Author Archives: admin

აშშ-ის ხელისუფლებას სურს შემოიღოს ზღვრული ფასის არა მხოლოდ რუსულ ნავთობზე, არამედ ნავთობპროდუქტებზეც

ვაშინგტონის აზრით, აშშ-ის მიერ შეთავაზებული რუსულ ნავთობზე ზღვრული ფასები უნდა გავრცელდეს ასევე ნავთობპროდუქტებზეც, Bloomberg ფინანსთა მინისტრის თანაშემწის მოადგილე კეტრინ ვოლფრამზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”.   ვოლფრამის თქმით, რუსულ ნავთობზე ზღვრული ფასის წინადადება ნავთობპროდუქტებზეც ვრცელდება“, – წერს სააგენტო.   მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ აწარმოებს მოლაპარაკებებს OPEC-თან იმ საკითხზე, თუ როგორ იმოქმედებს დაგეგმილი ზღვარი ნავთობის ფასებზე. ასევე ნათქვამია, რომ ჩინეთი ...

Read More »
საქართველომ გაზპრომთან შეთანხმებას მიაღწია

პოლონეთმა სანქციების სიაში „გაზპრომ ექსპორტი“ დაამატა

ვარშავამ რუსული კომპანია „გაზპრომ ექსპორტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ამის შესახებ დასავლური მედია პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება. სამინისტრომ განაცხადა, რომ  კომპანიის აქტივების გაყინვის გადაწყვეტილება მიიღეს. ასევე პოლონეთი „გაზპრომ ექსპორტის“ ფინანსურ და ეკონომიკურ აქტივებზე წვდომაზე უარს აცხადებს. მაისის ბოლოდან პოლონეთს, ბულგარეთს, ფინეთსა და ნიდერლანდებს, ახალი გადახდის სისტემის მიღებაზე უარის გამო (რუბლებში გადახდა), რუსული გაზი აღარ მიეწოდებათ.

Read More »

შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” განცხადებას ავრცელებს

შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” განცხადებას ავრცელებს: გაცნობებთ, რომ შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” მ/წ 4 ოქტომბერს „ქუთაისი 1“-ისა და წყალტუბოს გაზგამანაწილებელ სადგურებში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 4 ოქტომბერს 04:00დან 18:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ წყალტუბოსა და მესხეთის გაზგამანაწილებელი სადგურების მომხმარებლებს. კერძოდ, აღნიშნული შეზღუდვა შეეხებათ ქალაქ წყალტუბოსა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ფარცხანაყანები, მაღლაკი, თერნალი, უმბრა, ...

Read More »
აზერბაიჯანული "სოკარი" რუსულ "გაზპრომთან" მოლაპარაკებებს აწარმოებს

ესტონეთი, პირველი იანვრიდან რუსული გაზის იმპორტს ოფიციალურად აკრძალავს

ესტონეთის მთავრობამ მიიღო დადგენილება, რომელის საუძველზეც 2023 წლიდან რუსეთიდან ბუნებრივი აირს აღარ შეისყიდის. აკრძალვა ასევე გავრცელდება ტრანზიტთან, ბუნებრივი აირის იმპორტთან და სადისტრიბუციო ქსელებში ტრანზიტის ან ინექციის მიზნით შესყიდვასთან დაკავშირებულ მომსახურების გაწევაზე. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას რეინსალუმ აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ აპრილში, ესტონეთის მთავრობამ ქვეყანაში რუსული გაზის იმპორტი 2022 წლის ბოლომდე შეაჩერა. ახლა ეს გადაწყვეტილება უკვე ოფიციალურია. „ჩვენი მიზანია რუსეთზე ზეწოლა, ...

Read More »

IAEA-ს ხელმძღვანელი კიევსა და მოსკოვს ეწვევა

რუსული ძალების მიერ უკრაინის ზაპორიჟჟიას ატომური ელექტროსადგურის გენერალური დირექტორის, იჰორ მურაშოვის დაკავების შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელი რაფაელ გროსი უკრაინასა და რუსეთს ეწვევა. ამის შესახებ IAEA-ს პრესსამსახური იტყობინება. „ქარხნის პერსონალის ნებისმიერი წევრის ასეთი დაკავება იქნება თავისთავად სერიოზული შეშფოთების წყარო, მაგრამ ამას ასევე ექნება ფსიქოლოგიური გავლენა ზეწოლა დანარჩენ პერსონალზე, რაც საზიანოა ბირთვული უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა გროსიმ. როგორც ...

Read More »
აზერბაიჯანული გაზის პირველი მიწოდება ევროპაში 2019 წლის ბოლოსთვის დაიწყება

თურქეთი-ირანის გაზსადენით გაზის ტრანზიტი შეჩერდა

ირანი-თურქეთის მილსადენზე გაზის მიწოდება 2-დან 9 ოქტომბრამდე გეგმიური ტექნიკური და სარემონტო სამუშაოების გამო შეჩერდება. ამის შესახებ თურქეთის სახელმწიფო კომპანია Boru Hatları ile Petrol Taşıma AŞ (BOTAŞ) იტყობინება. კომპანიაში აღნიშნეს, რომ ეს არ იმოქმედებს მიწოდებისა და მოთხოვნის ბალანსზე. „გაზსადენზე დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით, თურქეთის სატრანსპორტო ქსელს გურბულაკში შესასვლელი პუნქტიდან 8 დღის განმავლობაში გაზი არ მიეწოდება“, – ნათქვამია ანგარიშში.

Read More »

Baltic Pipe-ს მილსადენით დანიიდან პოლონეთში, ნორვეგიული გაზის ტრანზიტი დაიწყო

ახალი ბალტიის მილსადენით გაზის ამოტუმბვა დაიწყო, რომლითაც ნორვეგიული „ლურჯი საწვავი“ დანიის გავლით პოლონეთს მიეწოდება. ამის შესახებ პოლონეთის გაზსადენების ქსელის Gaz-System-ის ოპერატორის პრესსამსახურში აცხადებენ. გავრცელებული ინფორმაციით, გაზსადენის გაშვება დაგეგმილ ვადებში შედგა. „დღეს ისტორიული დღეა! გაზის მიწოდება დაიწყო Baltic Pipe-ით“, – ნათქვამია განცხადებაში. Baltic Pipe-ის დადგმული სიმძლავრე წელიწადში 10 მილიარდი კუბური მეტრია. გაზსადენის საზეიმო გახსნა 27 სექტემბერს გაიმართა.

Read More »

ურსულა ფონ დერ ლაიენი: საბერძნეთსა და ბულგარეთს შორის ამოქმედებული გაზსადენი, ბაზარზე თამაშის წესებს შეცვლის

IGB ინტერკონექტორი შეცვლის თამაშის წესებს ბაზარზე და საშუალებას მოგვცემს განთავისუფლდეთ რუსულ გაზზე დამოკიდებულებისგან. ამის შესახებ  ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა Twitter-ზე დაწერა. „ეს მილსადენი ცვვლის თამაშის წესებს ბულგარეთისთვის. ეს არის საკვანძო პროექტი ევროპის ენერგოუსაფრთხოებისთვის. ევრპას აქვს ყველა შესაძლებლობა, რომ რუსული წიაღისეულისგან გათავისუფლდეს“, – განაცხადა ფორ დერ ლაიენმა გაზსადენის გახსნის ცერემონალზე.

Read More »

ილჰამ ალიევი: აზერბაიჯანი ევროპისთვის გაზის საიმედო მიმწოდებელი გახდა

დღეს აზერბაიჯანი გახდა ევროპისთვის გაზის საიმედო მიმწოდებელი და მალე ელექტროენერგიის მიმწოდებელიც გახდება. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა შაბათს, სოფიაში საბერძნეთ-ბულგარეთის გაზის დამაკავშირებელი ხაზის (IGB) გახსნის ცერემონიაზე განაცხადა. „გასულ წელს აზერბაიჯანიდან ევროპაში გაზის ექსპორტმა 19 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა. წელს კი 22 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ექსპორტი იგეგმება“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

Read More »

თალიბებმა რუსული ნავთობპროდუქტების, ბუნებრივი აირისა და ხორბლის იმპორტთან დაკავშირებით შეთანხმებას ხელი მოაწერეს

თალიბებმა ავღანეთისთვის ბენზინის, დიზელის, ბუნებრივი აირისა და ხორბლის მიწოდებასთან დაკავშირებით რუსეთთან დროებითი შეთანხმება გააფორმეს. ავღანეთის კომერციისა და ინდუსტრიის მინისტრ ჰაჯი აზიზის განცხადებით, მისი სამინისტრო სავაჭრო პარტნიორების დივერსიფიკაციის საკითხზე მუშაობს, ხოლო რუსეთმა მათ საქონლის საშუალო გლობალურ ფასზე შესთავაზა ფასდაკლება. რუსეთთან ხელშეკრულების გაფორმება პირველი ცნობილი საერთაშორისო ეკონომიკური გარიგებაა, რომელიც თალიბებმა ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ გააფორმეს. აღნიშნული ნაბიჯი შესაძლოა, ისლამისტურ მოძრაობას იზოლაციის შემსუბუქებაში დაეხმაროს, ...

Read More »