Author Archives: admin

თამთა მეგრელიშვილი: კარგია, რომ რუსეთიდან იმპორტირებულ ბუნებრივ აირზე ჩვენი დამოკიდებულების ხარისხი მინიმალურია, რადგან ევროპაში იანვარი-ივნისის მდგომარეობით გაზის ფასები 4-ჯერ არის გაზრდილი

კარგია, რომ საქართველოს დამოკიდებულების ხარისხი რუსეთიდან იმპორტირებულ ბუნებრივ აირზე მინიმალურია, რადგან ევროპაში იანვარი-ივნისის მდგომარეობით გაზის ფასები 4-ჯერ არის გაზრდილი, საქართველოში კი მისი ტარიფი ამ დრომდე სტაბილურია, – ამის შესახებ Facebook-ზე ექსპერტი თამთა მეგრელიშვილი წერს. „უნგრეთში, სლოვენიაში, ჩეხეთში, იტალიაში, თურქეთში და სხვაგან არასანქცირებული რუსული ნავთობის იმპორტი გაიზარდა, რადგან საერთაშორისო ბაზარზე საფასო სხვაობა რუსულ და სხვა ნავთობს შორის საშუალოდ ბარელზე 45% – ...

Read More »

„თბილისი ენერჯი“: ბინებში გაჟონილი გაზის დაგროვების ფაქტებმა მოიმატა, მოგიწოდებთ – სახლიდან გასვლის წინ გაზის ონკანები გადაკეტეთ, გაზის სუნის შემთხვევაში, 114-ზე დარეკეთ

გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯის“ ტექნიკური დირექტორის მოადგილის, გიორგი ლეფსვერიძის განცხადებით, ბინებში გაჟონილი გაზის დაგროვების ფაქტებმა მოიმატა. ლეფსვერიძე მოქალაქეებს მოუწოდებს, ყურადღებით იყვნენ და გაზის სუნის არსებობის შემთხვევაში 114-ზე დარეკონ. „ბინებში გაჟონილი გაზის დაგროვების ფაქტებმა ძალიან მოიმატა. კიდევ ერთხელ მინდა, ჩვენს აბონენტებს მოვუწოდო: ყურადღებით იყავით, სახლიდან გასვლის წინ გაზის ონკანები აუცილებლად გადაკეტეთ, ხოლო გაზის სუნის არსებობის შემთხვევაში, იქნება ეს სადარბაზოში, ქუჩაში თუ ...

Read More »

გიორგი ცუცქირიძე: საქართველოს დამოკიდებულების ხარისხი რუსეთიდან იმპორტირებულ ბუნებრივ აირზე, ევროკავშირისაგან განსხვავებით, დღეს მინიმალურია

„უკრაინაში მიმდინარე ომის ფაქტობრივად ახალ ფაზაში გადასვლის და საერთაშორისო სანქციების ახალი და გამკაცრებული პაკეტის ფონზე, მეტად საინტერესო ინფორმაცია ვრცელდება რუსული ენერგომატარებლების იმპორტთან დაკავშირებით, საერთაშორისო სანქციების პირობებში. Centre for Research on Energy and Clean Air-ის მონაცემებზე დაყრდნობით, 24 თებერვლის შემდეგ ევროკავშირმა რუსეთისგან ენერგომატარებლების შეძენაში 91.5 მილიარდი ევრო გადაიხადა, მათ შორის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შესაძენად 51.6 მილიარდი ევრო“, – ამის შესახებ ექსპერტი ...

Read More »

სოსო არჩვაძე: რომ არა ნავთობპროდუქტების დასახელებული შედარებით იაფი წყარო, სერიოზულად გაუარესდებოდა მოსახლეობის კეთილდღეობა და მკვეთრად შემცირდებოდა დასაქმების დონე ქვეყანაში.

საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ საქართველო ენერგორესურსების მხრივ იმპორტდამოკიდებული ქვეყანაა. ადგილობრივი წარმოების ნავთობი, ჩვენი მთლიანი მოხმარების მხოლოდ 2.2 პროცენტია. შესაბამისად, ენერგორესურსების იმპორტის მასშტაბი დიდწილად დამოკიდებულია მსოფლიო ბაზარზე მათი ფასების დინამიკაზე, – წერს ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე სოციალურ ქსელში. „გასულ წელთან შედარებით მიმდინარე წელს იმპორტირებულ ენერგორესურსებში გაცილებით მეტს ვიხდით. ეს ერთ მხრივ, უკავშირდება ქართული ეკონომიკის ორნიშნა ზრდას, მეორე მხრივ – მსოფლიო ბაზარზე ...

Read More »

გიორგი ცუცქირიძე: საქართველოში შემოდის ისეთივე არასანქცირებული ნავთობი, როგორიც შედის ევროკავშირის ქვეყნებში

კონომიკის ექსპერტ გიორგი ცუცქირიძის განცხადებით, ბოლო პერიოდში არაერთხელ ყოფილა ინსინუაციების საგანი ოპოზიციის მხრიდან, რომ საქართველოში შემოდის სანქცირებული რუსული ნავთობი, რაც არის მტკნარი სიცრუე – აქ შემოდის ისეთივე არასანქცირებული ნავთობი, როგორიც შედის ევროკავშირის ქვეყნებში. „ბოლო მონაცემებით, ჩვენ ვხედავთ, რომ გაზრდილია არასანქცირებული რუსული ნავთობპროდუქტების იმპორტი არათუ თურქეთში, ჩინეთში ან ინდოეთში, არამედ ევროკავშირის და ნატოს ისეთ წევრ ქვეყნებში, როგორიც არის ჩეხეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი ...

Read More »

თბილისის ქუჩები, რომლებსაც დღეს ელქტრომომარაგება შეუწყდება

დღეს, 23 სექტემბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს. ნაძალადევის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის, თემქის დასახლების III მიკრორაიონის, გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ცოტნე დადიანის (ნაწილობრივ), რჩეულიშვილის, ნიშნიანიძის, რომელაშვილის, ახალდაბის, არალეთის, კვერნაულის, იფნევის, ზვარეთის, იფანის, დვირის, ჟველაურის და ედისის ქუჩების მოსახლეობას. საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე ...

Read More »

ომის პირველ 6 თვეში, ევროკავშირმა რუსეთს წიაღისეულ საწვავში 85 მილიარდ ევროზე მეტი გადაუხადა

უკრაინაში ომის დაწყებიდან 6 თვეში – რუსეთმა წიაღისეული საწვავის ექსპორტიდან 158 მილიარდი ევროს შემოსავალი მიიღო, ევროკავშირის წილი 54%-ია, რაც თანხობრივად 85 მილიარდ ევროს აჭარბებს. რუსული ენერგომატარებლების ყველაზე დიდი იმპორტიორები ევროკავშირი, ჩინეთი, თურქეთი და ინდოეთი იყვნენ. მონაცემები, ენერგეტიკისა და სუფთა ჰაერის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა (CREA) გამოაქვეყნა. „უკრაინაში შეჭრის დაწყების შემდეგ, წიაღისეული საწვავის ექსპორტით, რუსეთის ფედერალურ ბიუჯეტში დაახლოებით 43 მილიარდი ევრო შევიდა, რაც ...

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

2022 წლის  22 სექტემბერს ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  90.25 (+0.42)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  83.37 (+0.43)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

Tesla 2022 წელს გერმანიაში ავტომობილების გაყიდვების გაორმაგებას გეგმავს

გასულ კვირას გერმანული საავტომობილო ჟურნალის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ელექტრომობილების ამერიკული მწარმოებელი, Tesla მომავალ წელს გერმანიაში ავტომობილების გაყიდვების გაორმაგებას გეგმავს. აღნიშნულ ინფორმაციას ჟურნალი ადგილობრივ ხელმძღვანელობაზე დაყრდნობით ავრცელებს. „ჩვენი მიზანია, გაყიდვები ყოველ წელს გავაორმაგოთ. ეს კი ნიშნავს, რომ 2022 წელს 80 000 ერთეული ავტომობილი უნდა გავყიდოთ. მომდევნო წელს კი – ორჯერ მეტი“, – ციტირებს ჟურნალი ბერლინის გიგაქარხნის ერთ-ერთი ხელმძღვანელის სიტყვებს. ცნობისათვის, ...

Read More »

„კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ – პროგრამის განხილვას ნინო თანდილაშვილი დაესწრო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე – ნინო თანდილაშვილი პროგრამის – „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში, პროგრამის მმართველი კომიტეტის შეხვედრას დაესწრო. შეხვედრაზე, მიმდინარე წლის იანვარი-ივნისის საანგარიშო პერიოდში, პროგრამის ფარგლებში მიღწეული პროგრესი და წლის ბოლომდე განსახორციელებელი გეგმები განიხილეს. ნინო თანდილაშვილმა აღნიშნა, რომ პროგრამა საქართველოს კლიმატის ცვლილებების პროცესებთან ადაპტაციაში ეხმარება, რათა გაუმჯობესდეს ბუნებრივი სტიქიური პროცესების პროგნოზირება და მოქალაქეების ...

Read More »