Author Archives: admin

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი $90-ს ჩამოსცდა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 2,24 აშშ დოლარით შემცირდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 89,87 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »

გარემოს ეროვნულ სააგენტოში აკვაკულტურის ზონების შექმნის თაობაზე უცხოელი ექსპერტების რეკომენდაციები განიხილეს

გარემოს ეროვნულ სააგენტოში, ევროკავშირის პროექტის „საქართველოში გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის მხარდაჭერა“ ფარგლებში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ხმელთაშუა ზღვის თევზჭერის გენერალური კომისიის (GFCM) და ევროკავშირის ექსპერტებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. გარემოს ეროვნული სააგენტოს პრესსამსახურის ცნობით, უცხოელმა ექსპერტებმა საქართველოს საზღვაო სივრცეში აკვაკულტურის ზონების შექმნის თაობაზე რეკომენდაციები და პრეზენტაციები წარმოადგინეს. უახლოეს ხანებში, დაიწყება აკვაკულტურის ზონების დასრულებული ვერსიის ...

Read More »

ანტარქტიდას თბილისზე ორჯერ დიდი აისბერგი მოწყდა

კვლევითი სადგურის სიახლოვეს, ანტარქტიდის ყინულის საფარს ლონდონზე დიდი ზომის აისბერგი მოსწყდა; ბოლო ორ წელიწადში, ეს მეორე ასეთი შემთხვევაა. ბრიტანეთის ანტარქტიკის კვლევის პროგრამაში (BAS) აცხადებენ, რომ ახალი აისბერგის წარმოქმნა ბუნებრივი პროცესია და არ არის დაკავშირებული კლიმატის ცვლილებასთან, რომელიც არქტიკასა და ანტარქტიკის ნაწილში ზღვის ყინულის დნობას აჩქარებს. 1550 კვადრატული კილომეტრის ფართობის აისბერგი 150 მეტრის სისქის ბრანტის შელფურ მყინვარს მოსწყდა; მასიური ნაპრალები ამ მყინვარში მეცნიერებმა პირველად ათი წლის ...

Read More »

ევროპაში გაზის ფასი შემიცრებას განაგრძობს

ევროპაში გაზის ფასი შემცირებას განაგრძობს. დღვანდელი მონაცეებით, ევროპაში გაზის თებერვლის ფიუჩერსების ფასი ბოლო 24 სთ-ის მანძილზე დაახლოებით 2%-ით შემცირდა და 1000 კუბურ მეტრზე 640,7 დოლარი შეადგინა. 2000 დოლარიან ფსიქოლოგიურ ნიშანულს ბუნებრივი აირის ფასი ბოლოს 26 ივლისს ასცდა, როდესაც „გაზპრომმა“ გამოაცხადა, რომ Nord Stream-ის გაზსადენზე მდებარე პორტოვაიას სადგურზე Siemens-ის კიდევ ერთი ტურბინა იყო გაჩერებული. 27 ივლისს Nord Stream-ით გადასატანი გაზის მოცულობა ...

Read More »

ენერგოკომპანიებს ძველი მრიცხველების “ჭკვიანი მრიცხველებით” ჩანაცვლება დაევალებათ

სემეკის გადაწყვეტილებით, 2021 წლის ოქტომბრამდე აშენებულ და ექსპლუატაციაში შესულ შენობებში ძველი მრიცხველები ახალი, ჭკვიანი მრიცხველებით უნდა ჩანაცვლდეს. ეს ვალდებულება ენერგოკომპანიებს ექნებათ. როგორც სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ გადაცემაში “ბიზნესი რუსთავი 2”-ზე განმარტა, ცვლილება მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში განხორციელდება. “ჭკვიანი მრიცხველი ეს არის ელექტრონული მრიცხველი. თბილისში ამ პერიოდამდე 5 000 -ზე მეტი ასეთი საყოფაცხოვრებო მრიცხველია დაყენებული. ამის ნახევარზე მეტი კი კომერციულ ობიექტებშია ...

Read More »

ევროპაში ენერგეტიკული კრიზისის დასაძლევად განახლებად ენერგიაში მეტი ინვესტიციაა საჭირო – ექსპერტი

ენერგეტიკული კრიზისის დასაძლევად ევროპის ქვეყნებმა განახლებად ენერგეტიკაში მეტი ინვესტიცია უნდა ჩადონ, – ამის შესახებ გერმანელმა პოლიტოლოგმა, დუნაის რეგიონისა და ცენტრალური ევროპის ინსტიტუტის დირექტორმა სებასტიან შეფერმა განაცხადა. მისი თქმით, ენერგომომარაგების საკითხებში დაძაბულობა ჯერ არ დასრულებულა, არასტაბილურობა შეიძლება საკმაოდ დიდხანს გაგრძელდეს და ნაკლებ სავარაუდოა, რომ მომხმარებლისთვის ფასი გაიაფდეს. „იანვრის დასაწყისში უჩვეულოდ თბილმა ტემპერატურამ, ისევე როგორც ფასების სტაბილიზაციის მიზნით ევროპის მთავრობების სუბსიდიებმა, ხელი შეუწყო არსებული მდგომარეობის ...

Read More »

დავით ნარმანია: ენერგოკომპანიებისთვის ჯარიმის მოცულობა უნდა გაორმაგდეს

კომუნალური მომსახურების სექტორში მომუშავე კომპანია რეგულაციის დარღვევის შემთხვევაში გაზრდილ ჯარიმას გადაიხდის. სემეკი ჯარიმების გაზრდის მოთხოვნით პარლამენტს, სავარაუდოდ, თებერვლის ბოლოს მიმართავს. თემაზე დავით ნარმანიამ გადაცემაში “ბიზნესი რუსთავი 2”-ზე ისაუბრა. სემეკის თავმჯდომარის განმარტებით, დაგდენილი ჯარიმის მოცულობის, 75 000 ლარის გაორმაგება იგეგმება. “ზოგიერთი ტიპის სამართალდარღვევის შემთხვევაში უმჯობესია, ჯარიმები იყოს უფრო მაღალი. ჯარიმას აქვს ორი დატვირთვა, მათ შორის, ერთ-ერთი პრევენციის ფუნქციაა. ჯარიმა ფინანსურად ისეთი ...

Read More »

ქუთაისის მერია უკრაინის ქალაქ დნიპროს გენერატორს გაუგზავნის

ქუთაისის მერია უკრაინის ქალაქ დნიპროს გენერატორს გაუგზავნის. განცხადება ამის შესახებ ქალაქის ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ირაკლი შენგელიამ საკრებულოს სხდომაზე გააკეთა. როგორც ირაკლი შენგელიამ აღნიშნა, გენერატორი დამეგობრებულ ქალაქ დნიპროში უახლოეს დღეებში გაიგზავნება. მისივე თქმით, ქუთაისი უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღეებიდან ეხმარებოდა და ეხმარება ომით დაზარალებულ უკრაინელ ხალხს. შენგელიამ აღნიშნა, რომ ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნის გარდა, უშუალოდ ქუთაისის მერიის მიერ 50 000 ლარი გადაირიცხა ...

Read More »

ნავთობის ფასი ზრდას განგაგრძობს

2023 წლის 25 იანვრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  86.17 (+0.04)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  80.25  (+0.16)  დოლარი/ბარელზე.  

Read More »

ოთხმა ქვეყანამ ევროკომისიას აზერბაიჯანული გაზის მიწოდების გასაზრდელად დაფინანსების თხოვნით მიმართა

უნგრეთმა, რუმინეთმა, ბულგარეთმა და სლოვაკეთმა ევროკომისიას მოუწოდეს, ევროპისთვის აზერბაიჯანული გაზის მიწოდების ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის თანხა გამოყოს. ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პეტერ სიარტომ აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრ მიქაილ ჯაბაროვთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რასაც სააგენტო Trend-ი ავრცელებს. მინისტრის თქმით, საუბარია ახლი ინტერკონექტორების მშენებლობასა და არსებულთა გამტარუნარიანობის გაზრდაზე. უნგრელ დიპლომატს მიაჩნია, რომ ევროკავშირში აზერბაიჯანული გაზის მიწოდების მოცულობის გასაზრდელად ევროპაში ინტერკონექტორების რაოდენობა აუცილებლად უნდა ...

Read More »