Author Archives: admin

ფონ დერ ლაიენი: ევროკავშირმა გაზსაცავები 80%-ით უკვე შეავსო

ევროკავშირმა წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე გაზსაცავები 80%-მდე შეავსო და დასახული მიზნები ვადაზე ადრე შეასრულა. ამის შესახებ 30 აგვისტოს ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა Twitter-ზე განაცხადა. “ევროკავშირის დონეზე ჩვენ ვახდენთ წყაროების დივერსიფიკაციას, ვზოგავთ ენერგიას და ვინახავთ მას. ჩვენი გაზსაცავები უკვე 80%-ით სავსეა”, – თქვა მან. ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ რუსულ საწვავზე ევროკავშირის დამოკიდებულების შესამცირებლად საჭიროა განახლებადი ენერგიის წყაროები. “დღეს აღებული ვალდებულებები უკვე ...

Read More »

კრემლი ნებისმიერი საბაბით გაზის სრულ შეწყვეტას ეცდება. ევროპა უარესი სცენარისთვის ემზადება – BBC

რუსეთმა ევროპისთვის ჩრდილოეთ ნაკადის მთავარი მილსადენით გაზის მიწოდება შეწყვიტა. კომპანია „გაზპრომი“ ერთ-ერთი სადგურის აგრეგატზე ჩასატარებელ ტექნიკურ სამუშაოზე მიუთითებს და ამბობს, რომ გაზის მიწოდება 3 სექტემბრის 04:00 საათამდე შეწყდება. თუმცა ევროკავშირი გაზპრომს სანდო მიმწოდებლად აღარ თვლის და ცივი ზამთრისთვის მომზადებას ჩქარობს. „აშკარაა, რომ რუსეთი გაზს იარაღად იყენებს ამ ომში. ჩვენ უნდა მოვემზადოთ გაზის სრული შეწყვეტის ყველაზე უარესი სცენარისთვის”, – განაცხადა საფრანგეთის ენერგეტიკის ...

Read More »

28 ესტონური კომპანია სანქციებისთვის გვერდის ავლის ნებართვას ითხოვს – მათ რუსული ნავთობპროდუქტების იმპორტის გაგრძელება სურთ

28 ესტონური კომპანია სანქციებისთვის გვერდის ავლის ნებართვას ითხოვს – მათ რუსული ნავთობპროდუქტების იმპორტის გაგრძელება სურთ. ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა კომპანიების ჩამონათვალი, რომლებმაც მიმართეს უწყებას თხოვნით, გამონაკლისის სახით მიეცეთ რუსეთიდან ნავთობპროდუქტების იმპორტის ნებართვა. „დარწმუნებული ვარ, ესტონური საზოგადოება დაინტერესებულია იმით, თუ რომელმა კომპანიებმა მოითხოვეს ასეთი ნებართვა გარდამავალი პერიოდისთვის“, – განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ურმას რეინსალუმ და აღნიშნა, რომ ამ კომპანიების ჩამონათვალის გამოქვეყნება ...

Read More »

ევროკავშირი უკრაინას მილიონობით იოდის ტაბლეტს გადასცემს

ევროკავშირი უკრაინას გადასცემს კალიუმის იოდიდის 5,5 მილიონ ტაბლეტს, რათა დაიცვან ხალხი რადიაციის ზემოქმედებისგან რუსეთის ჯარების მიერ დატყვევებული ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გაჟონვის შემთხვევაში. CNN-ის ცნობით, ევროკომისიამ წამლების გადაზიდვას უწოდა „პრევენციული უსაფრთხოების ღონისძიება“ და განმარტა, რომ უკრაინის მთავრობამ მოითხოვა აბების პარტია. კალიუმის იოდიდი იცავს ფარისებრ ჯირკვალს იოდის რადიოიზოტოპების დაგროვებისგან რადიაციული დაბინძურების შემთხვევაში. უკრაინის მეზობელი მოლდოვის ხელისუფლებაც იოდს მარაგებს აგროვებს. კიშინიოვმა რუმინეთიდან მიიღო ...

Read More »

ვოლოდიმირ ზელენსკი: ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ვითარება უკიდურესად საშიშია

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით,სიტუაცია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურსა და ენერგოდარში, მიმდებარე ტერიტორიებზე, უკიდურესად საშიშია. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, არსებული სიტუაცია განიხილა როგორც IAEA-ს გენერალურ დირექტორთან, ისე, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან. „სამწუხაროდ, რუსეთი არ წყვეტს პროვოკაციებს ზუსტად იმ მიმართულებით, საიდანაც IAEA-ს მისია სადგურზე უნდა შევიდეს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ IAEA-ს მისია შეძლებს თავისი მუშაობის დაწყებას. სიტუაცია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურსა და ენერგოდარში, მიმდებარე ტერიტორიებზე, უკიდურესად საშიშია. ...

Read More »
“გაზპრომის” მონოპოლია და სომხეთი რუსული გაზის ალტერნატივის ძიებაში

„გაზპრომმა“ „ჩრდილოეთის ნაკად 1“-ით ევროპას გაზის მიწოდება შეუჩერა, რუსულ კომპანიაში ამ ფაქტს სარემონტო სამუშაოებით ხსნიან

რუსულმა კომპანია „გაზპრომმა“ „ჩრდილოეთის ნაკად 1“-ით ევროპას გაზის მიწოდება მთლიანად შეუჩერა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. „გაზპრომში“ ამბობენ, რომ მილსადენზე შეზღუდვა სარემონტო სამუშაოების გამო დაწესდა. პროფილაქტიკური სამუშაოები სამი დღით უნდა გაგრძელდეს. „ჩრდილოეთის ნაკად 1“-ის მილსადენით გაზის მიწოდება სრულადაა შეწყვეტილი. კომპრესორის ბლოკში გეგმიური სარემონტო სამუშაოები იწყება“, – ნათქვამია „გაზპრომის“ განცხადებაში. შეგახსენებთ, ივნისის თვეში „გაზპრომმა“ მკვეთრად შეამცირა გაზის ნაკადის მიწოდება. რუსულ კომპანიაში ეს იმით ახსნეს, რომ კანადაში გარემონტებული სიმენსის მილსადენის ...

Read More »

მესტიაში ხანძრის ძირითადი კერები ლიკვიდირებულია

მესტიაში ხანძრის ქრობის პროცესი გრძელდება. ცეცხლი ალპურ ზონაში გაჩნდა. ამ დროისთვის, ძირითადი კერები უკვე ლიკვიდირებულია, თუმცა არის დაკვამლიანება. სამუშაო პროცესში დილიდან ჩაერთო ვერტმფრენი. მუშაობს ცოცხალი ძალაც.

Read More »
თბილისში ბუნებრივი გაზის მკვეთრი სუნი გაზის ჭარბმა ოდორიზებამ გამოიწვია

„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ სიონის გგს-ში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს

„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ 2 სექტემბერს სიონის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს გეგმავს. როგორც კომპანიაში განმარტავენ, აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, 2 სექტემბერს, 10:00-დან 18:00 საათამდე, ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ სიონის გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს. კერძოდ, ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება დაბა სიონსა და სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: არშას, გარბანსა და ფანშეტს. ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას ...

Read More »

სამხრეთ კორეამ ეგვიპტის პირველი ბირთვული ელექტროსადგურის მშენებლობის უფლება მოიპოვა

სამხრეთ კორეის მთავრობის განცხადებით, Korea Electric Power Corp-ის შვილობილმა კომპანიამ ეგვიპტის პირველი ბირთვული ელექტროსადგურის მშენებლობაში მონაწილეობის უფლება მოიპოვა. როგორც ცნობილია, კონტრაქტი $2.5 მილიარდს შეადგენს. ცნობისთვის, Korea Hydro & Nuclear Power-ი, Korea Electric Power Corp-ის შვილობილი კომპანიაა, რომლის 51%-ს კორეის მთავრობა და მასთან დაკავშირებული ბანკები ფლობენ. აღსანიშნავია, რომ ეგვიპტის პირველი ბირთვული ელექტროსადგურისთვის რეაქტორებს რუსული სახელმწიფო კომპანია Rosatom-ის შვილობილი ფირმა ააშენებს. სამხრეთკორეული ...

Read More »

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 31 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, კრწანისის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის ქუჩის მოსახლეობას. გლდანის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ულიანოვის, უწერის, ვარდევანის, ხეჩუაშვილის, ბარისახოს, ყუშიტაშვილის, ჭრებალოს, სხვიტორის, ხანძთელის, ანდრონიკაშვილის, გაგრის და ლიბანის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან ...

Read More »