Author Archives: admin

გაერო ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე: შესაძლოა, კატასტროფამდე მივიდეთ

გაეროს გენერალური მდივანი ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე შექმნილი ვითარებით „სერიოზულად შეშფოთებულია”. ანტონიო გუტერეშის თქმით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გავრცელებულმა ცნობებმა „უფრო ღრმად შემაშფოთებელი ინციდენტების“ შესახებ, შესაძლოა, „კატასტროფამდე მიგვიყვანოს“.  ის მხარეებს მოუწოდებს, გაიყვანონ სამხედრო პერსონალი და აღჭურვილობა ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან. „მკაფიოდ უნდა განვაცხადოთ, რომ ზაპორიჟიეს ან უკრაინის სხვა ბირთვული ობიექტის ნებისმიერ პოტენციურ დაზიანებას შესაძლოა, კატასტროფული შედეგები მოჰყვეს არამხოლოდ უშუალოდ სადგურების სიახლოვეს, არამედ, რეგიონსა ...

Read More »

საწვავის გაძვირების გამო Ryanair-ის 1 და 10 ევროიანი ტარიფები გაქრებასაწვავის გაძვირების გამო Ryanair-ის 1 და 10 ევროიანი ტარიფები გაქრება

საწვავზე ფასის ზრდის გამო Ryanair -ის 10 ევროიანი ბილეთები რამდენიმე წლის განმავლობაში ხელმისაწვდომი აღარ იქნება, ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავიაკომპანიის ხელმძღვანელის განცხადებაზე  დაყრდნობით ავრცელებს. როგორც მაიკლ ო`ლირიმ  BBC Radio – ს გადაცემა 4’s Today-ისთან ინტერვიუში აღნიშნა, მოსალოდნელია, რომ მგზავრობის  საფასური მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში 10 ევროთი გაიზრდება, გასული წლის დაახლოებით 40 ევროიანი  ბილეთის საფასური 2027 წლისთვის 50 ევრომდე გახდება. როგორც მან BBC ...

Read More »
USAID-ის დახმარებით გაზსადენის სამი მონაკვეთის აღდგენა-რეაბილიტაცია განხორციელდა

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია წყალტუბოს მუნიციპალიტეტში გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, მთავრობის განკარგულების საფუძველზე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 7 დასახლებულ პუნქტში გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს. ცხუნკურში, ყუმისთავში, ოფურჩხეთში, გუმათში, ჟონეთში, ნამოხვანსა და საკირეში პროექტის ფარგლებში, ჯამურად, აშენდება 118 022 გრძივი მეტრი გაზსადენი, რაც 1356 ადგილობრივ მოსახლეს საშუალებას მისცემს ისარგებლოს ბუნებრივი გაზით. სამუშაოების ღირებულება შეადგენს 8 347 035 ლარს. გაზიფიცირების გეგმის ფარგლებში, ამჟამად, სამშენებლო, ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულებულია, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ...

Read More »

ინფლაცია ევროპაში: გერმანიაში ვარაუდობენ, რომ ენერგორესურსებზე ფასები კიდევ უფრო გაიზრდება

გერმანიის ფინანსთა მინისტრის კრისტიან ლინდნერის განცხადებით, გერმანია 10 მილიარდი ევროს ოდენობის საგადასახადო შეღავათებს შესთავაზებს დასაქმებულებს, რათა უკეთ გაუმკლავდნენ მზარდ ინფლაციას. ივლისში გერმანიაში ინფლაცია მაღალ ნიშნულზე იყო და 7.5 პროცენტი შეადგინა, მაისში კი ამ მონაცემმა 7.9 პროცენტს მიაღწია, რაც 1973 წლის ნავთობის კრიზისის პერიოდიდან მოყოლებული რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი იყო. კრისტიან ლინდნერი აღნიშნავს, რომ ბევრი ადამიანისთვის ყოველდღიური ცხოვრება ძალიან გაძვირდა. ხელისუფლება ვარაუდობს, ...

Read More »

დავით ნარმანია – რუსეთზე ენერგოდამოკიდებული არ ვართ

ხშირად ხდება მანიპულირების საგანი, რომ საქართველო ენერგეტიკულად რუსეთზეა დამოკიდებული – რუსეთზე ენერგოდამოკიდებული არ ვართ,- ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ელექტროენერგიის როგორც აზერბაიჯანიდან, ისე თურქეთიდან შემოტანის შესაძლებლობა აქვს, ბუნებრივ გაზის 90%-ზე მეტი კი აზერბაიჯანიდან შემოდის და მხოლოდ ძალიან მცირე მოცულობის იმპორტი ხდება რუსეთიდან. „ხაზს ვუსვამ, რომ ის, თუ საიდან შემოაქვს ქვეყანას ...

Read More »

მოლდოვა აგვისტოში რუსული გაზის საფასურს წინმსწრებად ვერ დაფარავს

„მოლდოვაგაზის“ ხელმძღვანელი ვადიმ ჩებანი აცხადებს, რომ კომპანია რუსულ „გაზპრომს“ აგვისტოში მოწოდებული გაზის საფასურს წინმსწრებად ვერ გადაუხდის. ეს თანხა „მოლდოვაგაზმა“ 20 აგვისტომდე უნდა დაფაროს. „ახლავე შემიძლია ვთქვა, რომ გადახდას ვერ შევძლებთ. ივლისს დავხურავთ, მაგრამ აგვისტოს ავანსს ვერ გადავიხდით – ეს ცალსახაა. ჩვენ მივმართეთ მიმწოდებელს გადახდების გადადების მოთხოვნით, მაგრამ პასუხი არ მიგვიღია“, – განაცხადა ჩებანმა იგი იმედოვნებს, რომ 1-ელი ოქტომბრიდან, ხელშეკრულების შესაბამისად, ...

Read More »

მოლდოვა ზაპოროჟიეს ბირთვული კატასტროფისთვის ემზადება – კიშინოვის მერია რეკომენდაციებს აქვეყნებს

კიშინოვის მერიამ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ბირთვული კატასტროფის შემთხვევაში მოსახლეობისთვის რეკომენდაციები გამოაქვეყნა. ინფორმაციას NewsMaker ავრცელებს. ატომური კატასტროფის შემთხვევაში მერია მოქალაქეებს, უპირველეს ყოვლისა, დახურულ ოთახში შესვლასა და იქ დარჩენას ურჩევს. რეკომენდაციეაში წერია, რომ ოთახში უნდა დაიხუროს ფანჯრები, კარი და ამოივსოს სავენტილაციო ხვრელები. ასევე, გამოირთოს სავენტილაციო სისტემა, თუკი ასეთი არსებობს. თუ მოქალაქე მანქანაშია, მაშინვე უნდა აწიოს საქარე მინები, გამორთოს ვენტილაცია და დატოვოს დაბინძურების ...

Read More »

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, დროებით ოკუპირებულ ხერსონის ოლქში, კახოვკის ჰიდროელექტროსადგურთან ხიდი ააფეთქეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დროებით ოკუპირებულ ხერსონის ოლქში, კახოვკის ჰიდროელექტროსადგურთან, მდინარე დნეპრზე მდებარე ხიდი სარაკეტო თავდასხმისას ააფეთქეს, რის შედეგადაც ნაგებობა იმდენად დაზიანდა, რომ სარგებლობა შეუძლებელია. რამდენიმე კვირის წინ, უკრაინელმა სამხედროებმა ამერიკული „ჰაიმარსის“ სისტემის საშუალებით, მდინარე დნეპრზე მდებარე ანტონოვსკის ხიდიც ააფეთქეს, რომელსაც რუსული ძალები რაიონის მომარაგებისთვის იყენებდა.

Read More »

თბილისის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის ზოგიერთ რაიონში 11 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ვაკის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), დარიალის, ირაკლი აბაშიძის, ტიციან ტაბიძის, ფალიაშვილის, ცხვედაძის, მიშველაძის და ძმები კიკნაველიძეების ქუჩების მოსახლეობას. კრწანისის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო ...

Read More »
ინოვაცია ენერგეტიკაში

ილონ მასკი TESLA-ს აქციებს ყიდის

ილონ მასკმა Twitter-თან დაკავშირებული სასამართლო პროცესის გამო Tesla-ს $6.9 მილიარდის ღირებულების აქციები გაყიდა. BBC-ის ინფორმაციით, აქციები გასულ კვირას ფირმის აქციონერთა ყოველწლიური შეკრების შემდეგ გაიყიდა. საერთაშორისო გამოცემა ილონ მასკის სიტყვებს ციტირებს, რომლის მიხედვით, მას სჭირდება თანხა იმ შემთხვევაში, თუ Twitter-ის ყიდვა სასამართლოს ძალით მოუწევს. აქციების გაყიდვის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, მასკმა უპასუხა Twitter-ის საშუალებით მისთვის დასმულ კითხვას, დაასრულა თუ არა ტესლას ...

Read More »