Author Archives: admin

თბილისის ქუჩები, რომლებსაც დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

7 ნოემბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს: დიდუბის და ჩუღურეთის რაიონები გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), მუშტაიდის პარკის მიმდებარე ტერიტორიის, რკინიგზის სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიის, ბორჯომის სადგურის მიმდებარე ტერიტორიას, თამარ მეფის გამზირის (ნაწილობრივ), სანაპირო კოსმონავტების, ცოტნე დადიანის (ნაწილობრივ), გროზნოს, ზაზიაშვილის, პალიასტომის,  ფიროსმანის, თევდორე მღვდლის, ჩუბინაშვილის, კაპანაძის, ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასმა $100-ს გადააჭარბა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 2,61 აშშ დოლარით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 100,87 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »

ევროპის ქვეყნებმა მძიმე ზამთრისთვის ენერგონორმირების ზომები აამოქმედეს

ევროპის ქვეყნები დამატებით ზომებს იღებენ, რომ ზამთრის მოახლოებასთან ერთად ენერგიის პოტენციური დეფიციტის მასშტაბები შეამცირონ. კონტინენტის მთავრობებმა რიგი ახალი შეზღუდვები უკვე გამოაცხადეს. ევროპის მთავრობები და მუნიციპალური ხელისუფლებები ბრიუსელის მოწოდების შესაბამისად მოქმედებენ, რომლის მიზანიც მომავალი წლის მარტისთვის ევროკავშირში ენერგიის მოხმარების 15%-ით შემცირებაა. მაგალითად, The Guardian-ის ცნობით, ევროკავშირის ყველა წევრმა ქვეყანამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება, ერთი გრადუსით შეამციროს გათბობის სტანდარტები საჯარო დაწესებულებებში. დიდ ბრიტანეთში ენერგიის ...

Read More »

„დიდი შვიდეული“ უკრაინის კრიტიკული ენერგეტიკული და წყლის ინფრასტრუქტურის დასაცავად საკოორდინაციო მექანიზმის შექმნაზე შეთანხმდა

„დიდი შვიდეული“ უკრაინის კრიტიკული ენერგეტიკული და წყლის ინფრასტრუქტურის შესაკეთებლად, აღსადგენად და დასაცავად საკოორდინაციო მექანიზმის შექმნაზე შეთანხმდა. ამის შესახებ ნათქვამია „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში. „დიდი შვიდეულის“ განცხადებით, 13 დეკემბერს საფრანგეთისა და უკრაინის ორგანიზებით, პარიზში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია, რომლის მიზანია უკრაინის სამოქალაქო მდგრადობის მხარდაჭერა. „ჩვენ მტკიცედ ვიდგებით უკრაინის გვერდით, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება“, – ნათქვამია დიდი შვიდეულის განცხადებაში. ...

Read More »

ოქტომბერში, ნავთობისა და გაზიდან რუსეთის ბიუჯეტმა საპრონოგზო შემოსავალზე 7,5 მლრდ რუბლით ნაკლები მიიღო

ოქტომბერში, ნავთობისა და გაზიდან რუსეთის ბიუჯეტმა საპრონოგზო შემოსავალზე 7,5 მლრდ რუბლით ნაკლები მიიღო “ფაქტობრივად მიღებული ნავთობისა და გაზის შემოსავლების მთლიანი გადახრა მოსალოდნელი თვიური მოცულობიდან და საბაზისო თვიური მოცულობის შეფასებიდან, 2022 წლის ოქტომბრის ბოლოს შეადგენდა მინუს 7,5 მილიარდ რუბლს”, – ამის შესახებ ხუთშაბათს, რუსეთის ფედერაციის ფინანსთა სამინისტროში განაცხადა, წერს “ინტერფაქსი”. ფედერალური ბიუჯეტის ნავთობისა და გაზის დამატებითი შემოსავლების მოსალოდნელი რაოდენობა, რომელიც დაკავშირებულია ნავთობის ...

Read More »

რომეო მიქაუტაძე – ენერგეტიკა, ეკონომიკურ სარგებელთან ერთად, არის ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის, უსაფრთხოებისა და ძლიერების მყარი საფუძველი

ენერგეტიკის სექტორი არ არის მხოლოდ დარგი, რომელიც ქმნის კონტრიბუციას ეკონომიკაში. ეს არის უმნიშვნელოვანესი მიმართულება, რომელიც ეკონომიკურ სარგებელთან ერთად,  ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის, უსაფრთხოებისა და ძლიერების მყარი საფუძველია. ეს არის პრიორიტეტი, რომელიც მიზნად დაისახა ჩვენმა ხელისუფლებამ და დარწმუნებული ვარ, ყველასთვის ცნობილია, ის რეფორმები თუ პროექტები, რომელსაც მთავრობა კერძო სექტორთან ერთად ენერგეტიკის სფეროში ახორციელებს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ ...

Read More »
ირანი, პაკისტანი და ჩინეთი ენერგოპარტნიორები ხდებიან

სამხრეთ კავკასიის მილსადენის საექსპლუატაციო ხარჯებმა 49 მლნ დოლარი შეადგინა

წლის პირველი სამი კვარტლის განმავლობაში სამხრეთ კავკასიის მილსადენის საექსპლუატაციო ხარჯებმა დაახლოებით $49 მილიონი, ხოლო კაპიტალურმა დანახარჯებმა $4 მილიონი შეადგინა. ამის შესახებ bp-ის მიმდინარე წლის მესამე კვარტლის ანგარიშშია ნათქვამი. წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში სამხრეთ კავკასიის მილსადენის საშუალო დღიური გამტარუნარიანობა ექსპორტისთვის 56.1 მილიონი კუბ/მ იყო. bp-ს ინფორმაციით, კასპიის ზღვაში შაჰ დენიზის კონდესირებული გაზის უდიდესი საბადოს აღმოჩენამ და განვითარებამ და სამხრეთ კავკასიის ...

Read More »

კიევში საწვავის, ელექტროენერგიის გენერატორების, საკვებისა და სასმელ წყლის მარაგებს ამზადებენ

დედაქალაქის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ რუსეთის ქმედებების გამო, ელექტროენერგია, სითბო და კომუნიკაციები შევინარჩუნოთ. ამის შესახებ კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა. მისი თქმით, მტერი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ კიევი ელექტროენერგიის გარეშე დატოვოს.  „ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ამის თავიდან ასაცილებლად, მაგრამ მოდით ვიყოთ გულწრფელნი, ჩვენი მტრები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქალაქი სითბოს, ელექტროენერგიის და წყლის მიწოდების გარეშე დატოვონ“, – განაცხადა კლიჩკომ. კლიჩკომ აღნიშნა, რომ კიევის ...

Read More »

ევროკავშირის ქვეყნები უკრაინას ელექტროენერგიის 500-მდე გენერატორს გადასცემენ

ევროკავშირის 17-მა ქვეყანამ უკრაინას ელექტროენერგიის 500-მდე გენერატორი გაუგზავნა. ქვეყნებმა, მათ შორის სლოვენიამ, სლოვაკეთმა, დანიამ, გერმანიამ და ესპანეთმა, ერთობლივად გაუგზავნეს უკრაინას დახმარება. “უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა სერიოზულად დაზიანდა. ელექტროენერგიისა და გათბობის წვდომის შესანარჩუნებლად, ევროკავშირის 17 ქვეყანამ უკრაინას ელექტროენერგიის 500-მდე გენერატორი ევროკავშირის Civil Protection Mechanism-ის საშუალებით გაუგზავნა”. – ვკითხულობთ Twitter-ზე. მანამდე, უკრაინაში ომის დაწყებიდან მალევე დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას 500-მდე გენერატორი გადასცა. წყარო: tabula.ge

Read More »

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ელექტრომომარაგება აღდგა

ზაპოროჟიის ატომური ელექტროსადგური კვლავ უკრაინულ ელექტროქსელს მიუერთეს. ამის შესახებ საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტო იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, დაბომბვების შედეგად დაზიანებული ორივე გარე ხაზის შეკეთება მოხერხდა. ამჟამად სადგურის ექვსივე ბლოკზე ენერგიის მიწოდება აღდგენილია, დიზელის გენერატორები კი გამორთულია. ზაპოროჟიის ატომურ ელექტრო სადგურს საოკუპაციო ძალები მარტიდან აკონტროლებენ. ამ დროის განმავლობაში სადგურის ტერიტორია რამდენჯერმე დაიბომბა, რაშიც მოსკოვი და კიევი ერთმანეთს ადანაშაულებენ.

Read More »