Author Archives: admin

ევროპაში გვალვის გამო დამშრალ მდინარეებში ჩნდება „შიმშილის ქვები“ — გაფრთხილება წარსულიდან

ძლიერი გვალვა ევროპაში მდინარეებს აშრობს, რის შედეგადაც, ჩნდება საუკუნეების წინ ამოტვიფრული ქვები, რომლებიც მომავალ თაობას მოსალოდნელი ძნელბედობის შესახებ აფრთხილებს. გამოცემა Miami Herald-ის ცნობით, ადგილობრივები იუწყებიან, რომ დამშრალ მდინარეებში ჩნდება საუკუნეების წინანდელი ლოდები, რომლებსაც „შიმშილის ქვებს“ უწოდებენ. ერთ-ერთი ასეთი ქვა ჩეხეთში, მდინარე ელბას ნაპირზე გამოჩნდა. ლოდი 1616 წლით თარიღდება და მასზე გაფრთხილება გერმანულ ენაზეა ამოტვიფრული: „Wenn du mich seehst, dann weine“, ...

Read More »

ნავთობის ფასი შემცირდა

2022 წლის  19 აგვისტოს ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  96.31 (-0.28)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  90.45 (-0.05)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

CoinGecko: კრიპტოთი დაინტერესებული ქვეყნების სიაში საქართველო მე-7 ადგილზეა

კრიპტოვალუტებით დაინტერესებული ქვეყნების სიაში საქართველო მეშვიდე ადგილს იკავებს, – ამის შესახებ ავტორიტეტული კრიპტოპლატფორმის, CoinGecko-ს უახლეს კვლევაში ვკითხულობთ, რომლის შესახებ Bloomberg-ი წერს. აღნიშნული კვლევა Google Trends-ის მონაცემებს ეფუძნება და ამა წლის აპრილის შემდგომ პერიოდს მოიცავს. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ძებნისთვის „buy crypto”-ს ან „invest in crypto”-ს მსგავსი ინგლისურენოვანი ფრაზები შეირჩა, რაც საქართველოში კრიპტოვალუტების მიმართ ინტერესს კიდევ უფრო უსვამს ხაზს. კრიპტოვალუტებით ...

Read More »

რუსეთში მასშტაბური ტყის ხანძარია – მოსკოვის ოლქში უმაღლესი დონის ხანძარსაშიში მდგომარეობა ცხადდება

მოსკოვის ოლქის სიახლოვეს ბდებარე რიაზანის ოლქი მასშტაბური ხანძარია. უახლოეს პერიოდში, უმაღლესი დონის ხანძარსაშიში მდგომარეობის გამოცხადებაა მოსალოდნელი მოსკოვის ოლქშიც, რადგან რიაზანის ოლქის ტერიტორიაზე ხანძრის მასშტაბი უკე 84,8 ათას ჰექტარზეა გავრცელებული.

Read More »

რეჯეფ თაიფ ერდოღანი ვლადიმერ პუტინთან ​ზაპოროჟიეს ატომური ელექსტროსადგურის გარშემო შექმნილი ვითარების განხილვას აპირებს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ვლადიმერ პუტინთან ​ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო შექმნილი ვითარების განხილვას აპირებს. „ჩვენ განვიხილავთ ამ საკითხს პუტინთან და ვთხოვ მას, რომ რუსეთმა გააკეთოს რაც აუცილებელია, როგორც მნიშვნელოვანი ნაბიჯი მსოფლიო მშვიდობისთვის“, – განაცხადა ერდოღანმა. შეგახსენებთ, თურქეთის პრეზიდენტი 18 აგვისტოს სტუმრობდა უკრაინას. ის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ლვოვში შეხვდა. ასევე გაიმართა მოლაპარაკებები, რომელშიც გაერო-ს გენერალური მდივანიც მონაწილეობდა. ლიდერებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ შექმნილ მდგომარეობაზეც ისაუბრეს. გაერო მოითხოვს, რომ სადგური და ...

Read More »

ევროპისკენ დიზელით დატვირთული ტანკერები დაიძრა

მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი საზღვაო გადამზიდი კომპანია Vortexa-ს ინფორმაციით, აზიიდან ევროპისკენ ტვირთების ნაკადები ხუთთვიან მაქსიმუმს აღწევს. გემების ფლოტს მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი საწვავი, დიზელი მიაქვს ევროპისკენ. Vortexa-ს წინასწარი მონაცემების მიხედვით, აგვისტოში აზიიდან ევროპაში ხუთი ტანკერი ჩავა, რომლებიც 3 მილიონ ბარელ საწვავს გადაიტანენ. BBC-ს ინფორმაციით, რთული ზამთრის დადგომამდე, ჯერ ენერგია ევროპას ცხელი ზაფხულის გადასატანად სჭირდება. წყარო: gbc.ge

Read More »

„როიტერი“ – რუსეთი 2022 წელს ენერგორესურსების ექსპორტიდან შემოსავლების 100 მილიარდი დოლარით გაზრდას ელოდება

რუსეთი 2022 წელს ენერგორესურსების ექსპორტიდან შემოსავლების 100 მილიარდი დოლარით გაზრდას ელოდება. ამის მიზეზად მოსკოვში ნავთობის ექსპორტის და გაზის გაძვირებას უკავშირებენ. აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ რუსეთის ეკონომიკის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. მათი პროგნოზებით, 2022 წელს, ენერგორესურსების გაყიდვის შედეგად, რუსეთის შემოსავლები 338 მილიარდ დოლარს მიაღწევს. ეს დაახლოებით 100 მილიარდით მეტია, ვიდრე 2021 წელს იყო. „როიტერის“ ცნობით, ეს შემოსავალი დაეხმარება რუსეთს ეკონომიკის განმტკიცებაში, რომელსაც ზიანს აყენებს ...

Read More »

გერმანიის ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ რუსული გაზსადენის „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ამუშავების იდეას მხარს არ უჭერს

გერმანიის ფინანსთა მინისტრმა, კრისტიან ლინდნერმა განაცხადა, რომ არ უჭერს მხარს რუსული გაზსადენის „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ამუშავების იდეას. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული გაზსადენის ამოქმედების წინადადებით გერმანიის ვიცე-სპიკერი ვოლფგანგ კუბიკი გამოვიდა. გერმანიის ფინანსთა მინისტრის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ლინდნერი მიიჩნევს, რომ კუბიკის ინიციატივა „არასწორი და აბსურდულია“. გერმანიის ვიცე-სპიკერის შეთავაზება ასევე უარყვეს გერმანიის ფედერალურ მთავრობაშიც. მათი თქმით, ბერლინი არ გეგმავს გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ამოქმედებას და პროექტის განახლებაზე საუბარიც კი ზედმეტია. ...

Read More »

ომის ფონზე ქვანახშირზე მოთხოვნა წელს ისტორიულ მაქსიმუმს დაუბრუნდება

მიუხედავად მსოფლიო ეკონომიკის შენელებისა და ჩინეთში ლოკდაუნისა, რუსეთის მიერ მიწოდების შემცირების შემდეგ ბუნებრივ აირზე ფასების ზრდა ქვანახშირის მოხმარებას მკვეთრად ზრდის. ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) ახალი ანგარიშის თანახმად, მიმდინარე ეკონომიკური და საბაზრო ტენდენციების გათვალისწინებით, 2022 წელს ქვანახშირის მოხმარება 0.7%-ით, 8 მილიარდ ტონამდე გაიზრდება. ბოლოს ქვანახშირზე ამგვარი მოთხოვნა 2013 წელს იყო, როდესაც მოთხოვნის დონემ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. 2021 წელს ქვანახშირზე მომუშავე გენერატორებით ...

Read More »

დმიტრო კულება გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-სპიკერს პასუხობს – რუსულ გაზზე დამოკიდებულება კლავს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-სპიკერის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც მოუწოდა გერმანიას, გახსნას „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მილსადენი, რათა ზამთრამდე გერმანიამ მარაგის შევსება მოახერხოს, შემდეგ კი ისევ შეაჩეროს მისი მუშაობა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ამ განცხადებას სრულიად არარაციონალურს უწოდებს. „ეს მაგონებს ნარკომანიას, როცა ადამიანი ამბობს, „ბოლოჯერ“. რომელიც ვერ აცნობიერებს დამანგრეველ შედეგს ვერც ერთი „ბოლო მცდელობის დროს“. რუსულ გაზზე დამოკიდებულება ...

Read More »