Author Archives: admin

დღეიდან რუსულ კომპანიებს ნავთობის ფასდაკლებით გაყიდვა აეკრძალათ

დღეიდან რუსულ კომპანიებს ეკრძალებათ ნავთობის გაყიდვა იმ კონტრაქტებით, რომლის ტექსტშიც G7-ის ქვეყნების მიერ დაწესებული ფასის ზღვარი (price cap) არის გათვალისწინებული. შესაბამის განკარგულებას პუტინმა 2022 წლის ბოლოს, G7-ის ქვეყნების მიერ price cap-ის შემოღების საპასუხოდ მოაწერა ხელი. ემბარგოს თანხმად, 5 თებერვლიდან G7-ის ქვეყნებსა და ევროკავშირში რეგისტრირებულ კომპანიებს რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირება, ასევე, მათი საზღვაო გადაზიდვის შესაბამისი მომსახურება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლიათ, ...

Read More »

ვიტალი კლიჩკო საქართველოს მთავრობას უკრაინისათვის გენერატორების გადაცემის გამო მადლობას უხდის

ქალაქ კიევის მერი საქართველოს მთავრობას უკრაინისათვის გენერატორების გადაცემის გამო მადლობას უხდის და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს წერილს უგზავნის. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს. ვიტალი კლიჩკო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილისა და უკრაინაში საქართველოს ელჩის, გიორგი ზაქარაშვილისადმი გაგზავნილ წერილში აღნიშნავს, რომ უკრაინისთვის ქართველი მეგობრების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ასეთ მძიმე დროს, რაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიით არის გამოწვეული. ...

Read More »
"ენგურჰესზე" ქართველი და აფხაზი ენერგეტიკოსების შეხვედრა გაიმართა

აფხაზეთში ელექტრომომარაგების გრაფიკი კიდევ უფრო გაამკაცრეს

ოკუპირებულ აფხაზეთში, სადაც ენერგოკრიზისი მძვინვარებს, პირველი თებერვლიდან დენის გათიშვის გრაფიკს კიდევ უფრო ამკაცრებენ. გრაფიკის გამკაცრების შესახებ ინფორმაციას „ჩერნომორენერგო“ ავრცელებს. აბონენტებს დენი დღე–ღამეში 3–ჯერ გაეთიშება, ნაწილს 5 საათით, ნაწილს კი 7 საათით. კომპანიაში ამბობენ, რომ რუსეთიდან სოხუმი თებერვალში 190 მლნ კვტ/სთ ენერგიას მიიღებს, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება იანვარში მიღებულ მოცულობას (250 მლნ კვტ/სთ). აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება დღე–ღამეში 11 მლნ კვტ/სთ–ს შეადგენს. გარდა ...

Read More »

სსე-მ CIGRE SEERC-ის სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დელეგაციამ გენერალური დირექტორის გიორგი გიგინეიშვილის ხელმძღვანელობით, ელექტროენერგეტიკული სისტემების საერთაშორისო საბჭოს სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ორგანიზაციის (CIGRE SEERC) რიგით მესამე სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრას იტალიის, თურქეთის, სლოვენიის, ავსტრიის, ხორვატიის, სერბეთის უკრაინის, კოსოვოს ენერგოკომპანიებისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრის მიზანს ელექტროენერგეტიკული სისტემების მედეგობასა და სიმტკიცესთან დაკავშირებული საკითხების განხილვა წარმოადგენდა. სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება ელექტროენერგეტიკულ სისტემაში ...

Read More »

აზერბაიჯანმა 30 ქვეყანაში 26 მლნ ტონაზე მეტი ნავთობის ექსპორტი განახორციელა

2022 წელს აზერბაიჯანმა 30 ქვეყანაში 26 მლნ ტონაზე მეტი ნავთობის ექსპორტი განახორციელა. აქედან ყველაზე მეტი ნავთობი გაყიდა იტალიაში, ისრაელსა და ინდოეთში. რაც შეეხება საქართველოს, საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს საქართველოში იმპორტირებული 1,330,515.56 ტონა ნავთობპროდუქტებიდან აზერბაიჯანის წილი, 51,438.70 ათასი დოლარის, 59,273.05 ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტებია. აზერბაიჯანის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის ანგარიშზე დაყრდნობით APA იუწყება, რომ 2022 წელს აზერბაიჯანმა იტალიაში 6,640,524,17 ათასი აშშ დოლარის ...

Read More »

თბილისის ქუჩები, რომლებსაც დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

1 თებერვალს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს. ვაკის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), წყნეთის გზატკეცილის, დარიალის, ირაკლი აბაშიძის, ტიციან ტაბიძის, ფალიაშვილის, ცხვედაძის, მიშველაძის, ძმები კიკნაველიძეების და თუმანიშვილის ქუჩების მოსახლეობას. გლდანის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის III, IVა, IV ბ მიკრორაიონების (ნაწილობრივ) და დუმბაძის ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი $88-ს ჩამოსცდა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 1,12 აშშ დოლარით შემცირდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 87,79 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »

ევროპაში გაზის ფასი 10%-ით გაიზარდა, თუმცა კვლავ $700-ზე ქვემოთ შენარჩუნდა

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი გაიზარდა. დღვანდელი მონაცეებით, ევროპაში გაზის თებერვლის ფიუჩერსების ფასი ბოლო 24 სთ-ის მანძილზე დაახლოებით  10%-ით გაიზარდა და 1000 კუბურ მეტრზე 683,4 დოლარი შეადგინა. 2000 დოლარიან ფსიქოლოგიურ ნიშანულს ბუნებრივი აირის ფასი ბოლოს 26 ივლისს ასცდა, როდესაც „გაზპრომმა“ გამოაცხადა, რომ Nord Stream-ის გაზსადენზე მდებარე პორტოვაიას სადგურზე Siemens-ის კიდევ ერთი ტურბინა იყო გაჩერებული. 27 ივლისს Nord Stream-ით გადასატანი გაზის მოცულობა დღეში ...

Read More »

2022 წელს საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება გაიზარდა

2022 წელს საქართველომ 14,8 მილიარდი კილოვატ/საათ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც 3,8%-ით მეტია 2021 წელთან შედარებით. ამის შესახებ საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) მონაცემებშია ნათქვამი. გასულ წელს საქართველოში 14,2 მილიარდი კილოვატსათი იყო გამომუშავებული, 12,7%-ით მეტი 2021 წელთან შედარებით. გამომუშავებული ენერგიის დიდი წილი მოდიოდა ჰიდროელექტროსადგურებზე – 10,8 მლრდ კილოვატ/საათზე, თბოსადგურებმა გამოიმუშავეს დაახლოებით 3,4 მილიარდი კილოვატსათი, ხოლო ქართლის ქარის ელექტროსადგურმა – 87,49 მლნ კილოვატ/საათმა. ...

Read More »

ნავთობის ფასი შემცირებას განაგრძობს

2023 წლის 30 იანვრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  84.90  (-  1.76)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  77.90   (-   1.78)  დოლარი/ბარელზე.

Read More »