Author Archives: admin

Bloomberg: რუსეთმა სანქციების გვერდის ავლით ნავთობის გაყიდვის გზა იპოვა

რუსეთმა სანქციების გვერდის ავლით ნავთობის მიწოდების „ხვრელი“ იპოვა – სინგაპურში რუსულ ნედლეულს ურევენ სხვა მარკის ნავთობს და იქიდან რეექსპორტი მთელს მსოფლიოში ხდება. ამის შესახებ Bloomberg წერს. სააგენტო განმარტავს, რომ სინგაპურის ხელისუფლებამ არ აკრძალა რუსული ნავთობის იმპორტი, მიუხედავად იმისა, რომ ფინანსური ინსტიტუტები ვერ განახორციელებენ ფინანსურ ტრანზაქციებს რუსეთის ფედერაციის საწარმოებთან. „ქვეყანაში ნავთობის შესანახ ავზებზე მოთხოვნა სწრაფად იზრდება. იმის გამო, რომ მომგებიანია რუსეთიდან იაფი ...

Read More »

რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულებისგან განთავისუფლებაზე, კანცლერთან ერთად, გერმანიის ფინანსთა მინისტრიც საუბრობს

გერმანია აღარ არის დამოკიდებული რუსეთის ენერგორესურსებზე. ეს განცხადება გერმანიის ფინანსთა მინისტრმა ქრისტიან ლინდნერმა BBC-სთან ინტერვიუში 19 იანვარს გააკეთა. მისი თქმით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გერმანიამ მთლიანად შეძლო ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დივერსიფიკაცია და ენერგიის ახალი წყაროების პოვნა. “დიახ, რა თქმა უნდა, გერმანია კვლავ არის დამოკიდებული ენერგიის იმპორტზე, მაგრამ არა რუსეთიდან იმპორტზე, არამედ მსოფლიო ბაზრებზეა დამოკიდებული”, – აღნიშნა ლინდნერმა. ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დივერსიფიკაციის ფარგლებში, გერმანიის ...

Read More »

2022 წელს საქართველოდან ექსპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობა 2021 წელთან შედარებით 148,4%-ით არის გაზრდილი

საქართველოს ელექტროენერგიის ბალანსის შესახებ არსებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2022 წელს საქართველოში 14 მილიარდ 246 მილიონ 600 ათასი კვტსთ ელექტროენერგიაა გამომუშავებული, რაც 2021 წელს გამომუშავებული ელექტროენერგიის მოცულობას (12, 645 მლრდ კვტსთ) 12,7%-ით სჭარბობს. 2002 წელს მომხმარებელს მიეწოდა 14 მილიარდ 181 მილიონ 400 ათასი კვტსთ ელექტროენერგია, რაც 2021 წელს მომხმარებლისთვის მიწოდებული ელექტროენერგიის მოცულობას (13 753,1 მლნ კვტსთ) 3,1%-ით სჭარბობს. 2022 წელს საქართველოში ...

Read More »
ირაკლი ღარიბაშვილი: გაზპრომის ირგვლივ მიზანმიმართული სპეკულაციები ხორციელდება

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო მიზნად ისახავს განახლებადი ენერგოგენერაციისა და ტრანზიტის ჰაბად იქცეს

საქართველო მიზნად ისახავს განახლებადი ენერგოგენერაციისა და ტრანზიტის ჰაბად იქცეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს. დავოსში ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის მეთაურმა გერმანული ენერგეტიკული კომპანიის – RWE AG-ის აღმასრულებელ დირექტორთან მარკუს კრებერთან გამართა შეხვედრა, სადაც განიხილეს საქართველოს ენერგოსექტორი და ასევე მიმდინარე და შემოთავაზებული რეგიონული პროექტები. „მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში შევხვდი გერმანიის ქალაქ ესენში სათავო დაწესებულების მქონე მრავალეროვნული ენერგოგენერაციის ...

Read More »
G&T: გარდაბანის თბოსადგური - 2-ის აშენებისთვის 190 მილიონია საჭირო

„გარდაბნის თბოსადგური 2“-ის ტენდერში „გაბ სოლუშენ“ ფავორიტია

„გარდაბნის თბოსადგური 2“-ის 3.1 მილიონი ლარის ღირებულების შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში შპს „გაბ სოლუშენ“ ფავორიტია. ტენდერში წინადადებების მიღება  16 იანვარს დაიწყო და 18 იანვარს დასრულდა. ტენდერს ორი კანდიდატი ჰყავს. ესენია : TCC iTrading Co (3.064 მლნ ლარის შეთავაზებით) და გაბ სოლუშენ (3.059 მლნ ლარის შეთავაზებით). ამ მოცემულობით კი „გაბ სოლუშენ“ ფავორიტია დაბალი თანხის შეთავაზების გამო. ტენდერი გულისხმობს თბოელექტროსადგურის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი სათადარიგო ...

Read More »

ირაკლი ღარიბაშვილი გერმანული ენერგეტიკული კომპანიის RWE AG-ის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანული ენერგეტიკული კომპანიის – RWE AG-ის აღმასრულებელ დირექტორს მარკუს კრებერს შეხვდა. მხარეებმა ენერგეტიკის მიმართულებით საქართველოში არსებულ რესურსებზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს. პრემიერ-მინისტრმა ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემოსა და რესურსების უკეთ გასაცნობად RWE AG-ის აღმასრულებელი დირექტორი საქართველოში მოიწვია. RWE AG-ი გერმანული მრავალეროვნული ენერგეტიკული კომპანიაა, რომლის სათავო ოფისიც ესენში მდებარეობს. კომპანია მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ოპერირებს, მათ შორისაა იტალია, ...

Read More »

2022 წელი ევროპისთვის რეკორდულად მეორე ყველაზე ცხელი წელია

ევროკავშირის მეცნიერების განცხადებით, 2022 წელი ევროპისთვის რეკორდულად მეორე ყველაზე ცხელი წელი იყო. კლიმატის ცვლილებებით გამოწვეულმა მაღალმა ტემპერატურებმა მოსავლიანობა შეამცირა, მდინარეების დაშრობა გამოიწვია და ათასობით ადამიანის სიკვდილის მიზეზადაც იქცა. ევროკავშირის კოპერნიკის კლიმატის ცვლილებების სამსახურის (C3S) ინფორმაციით, 2022 წელი მსოფლიოსთვის მეხუთე ყველაზე ცხელი წელიც აღმოჩნდა. მართალია, C3S-ის ჩანაწერები მხოლოდ 1950 წლით თარიღდება, მაგრამ უფრო ძველი მონაცემები ადასტურებს, რომ გასული წელი მსოფლიოსთვის მინიმუმ ...

Read More »

გერმანია რუსულ ნავთობზე, გაზსა და ნახშირზე დამოკიდებული აღარ არის

გერმანიამ მოახერხა რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულების დაძლევა. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცახდა. „გერმანიამ რამდენიმე თვეში რუსულ ენრგორესურსებზე ნავთობზე, გაზსა და ნახშირზე დამოკიდებულება დაძლია. ჩვენ ხელი მოვაწერეთ შეთანხმებებს ახალ პარტნიორებთან”, – თქვა შოლცმა. მისივე თქმით, „ამ ზამთრის ენერგეტიკული უსაფრთხოება უზრუნველყოფილია შევსებული გაზსაცავების, უმაღლესი ენერგოეფექტურობისა და ევროპული სოლიდარობის წყალობით“. კანცლერმა გაიხსენა, რომ გერმანიაში უკვე გაიხსნა ორი მობილური ტერმინალი ...

Read More »

ვითარება საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე და რუსულ ნავთობი საქართველოში

რა ტენდენციები და მოლოდინებია საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე, ამის შესახებ „გალთ & თაგარტის“  უფროსმა ანალიტიკოსმა გიორგი ბერბერაშვილმა რადიო „კომერსანტის“ ეთერში ისაუბრა. გიორგი ბერბერაშვილის თქმით, გასული წელი საკმაოდ მნიშვნელოვანი და დაძაბული იყო, არა მხოლოდ ნავთობის თემაში, არამედ გლობალური ფინანსური სექტორისთვისაც, როგორიცაა აქციები, ობლიგაციები და ა.შ. „წელი რომ შევაჯამოთ ფასების კუთხით, მნიშვნელოვანი ცვლილება არცაა. ესაა – 3.7% ცვლილება 2022 წლის იანვრიდან 2023 წლის ...

Read More »
ბლინკენი

ენტონი ბლინკენი – აშშ უკრაინის ელექტროქსელის აღსადგენად 125 მილიონ დოლარს გამოყოფს

აშშ უკრაინის ელექტროქსელის აღსადგენად 125 მილიონ დოლარს გამოყოფს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა. ბლინკენის განცხადებით, თანხა ასევე მოხმარდება წყალმომარაგებისა და ცენტრალური გათბობის სისტემების სარეზერვო კვების ბლოკების შეძენას, ასევე გაზის ტურბინების, ტრანსფორმატორებისა და სხვა ენერგეტიკული აღჭურვილობის მარაგების შევსებას. აღნიშნული 125 მილიონი კონგრესის მიერ 2022 წლის დეკემბერში დამტკიცებული დამატებითი დაფინანსების პაკეტიდან გამოიყოფა.

Read More »