Author Archives: admin

ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვით ჰაერის დაბინძურება კვლავ მწვავე პრობლემად რჩება

ევროპაში 2035 წლიდან მხოლოდ ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე ავტომობილების გამოშვება მოხდება

ევროკავშირის საბჭოს ქვეყნებმა მხარი დაუჭირეს ინიციტივას, რომელიც ითვალისწინებს 2035 წლიდან მხოლოდ ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების წარმოებას ევროკავშირის ტერიტორიაზე. ამის შესახებ წერია ევროკავშირის საბჭოს მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში. „საბჭო შეთანხმდა, გაზარდოს CO2-ის ემისიების მიზნობრივი მაჩვენებლები 55%-მდე 2030 წლისთვის მსუბუქი ავტომობილებისთვის და 50%-მდე სატვირთოებისთვის. საბჭომ ასევე მხარი დაუჭირა მიზნობრივი მაჩვენებლის 100%-მდე გაზრდას 2035 წლისთვის ყველა ახალი ავტომობილისთვის“, – წერია განცხადებაში. ...

Read More »

ნავთობის ფასი შემცირებას განაგრძობს

2022 წლის  30 ივნისის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  115.78 (-0.37)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  109.77 (-0.01)  დოლარი/ბარელზე.  

Read More »

ქართველი ინჟინრების „ჭკვიანი“ ხელსაწყო გაზის რიგითი მომხმარებლის გადასარჩენად

თბილისში,  სააკაძის მოედანზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკის ფაკულტეტის  კორპუსის  პირველი სართულის ერთ-ერთ პატარა ოთახში  რამდენიმე თვის  წინ განლაგებული იყო ავტომატიზაციის სამეცნიერო-კვლევითი და საინჟინრო-ტექნიკური ცენტრი. ამ კორპუსში მიმდინარე რემონტის მიზეზით, ცენტრის თანამშრომლებს  ოთახი დააცლევინეს… ოთახიდან გასახლებულმა თანამშრომლებმა თავიანთი საქმიანობა სახლებში გააგრძელეს და ამ  „უბინაო“ სპეციალისტებმა  დაასრულეს მუშაობა საყოფაცხოვრებო გაზის გაჟონვის აღმოსაჩენი „ჭკვიანი“ ხელსაწყოს შექმნაზე, რომელსაც მრავალი ადამიანის გადარჩენა შეუძლია. პანდემიის   თითქმის ...

Read More »

მაია ბითაძემ ბიოსფერული რეზერვატების დაარსების აღსანიშნავ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ბიოსფერული რეზერვატების დაარსების აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძე მონაწილეობდა. UNESCO-მ ორი დაცული ტერიტორია – ,,დედოფლისწყაროს ბიოსფერული რეზერვატი’’ და ,,სამი ალაზნის ბიოსფერული რეზერვატი“ ბიოსფერული რეზერვატების საერთაშორისო ნუსხაში შეიტანა, რაც სამხრეთ კავკასიის რეგიონის მასშტაბით პირველ პრეცედენტს წარმოადგენს. პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ ღონისძიებაზე გამოსვლისას აღნიშნა, რომ UNESCO-ს ...

Read More »

გარემო და კლიმატის პრობლემები ომის დაწყებისას არ ქრება – ჯონ კერი ლისაბონის ფორუმზე

ომისა და კლიმატის ცვლილების გამო ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. შეერთებული შტატების ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ ლისაბონში მიმდინარე კონფერენციაზე ოკეანეთა შესახებ ამბიციური, კონკრეტული და ქმედითი ნაბიჯების შესახებ ისაუბრა. მისი აზრით, უნდა შემცირდეს ემისიები, რომლებიც ოკეანეებზე ახდენს გავლენას. ჯონ კერის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ქმედებები უკრაინის წინააღმდეგ გასაკიცხია, მათ არ უნდა დაუშვან, რომ უკრაინის თემა გახდეს საბაბი და ხელი შეუშალოს იმ სამუშაოში,  რომელიც ...

Read More »

ბრიტანეთმა შესაძლოა ევროპისთვის გაზის მიწოდება შეწყვიტოს

თუ გაერთიანებული სამეფო გაზის დეფიციტის წინაშე აღმოჩნდება, ქვეყანას შეუძლია შეწყვიტოს ენერგიის მიწოდება კონტინენტური ევროპისთვის სადენით, რომელიც გადაკვეთს ჩრდილოეთ ზღვას და მიდის ბელგიაში. აღნიშნულის შესახებ Financial Times იუწყება. არაერთმა ბრიტანულმა ენერგეტიკულმა კომპანიამ მოუწოდა მთავრობას თავი შეიკავოს მსგავსი გადაწყვეტილებებისგან ეკონომიკისთვის შესაძლო უარყოფითი შედეგების გამო. თავის მხრივ, ევროპული გაზის კომპანიებმა მოუწოდეს დიდ ბრიტანეთს გააგრძელოს თანამშრომლობა ევროკავშირთან და გააფრთხილეს მიწოდების გათიშვის უსიამოვნო შედეგების თაობაზე.

Read More »

ლიბიამ ნავთობის ექსპორტი შეაჩერა

ქვეყანაში გაუარესებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე, ლიბიის ნავთობის ეროვნულმა კორპორაციამ (NOC) შეაჩერა მიწოდება აღმოსავლეთის საკვანძო პორტიდან რას-ლანუფიდან. ამის შესახებ Bloomberg სიტუაციის მცოდნე წყაროებზე დაყრდნობით წერს. ნავთობის ეროვნულმა კორპორაციამ სავაჭრო და გადამზიდავ კომპანიებს აცნობა ფორსმაჟორული შეზღუდვების შესახებ ლიბიაში ერთ-ერთ უმსხვილეს ტერმინალზე. ნათქვამია, რომ ეს ნაბიჯი განხორციელდა ერთი დღის შემდეგ, რაც NOC-მა განაცხადა, რომ შესაძლოა შეაჩეროს ექსპორტი სირტის ყურედან, რომელიც მოიცავს რას-ლანუფს და ...

Read More »

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი 7%-ით გაიზარდა

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი გაიზარდაა. დღვანდელი მონაცეებით, ევროპაში გაზის ივლისის ფიუჩერსების ფასი ბოლო 24 სთ-ის მანძილზე დაახლოებით 3%-ით შემცირდა და 1000 კუბურ მეტრზე 1 510 დოლარი შეადგინა. 1000 დოლარიან ფსიქოლოგიურ ნიშანულს ბუნებრივი   აირის ფასი ბოლოს 1 ივნისს ასცდა. ზოგადად, უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, ევროპაში გაზის ფასმა მკვეთრად მოიმატა: თუ 23 თებერვალს ფიუჩერსების საანგარიშსწორებო ფასი 1038,6 დოლარი იყო ათასი კუბურ ...

Read More »
რუმინეთი საწვავის უმსხვილეს მომწოდებლად რჩება

ბენზინისა და დიზელის ფასებს შორის სხვაობამ ლარნახევარს მიაღწია

დიზელის ფასები ბენზინგასამართ სადგურებში 4,40-ლარიან ნიშნულს უკვე გასცდა. ნავთობიმპორტიორთა კავშირში აცხადებენ, რომ ბოლო ერთ თვეში საერთაშორისო ბაზარზე დიზელის ღირებულება 25-30%-ით გაიზარდა. ამ დროს საპირისპირო ვითარებაა ბენზინის ფასებთან დაკავშირებით. ქვეყანაში 1 ლიტრი ბენზინი არაბრენდირებულ ავოგასამართ სადგურებში 3 ლარის ფარგლებშია, ხოლო ბრენდირებულ აგს-ებში კი – 3.50-3.60 ლარის ფარგლებში. რატომ არის საცალო ქსელებში ამხელა სხვაობა და რატომ ღირს ბენზინი 1.40 ლარით ნაკლები დიზელთან ...

Read More »
ყირიმის მოსახლეობას კიდევ რამდენიმე თვით ემუქრება ელექტროენერგიის მიწოდებაში შეფერხება

დღეს, თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება შეუწყდება

დღეს, 30 ივნისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს. სამგორის რაიონი 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის დასახლების, ნავთლუღი-2 დასახლების, აფრიკის დასახლების, გარდაბნის გზატკეცილის, კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ქინძმარაულის, პოლიციის, ენუქიძის, რევაზ მამისაშვილის, ეკატერინე ბაღდავაძის, გუმათჰესის, იდუმალის, ცისკარიშვილის, ენგურჰესის, ჯავახეთის, გრიგოლ ლორთქიფანიძის, მებაღეობის, მოსტკოვის, ლევან რაზიკაშვილის, ჭიჭინაძის, გურჯიევის, ჯამბულ წურწუმიას, ირინა შტენბერგის, გიორგი გვაზავას, ილია ბახტაძის, მერაბ ...

Read More »