Author Archives: admin

ბიტკოინის ფასმა კლება განაახლა

მსოფლიოს უმსხვილესი ციფრული მონეტა კიდევ 5%-ით, $19,947 -მდე დაეცა. აღნიუშნულს მოწმობს CoinDesk-ის მონაცემები. კრიპტოვალუტების ფასების ვარდნა ემთხვევა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას, რისი მიზანიც მზარდი ინფლაციის შეკავებაა. ის ზღუდავს ლიკვიდურობას და ინვესტორებს სპეკულაციურ აქტივებზე უარის თქმისკენ უბიძგებს. Informa Global Markets-ი აღნიშნავს, რომ $20,000-იანი დონის ქვემოთ ჩამოსვლა მას შემდეგ მოხდა, რაც რისკის შესახებ სენტიმენტები დასტაბილურდა. შეგახსენებთ, რომ ბიტკოინის ფასმა ნოემბერში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და ...

Read More »
„გაზპრომი“ ლიტვაში მონოპოლიას კარგავს

რუსეთი ევროპისთვის გაზის მიწოდების გაზრდაზე უარს ამბობს

რუსეთმა ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებაზე კონტროლი კვლავ გაამკაცრა. ქვეყანამ უარყო უკრაინის შეთავაზება სატრანზიტო შესაძლებლობების გაზრდის შესახებ, რომელიც გერმანიისთვის შემცირებული ნაკადების კომპენსაციას მოახდენდა. რუსეთის Gazprom-მა გადაწყვიტა, არ გამოეყენებინა დამატებითი შესაძლებლობა უკრაინის გავლით ევროპაში გაზის ტრანსპორტირებისთვის. ეს კიდევ ერთი ნიშანია, რომ მოსკოვის მხრიდან ნაკადები კვირების განმავლობაში შეზღუდული დარჩება მას შემდეგ, რაც Nord Stream-ის მილსადენით მიწოდება მაქსიმალური შესაძლებლობის 40%-მდე შეამცირა. მიწოდების შემცირებამ გაზის ფასების ...

Read More »
ირაკლი ღარიბაშვილი: ეკოლოგიის კუთხით თბილისში კატასტროფა გვაქვს

„ენერგეტიკის განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ჩვენი მთავრობის, გვაქვს 26 000 მდინარე და ქვეყანას აქვს უზარმაზარი ჰიდრო-პოტენციალი“ – პრემიერი

ენერგეტიკის განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური გუნდის, ჩვენი მთავრობის. ამასთან დაკავშირებით აქტიურად ვმუშაობთ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, – ამის შესახებ პრემიერმა პარლამენტში ირაკლი მეზურნიშვილის კითხვის პასუხად განაცხადა. მისივე თქმით, სავალუტო ფონდთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, ენერგეტიკა უნდა განვითარდეს და უნდა გაიზარდოს გენერაცია. „2 თვის წინ დაახლოებით მე დავაანონსე რომ ახალ პროგრამას ვამზადებთ, გვინდა, ენერგეტიკის განვითარების ახალი პროგრამა დავიწყოთ, შევთავაზოთ ჩვენს ინვესტორებს ...

Read More »

ეკვადორმა შესაძლოა ნავთობის ექსპორტი შეაჩეროს

“Petroecuador-მა უკვე გააკეთა განცხადება ნავთობის ექსპორტის იძულებითი შეჩერების შესაძლებლობის შესახებ, თუ ადგილობრივი პროტესტი კვლავ შეაფერხებს წარმოებას”, – ამის შესახებ სახელმწიფო ნავთობკომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, იტალო ცედენომ განაცხადა. „თუ რაიმე მომენტში ჩვენს რეზერვუარებში – ლაგო აგრიოში, ბალაოში, ამაზონასში, პუნტა გორდაში არ იქნება მეტი ნავთობი, ვიდრე მხოლოდ შიდა მოხმარებისთვის, აშკარაა, რომ ჩვენ მოგვიწევს ექსპორტის შეჩერება“, – თქვა მან პრესკონფერენციაზე. კომპანიამ წინასწარ გამოაცხადა ფორსმაჟორული ...

Read More »

პრემიერი შავი ზღვის კაბელის პროექტზე: ბევრი კომპანიაა დაინტერესებული

პრემიერის განცხადებით, შავი ზღვის კაბელის პროექტზე ევროკავშირთან საუბარი მიმდინარეობს. მისი თქმით, ამ მიმართულებით ბევრი კომპანიაც არის დაინტერესებული. “ევროკომისარი ვარჰეი, როცა იყო ჩამოსული შარშან, სწორედ მას შევთავაზეთ ერთ-ერთ პროექტად შავი ზღვის კაბელის პროექტი. „პრე-ფიზიბილითი“ დასრულებულია, „ფიზიბილითი“-ზე გადავა ახლა სამინისტრო და ამის შემდეგ უნდა ვნახოთ, ინტერესთა გამოხატვა უნდა გამოვაცხადოთ, ძალიან ბევრი კომპანიაც არის დაინტერესებული და ამ მიმართულებით მუშაობა იქნება გააქტიურებული,“- განაცხადა ირაკლი ...

Read More »
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების იმპორტზე აქციზის მოხსნასთან დაკავშირებით ინიციატივით გამოდის

მაისის თვეში საავტომობილო ზეთებისა და საავიაციო ნავთის იმპორტი გაიზარდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით: 2022 წლის მაისის თვის განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 1,81 ათასი ტონა, რაც 0,01 ათასი ტონით ანუ 0,5%-ით მეტია წინა თვის მაჩვენებელთან (1,80 ათასი ტონა) შედარებით და 0,04 ათასი ტონით ანუ 2,2%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (1,77 ათასი ტონა) შედარებით. 2022 წლის მაისის თვეში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქეთიდან – 0,33 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 18,2%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: ირანი – 0,30 ათასი ტონა (16,6%), რუსეთი – 0,23 ...

Read More »
ახალი სიტყვა განახლებედი ენერგიის წარმოებაში

პრემიერი: 13 ქარისა და 31 მზის სადგურის განვითარების თაობაზე მემორანდუმები გაფორმებულია

მთავრობა ენერგეტიკის განვითარების ახალი პროგრამის შემუშავებისთვის ემზადება. პრემიერ-მინისტრის განმარტებით, საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ერთად მიმდინარეობს. “გვინდა, რომ ენერგეტიკის განვითარების ახალი პროგრამა დავიწყოთ. ეს მე ორი თვის წინ დავაანონსე. PPA-ის სტრუქტურის დაბრუნებას ვაპირებთ. კონკრეტული გეგმები გვაქვს. მოლაპარაკებები გვაქვს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. გენერაცია უნდა უსწრებდეს ეკონომიკურ ზრდას, ჩვენ კიდე პირიქით გვაქვს. არის ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და მას გენერაცია ვერ ეწევა. ...

Read More »

ჯო ბაიდენმა კონგრესს მოუწოდა, ბენზინზე ფედერალური გადასახადი სამი თვით შეაჩეროს, რათა ფასის რეკორდულ ზრდას გაუმკლავდეს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კონგრესს მოუწოდა, ბენზინზე ფედერალური გადასახადი სამი თვით შეაჩეროს, რათა ფასის რეკორდულ ზრდას გაუმკლავდეს. ამის შესახებ ჯო ბაიდენმა მიმართვისას განაცხადა. თუმცა როგორც სააგენტო „როიტერი“ აღნიშნავს, ბაიდენის თანაპარტიელი კანონმდებლების მხრიდან წინააღმდეგობა ნაკლებად სავარაუდოს ხდის, რომ კონგრესი პრეზიდენტის თხოვნას დააკმაყოფილებს. როგორც ბაიდენმა აღნიშნა, ამერიკელი ოჯახები, რომლებსაც ბენზინისთვის გაცილებით მეტის გადახდა უწევთ, რაც გამოწვეულია ნაწილობრივ რუსეთის ინტერვენციით უკრაინაში, იმსახურებენ ფინანსურ შემსუბუქებას. „მე ...

Read More »
აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგებისთვის გაწეული მილიონობით ლარი ჩამოიწრება

დღეს თბილისის უბნების ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების გამო, 23 ივნისს თბილისის უბნების გარკვეულ ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეტრიწის ქუჩის მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას III კვარტალის, ნუცუბიძის და მარგიანის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ) და თამარაშვილის ქუჩის მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი თხინვალას ...

Read More »
მსოფლიოში უდიდესი ქვანახშირის მომპოვებელი კომპანია გაკოტრებულია

ევროკავშირი დროებით დაუბრუნდება ქვანახშირის გამოყენებას რუსული გაზის დეფიციტის ასანაზღაურებლად

ევროკომისიის საერთაშორისო საქმეთა და კლიმატის დაფინანსების საკითხებში აღმასრულებელმა დირექტორმა ელინა ბარდრამმა განაცხადა, რომ ევროკავშირი დროებით დაუბრუნდება ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურებს რუსული გაზის დეფიციტის ასანაზღაურებლად. „უკრაინაში რუსეთის უკანონო შეჭრამ ევროკავშირში საგანგებო ვითარება გამოიწვია. ჩვენ თვალს ვადევნებთ პუტინის ადმინისტრაციის უკიდურესად უხეშ ნაბიჯებს გაზის მიწოდების მკვეთრად შემცირების მიზნით და უაღრესად მნიშვნელოვან ზომებს ვიღებთ, მაგრამ ყველა ეს ზომა დროებითია“, – განაცხადა ევროკომისიის მაღალჩინოსანმა. მისი თქმით, ევროკავშირში ...

Read More »