასთან დაკავშირებით მოსახლეობისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებებს მიიღებენ

მთავრობის ეკონომიკური გუნდისა და კონკურენციის სააგენტოს წარმომადგენლები საწვავის მსხვილ იმპორტიორებს შეხვდნენ. მხარეებმა იმ შესაძლებლობებზე იმსჯელეს, რაც ქვეყანაში საწვავის გაიაფების მიმართულებით არსებობს. კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელის, ირაკლი ლექვინაძის განმარტებით, იმპორტიორებმა აპრილში ფასების შემცირების რესურსი ხელიდან გაუშვეს. „მსხვილ ბრენდულ ნავთობკომპანიებს გავაცანით ჩვენი მონიტორინგის შედეგები. სამწუხაროდ, აპრილში ფასის კლების გარკვეული შესაძლებლობა არის გაშვებული, როცა ამისი რეალური რესურსი არსებობდა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს საკმაოდ მაღალი ...

Read More »