Author Archives: admin

ნავთობპროდუქტების გადამამუშავებელი საწარმო „რუსთავოილი“ დღეიდან „სერპენსის“ სახელით განაგრძობს ოპერირებას

რუსთავში ნავთობპროდუქტების გადამამუშავებელი საწარმო „რუსთავოილი“ დღეიდან „სერპენსის“ სახელით განაგრძობს ოპერირებას. ქარხანა უმაღლესი ხარისხის ბიტუმის მიწოდებას უზრუნველყოფს. საკითხთან დაკავშირებით დღეს პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ „სერპენსის“ პარტნიორი კომპანიები, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე. როგორც ცნობილია, რებრენდინგის შემდეგ საწარმო საცავების საერთო მოცულობას 20 000 ტონამდე ზრდის, რის შედეგადაც ქარხანა პარტნიორებისთვის უმაღლესი ხარისხის პროდუქტის უწყვეტ მიწოდებას უზრუნველყოფს. ...

Read More »

ნავთობზე დაწესებული ემბარგო და ფასის ლიმიტი — რა იცვლება რუსეთისთვის, დასავლეთისა და საქართველოსთვის?

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან თითქმის ერთი წლის შემდეგაც კი საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრში ისევ ენერგეტიკა და ნავთობია. ომმა და სანქციებმა კიდევ ერთხელ ცხადყო, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ ვინ აკონტროლებს ბუნებრივ რესურსებს და მიწოდების ჯაჭვს. სანქციების ცხრა პაკეტის შემდეგაც დასავლეთი ცდილობს, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ „ვერცხლის ტყვია“ გამონახოს, თუმცა ამჯერად ევროპელი კანონმდებლები მიიჩნევენ, რომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მთავარი ...

Read More »

თბილისის ქუჩები, რომლებსაც დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

27 იანვარს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს. სამგორის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების IV მიკრორაიონის და საქსოფმანქანის დასახლების მოსახლეობას. საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), პეკინის გამზერის, იოსებიძის, გამსახურდიას, ხვიჩიას, ზემო ვეძისის, ტაშკენტის, დავითაშვილის,  ნუცუბიძის, დელისის, მინდელის, ...

Read More »

Tesla-მ IV კვარტალში რეკორდული წმინდა მოგება დააფიქსირდა და შემოსავალი 37%-ით გაზარდა

ამერიკულმა ელექტრომობილების მწარმოებელმა Tesla Inc-მა დააფიქსირა რეკორდული წმინდა მოგება 2022 წლის მეოთხე კვარტალში და მნიშვნელოვნად გაზარდა შემოსავალი. როგორც პრესრელიზშია ნათქვამი, წმინდა მოგება ოქტომბერ-დეკემბერში 3,69 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა გასული წლის ანალოგიური პერიოდის 2,3 მილიარდი დოლარიდან. მოგება აქციაზე გაიზარდა $0.68-დან $1.07-მდე. Tesla-ს კვარტალური შემოსავალი გაიზარდა 37%-ით 24,3 მილიარდ დოლარამდე. მთელი 2022 წლის შედეგების მიხედვით, კომპანიის წმინდა მოგება გაორმაგდა და შეადგინა 12,6 მილიარდი ...

Read More »

ნავთობის ფასი ინტენსიურად იზრდება

2023 წლის 26 იანვრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 87.30 (+1.18)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  81.45 (+1.30)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

მედიის ცნობით, ჩინეთში წყალბადზე მომუშავე მსოფლიოში პირველი საქალაქო მატარებელი შეიქმნა

ჩინური მედიის ცნობით, CCRC Changchun Railway Company-მ და Changdu Rail Transit-მა წყალბადზე მომუშავე მსოფლიოში პირველი საქალაქო მატარებელი შექმნეს. წყალბადზე მომუშავე მატარებელი აქამდეც არსებობდა, თუმცა ის ურბანულ გარემოზე გათვლილი არ იყო. ამავე წყაროებზე დაყრდნობით, მატარებელზე მუშაობა 2023 წლის 18 იანვარს, სიჩუანის პროვინციის ქალაქ ჩენდუში დასრულდა. მას 160 კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეუძლია და ეყრდნობა იგივე ტექნოლოგიას, რომელსაც Fuxing იყენებს. Fuxing ჩინური ჩქაროსნული მატარებელია, რომელიც China Railway ...

Read More »

“სამხრეთის გაზის დერეფანი ხელს უწყობს მთელი რეგიონის განვითარებას “

სამხრეთის გაზის დერეფანი აკავშირებს ჩვენს ქვეყნებს და ხელს უწყობს მთელი რეგიონის განვითარებას. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 26 იანვარსგანაცხადა, როდესაც საბერძნეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ხრისტოს კაპოდისტრიასმა რწმუნებათა სიგელები გადასცა. ილჰამ ალიევმა აღნიშნა, რომ სამხრეთის გაზის დერეფანი არის საერთო ინტერესის პროექტი. მისივე თქმით, საბერძნეთი აზერბაიჯანის გაზის ევროპის ქვეყნებში გადაზიდვებში, ტრანზიტული ქვეყნის როლს ასრულებს. ალიევმა ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას ...

Read More »
აზერბაიჯანული "სოკარი" რუსულ "გაზპრომთან" მოლაპარაკებებს აწარმოებს

2025 წლისთვის იტალიას შეეძლება რუსულ გაზზე სრულად თქვას უარი

იტალიამ შესაძლოა 2024-25 წლის ზამთარში რუსული გაზის იმპორტზე დამოკიდებულება დაასრულოს. ამის შესახებ ენერგეტიკული გიგანტის Eni-ს აღმასრულებელმა დირექტორმა კლაუდიო დესკალზიმ ალჟირში პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის ვიზიტის დროს განაცხადა. „ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ 2024-2025 წლების ზამთარში ჩვენ შევძლებთ რუსული გაზის მიწოდების ნულამდე შემცირებას.“ – განაცხადა დესკალზიმ. როგორც ირკვევა, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ იტალიამ რამდენიმე ქვეყანასთან გააფორმა ხელშეკრულებები ენერგიის ალტერნატიული წყაროების გაფართოების შესახებ. ...

Read More »
რუმინეთი საწვავის უმსხვილეს მომწოდებლად რჩება

“დიზელის საწვავის ევრო 5-ის სტანდარტზე გადასვლა დიზელის ღირებულებაზე უარყოფითად არ იმოქმედებს”

ნავთობიმპორტიორების განმარტებით, დიზელის საწვავის ევრო ხუთის სტანდარტზე გადასვლა დიზელის ღირებულებაზე უარყოფითად არ იმოქმედებს. ასოციაციაში ამბობენ, რომ ბაზარი გასულ წელსაც ძირითადად ამ სტანდარტის შესაბამისი დიზელის სავწვავით იყო გაჯერებული. “ეს რეგულაცია არანაირ გაძვირებას არ გამოიწვევს, მინდა დაგაიმედოთ. მეორე წელია ევრო ოთხის სტანდარტის დიზელი არ შემოუტანია არავის, შესაბამისად, ისედაც ევრო ხუთით იყო გაჯერებული ბაზარი და უბრალოდ, შეიძლება ითქვას რომ ეს ყველაფერი დაკანონდა. ეს ...

Read More »

BP – შაჰდენიზის გაზის მოპოვება წელს პიკს მიაღწევს

შაჰდენიზის საბადოს პროექტის ტექნიკური ოპერატორი კომპანია, BP მოელის, რომ საბადოზე ბუნებრივი აირის მოპოვება წელს პიკს მიაღწევს. ამის შესახებ კასპიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონში BP-ის კომუნიკაციისა და საგარეო ურთიერთობების საკითხთა ვიცეპრეზიდენტ ბახთიარ ასლანბეილმა აზერბაიჯანულ ტელეარხ CBC-ისთან ინტერვიუს დროს განაცხადა. „ჩვენ ნამდვილად ვიმედოვნებთ და ვგეგმავთ, რომ წელს Stage-2-ზე წარმოების პიკს მივაღწევთ,“ – აცხადებს ასლანბეილი. მისი თქმით, აზერბაიჯანში, განსაკუთრებით შაჰდენიზის საბადოს განვითარების პროექტის ...

Read More »