Author Archives: admin

თებერვალში ელექტროენერგიაში იმპორტის წილი შემცირდა

მაისში ელექტროენერგიის წარმოება 20%-ით გაიზარდა

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) მონაცემების მიხედვით, მაიში საქართველოში ელექტროენერგიის მთლიანმა წარმოებამ 1.5 ათასი გვტ.სთ შეადგინა, რაც 19.7%-ით მეტია წინა წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე (2021 მაისი – 1221 გვტ.სთ). აქედან 99.4% ჰიდროელექტროსადგურების გამომუშავებაა, 0.6% კი ქარის ელექტროსადგურების. საანალიზო პერიოდში ექსპორტმა 269.4 გვტ.სთ შეადგინა (+16.9% Y.Y). ხოლო იმპორტმა 9.1 გვტ.სთ (+121% Y.Y). მაისში შიდა მიწოდებამ 1.2 ათასი გვტ.სთ შეადგინა.

Read More »

პაატა ბაირახტარი: საწვავი არაბრენდირებულ სადგურებზე თითქმის ₾1-ით იაფია, ვიდრე ბრენდირებულზე

“1 ლიტრი საწვავი, თითქმის 1 ლარით უფრო იაფი ღირს არაბრენიდრებულ სადგურებზე, ვიდრე ბრენდირებულებზეა”-ამის შესახებ ეკონომისტი პაატა ბაირახტარი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს. “შეუძლებელია 84 თეთრიანი სხვაობა იყოს ერთი და იგივე ტიპის საწვავზე და ამას ვერანაირი მარკეტინგული ხარჯები ვერ ამართლებს. შეუძლებელია პატარა მცირე კომპანიას შეეძლოს, საწვავი ერთი ლარით უფრო იაფად გაყიდოს და ამის საშუალება არ ქონდეს მის კონკურენტ, დომინანტ კომპანიას. შეუძლებელია კომპანიამ ...

Read More »

ლექვინაძე: საწვავის გაიაფება აგვისტოს დასაწყისიდანაა მოსალოდნელი

კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, საქართველოში საწვავის გაიაფება აგვისტოს დასაწყისიდანაა მოსალოდნელი. მისი განმარტებით, მაისის ბოლოსა და ივნისის დასაწყისში საერთაშორისო ბაზარზე საკმაოდ მაღალი ფასები იყო, რისი გავლენაცაა საქართველოში საწვავის ბაზარზე დღევანდელი ფასწარმოქმნა. „მსოფლიო ბაზარზე არსებული ვითარებიდან და ფასებიდან გამომდინარე, ასევე ლარის კურსის დინამიკის გათვალისწინებით, რომელიც გამყარების ტენდენციას აჩვენებს, ჩვენი მოლოდინია, რომ აგვისტოს დასაწყისიდან საქართველოში გარკვეულწილად შემცირების ტენდენცია საცალო ფასებზეც უნდა აისახოს. ...

Read More »

ჩეხეთის ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრი – არ მივცემთ რუსეთს უფლებას, საფრთხე შეუქმნას ჩვენს უსაფრთხოებას გაზის პოლიტიკურ იარაღად გამოყენებით

დღეს ჩვენ ვგზავნით ძლიერ სიგნალს არა მხოლოდ ვლადიმერ პუტინის მიმართ, რომელიც კიდევ ერთხელ დამარცხდა ევროკავშირის დაყოფის საქმეში, არამედ ყველაზე მეტად ჩვენი მოქალაქეების მიმართ, ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ საკმარისი გაზი გვექნება, – ამის შესახებ ჩეხეთის ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრმა, ჯოზეფ სიკელამ განაცხადა. საუბარია ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლების შეთანხმებაზე, რომელიც მიზნად ისახავს რისკების შემცირებას, რომლებიც შეიძლება, წარმოიშვას რუსული გაზის მიწოდების სრული შეწყვეტის გამო. ჯოზეფ სიკელას თქმით, ...

Read More »

ევროპის გაზსაცავები შიდა მოთხოვნის მეოთხედს აკმაყოფილებენ. ევროკავშირი გაზის ახალ ექსპორტიორებს ეძებს

დასავლეთის ქვეყნებში რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, გაზსაცავების პოტენციალთან დაკავშირებით დისკუსია მიმდინარეობს. ევროპის ქვეყნებში გაზსაცავების კუმულაციური სიმძლავრე 110 მილიარდ კუბურ მეტრადაა შეფასებული, მაშინ როცა ბუნებრივ აირზე მოთხოვნა 400 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს. როგორც სააგენტო Anadolu Gas Infrastucture Europe-სა და ევროკომისიაზე დაყრდნობით წერს, წლის დასაწყისში ევროკავშირმა რუსეთისგან მოხმარებისთვის საჭირო გაზის 40% შეისყიდა. ამ დროისთვის ევროკავშირის ქვეყნები, რუსული გაზის ალტერნატივას ეძებენ. 26 ივლისს ევროპის ქვეყნებმა მიაღწიეს პოლიტიკურ ...

Read More »

ბაიდენის მრჩეველი: საუდის არაბეთს და საამიროებს ნავთობის წარმოების გაზრდა უფრო მეტად შეუძლიათ

თეთრ სახლში ახლო აღმოსავლეთის საკითხების კურატორი ბრეტ მაკგერკი მიიჩნევს, რომ საუდის არაბეთს და საამიროებს ნავთობის წარმოების გაზრდა უფრო დიდი მოცულობით შეუძლიათ, წერს გამოცემა Axios-ი. ენერგომატარებლებზე მზარდი ფასის გამო აშშ მოკავშირე ქვეყნებს ნავთობის ექსპორტის გაზრდისკენ მოუწოდებს. ნავთობი ორი კვირის წინ ჯო ბაიდენის საუდის არაბეთში ვიზიტისას ერთ-ერთი მთავარი განხილვის თემა იყო. საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცი მუჰამად ბინ სალმანი აცხადებს, რომ სამეფომ მოპოვები მაქსიმუმს ...

Read More »
ირანის პოზიციები ნავთობს ისევ აიაფებს

ირანმა ნავთობის ექსპორტიდან შემოსავალი 580%-ით გაზარდა

ირანის ნავთობის ექსპორტის შემოსავალი 580%-ით გაიზარდა 2022 წლის ბოლო ოთხი თვის განმავლობაში, განაცხადა ირანის მთავრობის ეკონომიკურმა წარმომადგენელმა აჰსან ხანდუზმა, იტყობინება IRNA. ირანული კალენდრის მიხედვით, წელი 2022 წლის 21 მარტს დაიწყო. ამ თარიღიდან ოთხი თვის განმავლობაში ნავთობის ექსპორტის შემოსავლები 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 580%-ით გაიზარდა. ხანდუზის თქმით, შემოსავლების ზრდა გამოწვეულია ნავთობის ექსპორტის ზრდით, ასევე ქვეყნის შიგნით გაცვლითი კურსის ცვლილებით სახელმწიფო ბიუჯეტის ...

Read More »

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 4.5 მლნ ბარელით შემცირდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 4.5 მილიონი  ბარელით შემცირდა და შეადგინა 422.1 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ბენზინის მარაგები  შემცირდა 3,3  მილიონი ბარელით  და შეადგინა  225,1  მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები  შემცირდა  0,8  მილიონი ბარელით და შეადგინა  111,7 მლნ ბარელი. ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში გაიზარდა 200 ათასი  ბარელით  და შეადგინა 12,1 ...

Read More »
აზერბაიჯანული გაზის პირველი მიწოდება ევროპაში 2019 წლის ბოლოსთვის დაიწყება

რუსეთმა ‘ჩრდილოეთის ნაკადით’ ევროპისთვის გაზის მიწოდება ორჯერ შეამცირა

რუსეთმა Nord Stream 1-ის გაზსადენით გერმანიისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება დღეში 65 მლნ კუბური მეტრიდან 31 მილიონ კუბურ მეტრამდე შეამცირა. ცოტა ხნის წინ Nord Stream 1-ის რუსულმა ოპერატორმა გაზსადენის კიდევ ერთი ტურბინა გამორთო, რასაც გატარებული მოცულობის შემცირება მოჰყვა. გაზპრომის განცხადებით, ტურბინა „კაპიტალურ შეკეთებას“ საჭიროებს. 11 ივლისს რუსეთმა „ტექნიკური შეფერხების“ გამო გაზსადენით ბუნებრივი აირის გატარება მთლიანად გააჩერა. გაზის მიწოდება 21 ივლისს აღდგა, თუმცა მხოლოდ 40 ...

Read More »

ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა ევროპაში ელექტროენერგიის ექსპორტის გასაზრდელად ემზადება

უკრაინა ევროპაში ელექტროენერგიის ექსპორტის გასაზრდელად ემზადება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში ისაუბრა. ზელენსკის თქმით, ქვეყანა ეტაპობრივად გახდება ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტორი „ვემზადებით ჩვენი ელექტროენერგიის ექსპორტის გასაზრდელად ევროკავშირის მომხმარებლებისთვის. მიუხედავად ასეთი ომისა, ჩვენ რეკორდულ ვადაში უზრუნველვყავით უკრაინის ენერგოქსელის ევროპის მთელ ენერგოსისტემასთან მიერთება. ჩვენი ექსპორტი შესაძლებლობას მოგვცემს, არამხოლოდ გვქონდეს სავალუტო შემოსავალი, არამედ დაეხმარება მათ, გაუძლონ რუსულ ენერგეტიკულ ზეწოლას. ეტაპობრივად გავხდით უკრაინას ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების ...

Read More »