Author Archives: admin

დიდთოვლობის გამო მაღალმთიან აჭარაში 4 ათასი აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე რჩება

დიდთოვლობის გამო მაღალმთიან აჭარაში ოთხი ათასი აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე რჩება. უამინდობამ ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა. შუახევში, ქედასა და ხელვაჩაურში რამდენიმე ადგილზე მეწყრული პროცესები განვითარდა. სპეციალური ტექნიკით გაწმენდითი სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ხულოში ცენტრალური გზა გაწმენდილია, თუმცა ტრანსპორტის გადაადგილება რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულთან დამაკავშირებელ გზაზე კვლავ შეფერხებულია.

Read More »

“ენერგო-პრო ჯორჯია”: მესტიაში დენის მოხმარება არ შემცირებულა

რეგიონებში ელექტროენერგიის გამანაწილებელ კომპანია “ენერგო-პრო ჯორჯიაში” აცხადებენ, რომ მესტიაში დენის მოხმარება არ შემცირებულა. რადიო თავისუფლებას კომპანიის პრესსამსახურში უთხრეს, რომ მოსახლეობა იმავე მოცულობის ელექტროენერგიას მოიხმარს ახალი წლის დღეებში, რასაც მანამდე მოიხმარდა. ხატზე დაფიცების შემდეგ, არსებობდა მოლოდინი, რომ რეგიონში დენის მოხმარება შემცირდებოდა. 30 დეკემბერს მესტიელებმა დაიფიცეს, რომ მაინერებს გამორთავდნენ. ახლა დაზუსტებით იმის თქმა შეუძლებელია, ეს არის ახალი წლისთვის ტურისტების ნაკადის გამო გაზრდილი ...

Read More »
სექტემბერში საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ენერგეტიკისთვის 3 უმნიშვნელოვანეს პროექტს დაასრულებს

სსე-სთვის ბაზრის ოპერატორის საფასური დადგინდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის“ ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერატორის მომსახურების საფასური დაადგინა. 2022-2025 სატარიფო წლების მომსახურების საფასურად განისაზღვრა 7 226 ლარი/დღე. ორგანიზებული ბაზრების ამოქმედების შემდგომ პერიოდში, საფასურის ჯამური მოცულობა გადასახდელად გადაუნაწილდება საბითუმო ბაზრის ყველა დამოუკიდებელ მონაწილეს. საფასურის გაანგარიშება და ასანაზღაურებლად წარდგენა განხორციელდება „ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესებით“ განსაზღვრული მეთოდოლოგიის შესაბამისად. ...

Read More »

ყაზახეთის მთავრობა საწვავზე ფასების ზრდის გამო გადადგა

ყახაზეთში მთავრობა პრემიერ-მინისტრ ასკარ მამინის ხელმძღვანელობით გადადგა. ქვეყნის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ქვეყანაში მიმდინარე მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე მთავრობის გადადგომის შესახებ გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. პრემიერ-მინისტრის მოვალეობის დროებით შემსრულებლად ალიხან სმილოვი დაინიშნა. მთავრობის წევრები ახალი მთავრობის ფორმირებამდე მოვალეობის შესრულებას გააგრძელებენ. „მთავრობისა და სამხედრო ოფისების თავდასხმაზე მოწოდებები აბსოლუტურად უკანონოა. ხელისუფლება არ დაეცემა, მაგრამ ჩვენ გვინდა ურთიერთნდობა, დიალოგი და არა – კონფლიქტი“, – განაცხადა თოყაევმა რამდენიმე საათით ...

Read More »

ევროკავშირს ატომური და გაზის ელოქტროსადგურების „მწვანედ” კლასიფიცირება სურს

გლაზგოს კლიმატის ცვლილებებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე გერმანია და ევროკავშირის 4 სხვა ქვეყანა ევროკავშირის მიერ ბირთვული ენერგიის ეკოლოგიურად სუფთა ენერგიად კლასიფიცირების წინააღმდეგ ერთობლივი დეკლარაციით წარდგნენ. ბირთვული ენერგიის ეკოლოგიურად სუფთა ენერგიად ცნობის წინააღმდეგ გამოსვლასთან ერთად გერმანია ბუნებრივ აირზე მომუშავე ელექტროსადგურებისთვის დამაბრკოლებელი გარემოებების შექმნის გადავადების წინადადებით გამოდიოდა. ევროკავშირის კომისიის მიერ შემუშავებულ და წევრი-სახელმწიფოებისათვის დაგზავნილ დოკუმენტში შესული წინადადებები, ექსპერტთა აზრით, კომპრომისულია და ორი დიდი სახელმწიფოს, ...

Read More »

კლიმატის ცვლილება მარჯნის რიფებს ანადგურებს

ბუნებრივი კატასტროფების ზრდა — ტყის ხანძრები, გვალვები და სითბური ტალღები — ალბათ ყველაზე შესამჩნევი მოვლენებია, რომლებიც კლიმატის ცვლილება მოიტანა; მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის 2021 წლის მოხსენების მიხედვით, დედამიწის გათბობამ ამინდთან დაკავშირებული ასეთი მოვლენები ბოლო 50 წელიწადში ხუთჯერ გაახშირა. თუმცა, გასულ ათწლეულში კლიმატის ცვლილების ერთ-ერთი უდიდესი გავლენა წყალქვეშ მოხდა. მაღალი ტემპერატურის გამო, მარჯნის რიფებმა მოიშორეს სიმბიოზური წყალმცენარეები, რომლებიც მათ გადარჩენაში ეხმარებოდნენ. შედეგად, რიფები გათეთრდა ...

Read More »

ევროპაში გაზის ფასი გაიზარდა

2022 წლის პირველი სავაჭრო დღის  დასასრულისთვის ევროპაში გაზის ფიუჩერსების ფასები ათას კუბურ მეტრზე 1 000 აშშ დოლარს მიუახლოვდა. გაზის თებერვლის ფიუჩერსების ფასმა ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში ვაჭრობის გახსნისას ათას კუბურ მეტრზე 817 აშშ დოლარს შეადგენდა, მოგვიანებით კლების ტემპი 771,2 დოლარამდე დაეცა. თუმცა, დღის მიწურულს ფასმა დაიწყო სტაბილური ზრდა და დახურვის ფასი 982,6 აშშ დოლარამდე გაიზარდა, რაც 19,6%-ით მეტია პარასკევის სამიზნე ღირებულებაზე. შეგახსენებთ, რომ 21-22 დეკემბერს გაზი ევროპის ბაზარზე $2 000-ზე ...

Read More »

დანიას შიდა ფრენებიდან წიაღისეული საწვავის ამოღება 2030 წლამდე სურს

დანიის მთავრობა შიდა ფრენების წიაღისეული საწვავისგან გათავისუფლებას 2030 წლისთვის გეგმავს. BBC პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიკსენის საახალწლო მიმართვას ავრცელებს, რომელშიც ის გამოთქვამს სურვილს, „ფრენები გაამწვანოს“. თუმცა პრემიერ-მინისტრი აღიარებს, რომ ამ მიზნის მისაღწევად გამოსავალი ჯერ არ უპოვნია. დანია მიზნად ისახავს, 2030 წლისთვის ნახშირბადის მთლიანი გამონაბოლქვი, 1990 წელთან შედარებით, 70%-ით შეამციროს. ”მოგზაურობა არის ცხოვრება და ამიტომაც დავფრინავთ. როცა მსოფლიოს სხვა ქვეყნები ძალიან ნელა მოქმედებენ, ...

Read More »

2021 წელს საქართველოში ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი 64.4%-ით გაძვირდა

საქსტატის მონაცემებით, ბოლო ერთ წელში საქართველოში ფასი 264 დასახელების პროდუქტზე გაიზარდა. ინფლაციის მაჩვენებელი ბოლო ერთ წელში 13,9 პროცენტია. გაძვირებული პროდუქტისა და მომსახურების ჩამონათვალში მოხვდა კომუნალური გადასახადები, საყოფაცხოვრებო ნივთები, ბოსტნეული და ხილი. ყველაზე მეტად გაძვირებულ პროდუქტებს შორის მოხვდა ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი და საწვავი. გაძვირებულია წყლისა და ნაგვის გატანის მოსახურების ღირებულებაც: წყლის გადასახდელი – 77,37%; ბუნებრივი გაზის გადასახდელი – 76,59%; ელექტროენერგიის გადასახდელი ...

Read More »

მსოფლიოში ნავთობის ფასი გაიზარდა

2022 წლის 3 იანვრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  79,06 (+ 0,10%)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  76,15 (+  0,09%)  დოლარი/ბარელზე.

Read More »