Author Archives: admin

ოლაფ შოლცი – ომმა აჩვენა, რამდენად ვართ დამოკიდებული რუსეთის ენერგორესურსებზე, რაც უნდა შევამციროთ, ინტენსიურად ვიმუშავებთ განახლებად ენერგიებზე

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა „დიდი შვიდეულის“ სამიტის დასრულების შემდეგ შემაჯამებელი განცხადება გააკეთა და ისაუბრა მთავარ გზავნილებზე, რაზეც „დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნები თანხმდებიან. ოლაფ შოლცის თქმით, „დიდი შვიდეული“ ერთად დგას უკრაინის მხარდაჭერაში და უკრაინას შეიარაღებას მიაწვდიან. მისივე განცხადებით, ინტენსიურად იმუშავებენ განახლებად ენერგიებზე, რათა რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულება შეამცირონ. ამასთან, ოლაფ შოლცის განცხადებით, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შედეგად მსოფლიოში შიმშილი არის უდიდესი გამოწვევა, რის ...

Read More »

ნავთობის ფასი ზრდას აგრძელებს

2022 წლის  27 ივნისის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  115.09  (+  1.97)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  109.57  (+   1.95)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
საქართველოში მზის ელექტროსადგურის აშენება იგეგმება

თურქეთში დამონტაჟებული მზის პანელების სიმძლავრე 2030 წლისთვის 30 გიგავატს გადააჭარბებს

ახალი ანგარიშის თანახმად, თურქეთში დამონტაჟებული მზის პანელების სიმძლავრე, სახურავებისა და საველე ტიპის პროექტებით, 2030 წლისთვის 30 გიგავატს გადააჭარბებს. ქვეყნის მიერ დამონტაჟებული მზის პანელების სიმძლავრე ამ ეტაპზე მხოლოდ 8.3 გიგავატს შეადგენს. მზის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით Anadolu Agency-ის მიერ მომზადებული ანგარიშის თანახმად, „ტერავატის ეპოქა“ მას შემდგომ დაიწყო, რაც მაისში, გლობალურად დამონტაჟებული მზის პანელების სიმძლავრემ 1 ტერავატს მიაღწია. გასულ წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი ...

Read More »

„გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოების აქტიური ჩართულობა“

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით და მსოფლიო ბანკისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, 2022-2026 წლებისთვის საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა მეოთხე ეროვნული პროგრამის (NEAP) დოკუმენტში გარკვეული შენიშვნებისა და მოსაზრებების გათვალისწინების მიზნით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს. აღნიშნული დოკუმენტი საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შემადგენელი ნაწილია და მიმართულია ქვეყანაში გარემოს მდგომარეობის და გარემოსდაცვითი მმართველობის გაუმჯობესებისკენ. შეხვედრა გარემოს ...

Read More »

დიდი შვიდეულის ლიდერებს სურთ, ზღვარი დაუწესდეს რუსეთის ნავთობის ფასს

დიდი შვიდეულის (G7) წევრი ქვეყნების ლიდერები, რომლებიც გერმანიაში მართავენ სამიტს, სავარაუდოდ, შეთანხმდებიან ზღვარზე, რომელიც რუსეთის ნავთობს უნდა დაუწესდეს იმისთვის, რომ მოსკოვს შეეზღუდოს ენერგიით მიღებული მოგება. ეს იქნება მთავარი ასპექტი უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთისთვის დაწესებული ახალი სანქციებისა. საერთაშორისო მედია 27 ივნისს ავრცელებს აშშ-ის ოფიციალური პირების სიტყვებს, რომ სამიტზე მსჯელობენ ფასის შეზღუდვის რეალობაში განხორციელების დეტალებზე. “G7-ის ლიდერთა ორმაგი მიზანია პროცესი პირდაპირ მიემართოს ...

Read More »

ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარი: რუსეთიდან ევროკავშირში გაზის მიწოდების სერიოზული შეფერხებებია მოსალოდნელი

ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარმა, კადრი სიმსონმა განაცხადა, რომ რუსეთიდან ევროკავშირში გაზის მიწოდების სერიოზული შეფერხებებია მოსალოდნელი. „რუსეთის უკრაინაში შეჭრის დაწყების დღიდან ჩვენ ვიცოდით, რომ [გაზის მიწოდების] ძალიან სერიოზული შეფერხება შესაძლებელის და ახლა, როგორც ჩანს, ეს სავარაუდოა. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო განვახორციელეთ, რათა ამისთვის მზად ვყოფილიყავით“, – აღნიშნა ევროკომისარმა. „სიტუაცია უარესდება. მიუხედავად იმისა, რომ [ევროკავშირის] წევრ ქვეყნებში გაზის მიწოდება ამჟამად უზრუნველყოფილია, [გაზის] მიწოდების უსაფრთხოების ...

Read More »
მზის ენერგიის სადგური წელიწადში 6 ათას ჩიტს ანადგურებს

„მზის ელექტროსადგურებზე გაზრდილ მოთხოვნას მიწოდება ვერ ეწევა“

მზის ელექტროსადგურების პროექტების განმახორციელებელი კომპანია  Helios energy Georgia- ს დამფუძნებელი თორნიკე დარჯანია „კომერსანტთან“ ამბობს, რომ ბოლო პერიოდში საქართველოში მზის ენერგიაზე მოთხოვნა დაახლოებით სამჯერ გაიზარდა. მისივე თქმით, მომხმარებლებს აქვთ განცდა იმისა, რომ ენერგომატარებლებზე ფასი იზრდება, შესაბამისად დადგმულ სიმძლავრეებზე მოთხოვნის ზრდა კვლავ მოსალოდნელია. „მზის ენერგიაზე მოთხოვნა გაზრდილია, რაც შეეხება რუსეთ-უკრაინის ომის გავლენას, ეს  საქართველოზე არ ასახულა, ყოველ შემთხვევაში ომის გამო ჩვენთან მოთხოვნა ...

Read More »

ევროპასა და აზიაში ნახშირის ფასმა რეკორდულ დონეს მიაღწია

ქვანახშირის ფასებმა აზიის ბაზარზე რეკორდულ დონეს მიაღწია და ტონაზე $400 დოლარს პირველად გადააჭარბა. გასულ კვირას, ავსტრალიის პორტ ნიუკასლში ნახშირის ადგილზე ფასები ტონაზე $402,5 მიაღწია. Bloomberg ქვანახშირზე ფასების ზრდას მსოფლიო ბაზარზე საწვავის დეფიციტს უკავშირებს. ევროპაში, ნახშირზე ივლისის ფიუჩერსები ტონაზე $421 დოლარად გაიყიდა, რაც ამ რეგიონისთვის ისტორიული მაქსიმუმია, – აღნიშნავს სააგენტო. უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ, ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების მე-5 პაკეტის თანახმად, რუსეთისგან ქვანახშირის ყიდვა, ...

Read More »

უზბეკეთმა შესაძლოა მთლიანად შეწყვიტოს გაზის ექსპორტი

უზბეკეთმა შესაძლოა მთლიანად უარი თქვას გაზის ექსპორტზე, განაცხადა ბეხზოტ ნარმატოვმა, კომპანია Uztransgaz-ის გამგეობის თავმჯდომარემ. „შესაძლოა უახლოეს მომავალში უზბეკეთში წარმოებული მთელი გაზი უზბეკეთში დარჩეს, რადგან ქიმიური ქარხნები ფართოვდება, აუცილებელია შიდა ეკონომიკის მხარდაჭერა, დიახ, იყო ექსპორტი, მაგრამ მაინც არ გვაქვს იგივე ეკონომიკური დინამიკა. ჩვენ უნდა შევქმნათ სამუშაო ადგილები, მაგრამ ექსპორტი სუფთა სახით – კარგად, რამდენად მომგებიანია ეს ეკონომიკისთვის, როდის შეიძლება მისი დამუშავება ...

Read More »

„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ განცხადებას ავრცელებს

“საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ ცნობით, 28 ივნისს, ქუთაისი-სოხუმის D500 მმ და აბაშა-სენაკის D700 მმ მაგისტრალური გაზსადენების გადალაგებითი სამუშაოები განხორციელდება, რის გამოც ქვეშანჭალის გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს ბუნებრივი გაზის მიწოდება შეეზღუდება. კერძოდ, 28 ივნისის, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება აბაშის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს შეუწყდება: ქვიშანჭალა, გაუწყინარი, თხმელარი, პირველი მაისი, მარანი, მარანჭლა. “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ განცხადებით, ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ ...

Read More »