Author Archives: admin

ნავთობის ფასი ზრდას აგრძელებს

2023 წლის 7 თებერვლის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  80,99 (+   1,05)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  74,11   (+   0,72)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
მსოფლიოში ნავთობი იაფდება: რატომ არ მცირდება საწვავის ფასი საქართველოში

წიაღისეული საწვავის უმსხვილესი მწარმოებლების რეიტინგი

წიაღისეული საწვავი საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში ენერგიის მთავარ წყაროდ მიიჩნეოდა და დღესაც, ყოველწლიურად, მსოფლიო მოიპოვებს და მოიხმარს ქვანახშირის, ნავთობისა და ბუნებრივი აირის კოლოსალურ რაოდენობას. Visual Capitalist-მა წიაღისეული საწვავის წარმოების გლობალური რეიტინგის შესადგენად, BP-ის მსოფლიო ენერგეტიკის სტატისტიკური მიმოხილვის მონაცემები გამოიყენა. 2021 წელს მსოფლიოში დაახლოებით 8 მილიარდი ტონა ქვანახშირი, 4 მილიარდი ტონა ნავთობი და 4 ტრილიონ კუბურ მეტრზე მეტი ბუნებრივი აირი აწარმოვეს. ქვანახშირის ...

Read More »

რუსეთის ბიუჯეტი $25 მლრდ დოლარით შემცირდა, ნავთობისა და გაზის შემოსავალი თითქმის 50%-ით

იანვარში რუსეთის ფედერაციის ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტმა 1,76 ტრილიონი რუბლს (დაახლოებით 25 მილიარდი დოლარი) მიაღწია, ხოლო ნავთობისა და გაზის შემოსავალმა – 426 მილიარდ რუბლს (6 მილიარდ დოლარზე მეტი), რაც 2022 წელის იანვართან შედარებით 46%-ით შემცირებული მაჩვენებელია. ამის შესახებ რუსული მედია რუსეთის ფინანსთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით წერს. ამავდროულად, იანვარში რუსეთის ფედერაციის ფედერალური ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯები 59%-ით – 3,117 ტრილიონ რუბლამდე (დაახლოებით 44 ...

Read More »

“გაზის კონტრაქტები გამოდგა პაქტი, რომელშიც ევროპამ სული გაყიდა”

რუსეთში კომუნიზმი დასრულდა, მაგრამ კოლონიალიზმი არ დასრულებულა, სხვა ერებზე ბატონობისა და დომინირების თაობაზე რუსეთის ნება არ დასრულებულა, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ ვარშავის კონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, რუსეთთან გაზის კონტრაქტები გამოდგა პაქტი, რომელშიც ევროპამ თავისი სული გაყიდა. როგორც პოლონეთის მთავრობის მეთაური აღნიშნავს, საჭიროა ბრძოლა ახალი მსოფლიო წესრიგისთვის. „ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ რუსულ რესურსებზე ევროპის დამოკიდებულებაზე და მართლაც ასეა. პუტინი ...

Read More »

მიწისძვრების შედეგად, თურქეთის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა სერიოზულად დაზარალდა

თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა, ფატიჰ დონმეზმა დღეს, 6 თებერვალს, რეგიონში ელექტროგადამცემი ხაზებისა და გაზსადენების მიმდინარე ვითარების შესახებ განაცხადა 7,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შემდეგ განაცხადა, რომლის ეპიცენტრი იყო სამხრეთ-აღმოსავლეთ პროვინცია კაჰრამანმარასში. „ჩვენი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა ძლიერ დაზიანდა. დაზიანებებია როგორც ელექტროგადამცემ ხაზებზე, ასევე გაზსადენებზე… ერთ-ერთი ყველაზე დიდი ზარალი არის თურქოღლუს რეგიონში გაზსადენის დაზიანება, რომელიც მიწისძვრების ეპიცენტრთან ახლოსაა. ეს არის ბუნებრივი აირის ...

Read More »

ირაკლი ლექვინაძე – შემცირებულია საწვავის იმპორტის ღირებულება და ფასწარმოქმნის სხვა ფაქტორები, თუმცა რჩება მაღალი მარჟები, მოკვლევის ფარგლებში უნდა გავარკვიოთ, რა განაპირობებს მაღალი ფასნამატების შენარჩუნებას

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, საავტომობილო საწვავთან დაკავშირებით აგვისტოდან მიმდინარეობს მოკვლევა ხუთ მსხვილ რეალიზატორთან მიმართებით. ლექვინაძის თქმით, თვალყურს ადევნებენ ბაზარზე მიმდინარე მოვლენებს, მათ შორის ფასებს, რომლებიც სხვადასხვა ტიპის საწვავზე ფიქსირდება. ლექვინაძის განცხადებით, გასარკვევია, რატომ რჩება მაღალი მარჟები, როცა შემცირებულია იმპორტის ღირებულება და ფასწარმოქმნის შემადგენელი სხვა ფაქტორები. „ჩვენ გაკეთებული გვაქვს ფასწარმოქმნის ანალიზი 2022 წლის მთელი წლის განმავლობაში. მარტის თვიდან ...

Read More »
Goldman Sachs ნავთობის ფასის პროგნოზებს ცვლის

საქართველოში ნავთობისა და გაზის დიდ საბადოს ეძებენ

ფოთთან ახლოს სოფელ ჭალადიდში სახელმწიფო კორპორაცია უკვე ჭაბურღილის ბურღვას იწყებს. საქართველოში გაზის საბადოების არსებობის საკითხი ისევ გააქტიურდა. სპეციალისტებს და ასევე სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე გარკვეული ,,პერსპექტიული რესერსის” არსებობა არ აეჭვებთ, თუმცა მათი უმეტესი ნაწილი ნაკლებად. ოფიციალური მონაცემით, 50-მდე საბადოა, სადაც არის ნავთობისა და გაზის არსებობის პერსპექტივა. აქედან 10 შავ ზღვის შელფზე არსებული სტრუქტურებია, სადაც სავარაუდოდ არის ნავთობისა და ...

Read More »

დავით ნარმანია აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია აზიის განვითარების ბანკის  (ADB) წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს მწვანე წყალბადის განვითარებისათვის სტრატეგიის შემუშავების, ენერგოდამგროვებელი მოწყობილობების რეგულირების საკითხები, იმსჯელეს ენერგეტიკის სექტორში არსებულ გამოწვევებსა და გადაჭრის გზებზე. „საინტერესო და პროდუქტიული იყო შეხვედრა აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებთან, განვიხილეთ ენერგეტიკის სექტორის განვითარების პოტენციალი და არსებული მდგომარეობა. დაინტერესება საქართველოს ენერგეტიკის სექტორის მიმართ საკმაოდ მოცულობითია. ...

Read More »

საქართველო, სემეკის ორგანიზებით, ენერგეტიკის რეგულირების მსოფლიო ფორუმს უმასპინძლებს

საქართველოში პირველად, ენერგეტიკის რეგულირების მსოფლიო ფორუმი გაიმართება, რომელსაც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) უმასპინძლებს. 2026 წელს, ქ. თბილისში მსოფლიოს მასშტაბით ენერგეტიკის სექტორის უმსხვილესი ფორუმის ჩატარებას ევროპისა და სხვადასხვა ქვეყნის წამყვანმა ენერგეტიკულმა ორგანიზაციებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს. ენერგეტიკის რეგულირების მსოფლიო ფორუმის ფარგლებში ქ. თბილისს 1000-ზე მეტი მაღალი რანგის დელეგატი ეწვევა. კერძოდ, რიგით მეცხრე მსოფლიო ენერგეტიკულ ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ ევროპისა ...

Read More »

ნავთობის ფასი $80-იან ნიშნულს ასცდა

2023 წლის 6 თებერვლის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 80.87 (+0.93)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  74.08  (+0.69)  დოლარი/ბარელზე.

Read More »