Author Archives: admin

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

მემორანდუმს ხელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა გურამ ალექსიძემ მოაწერეს. მემორანდუმი მიზნად ისახავს სამინისტროსა და აკადემიას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას სოფლისა და სოფლის მეურნეობის მდგრადი და უსაფრთხო განვითარების ხელშეწყობისთვის, ასევე, რესურსული პოტენციალის რაციონალური გამოყენების ხელშეწყობას სამეცნიერო პოტენციალის გამოყენების საფუძველზე. „მოხარული ვარ, მემორანდუმის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასთან განახლებული თანამშრომლობის შესაძლებლობით. ვფიქრობ, ერთობლივი ...

Read More »

ბუნებრივი აირის მოხმარების წესები და მოწყობილობების უსაფრთხოება

გაზგამანაწილებელი კომპანია “თბილისი ენერჯის” ტექნიკური დირექტორის მოადგილემ, გიორგი ლეფსვერიძემ პრესკონფერენცია გამართა, სადაც საუბრის მთავარი თემა ზამთრის სეზონის განმავლობაში ბუნებრივი აირის გაზრდილი მოხმარება და აბონენტების შემოწმების სტატისტიკა იყო. „ღია წვის კამერის მქონე გაზის დანადგარების მოხმარების შედეგად, 2022 წელს 12 ადამიანი გარდაიცვალა, ძლიერ ინტოქსირებულია 65 ადამიანი. გასულ წელს ტექნიკური ნორმების დარღვევით დამონტაჟებული, ღია წვის კამერის მქონე დანადგარების მოხმარების გამო საფრთხის ქვეშ 14 471 აბონენტი იყო. უმეტეს ...

Read More »

ინდოეთი გადამუშავებულ რუსულ ნავთობს ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებს აწვდის

ინდოეთი, რუსული ნავთობის შესყიდვებს ზრდის. გადამუშავების შემდეგ კი ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებს აწვდის. ამის შესახებ Bloomberg წერს. გამოცემის ინფორმაციით, ნავთობპროდუქტების მსოფლიო ბაზარზე ინდოეთის როლი მას შემდეგ გაიზარდა, რაც დასავლეთმა რუსეთს ამ პროდუქტზე ემბარგო დაუწესა. სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ნიუ დელის მოსკოვთან თანამშრომლობისთვის არავინ აკრიტიკებს, რადგან ინდოეთის ქმედებები დასავლეთის ე.წ. ორმაგ მიზნებს შეესაბამება. ერთი მხრივ, რუსეთი ენერგომატარებლების გაყიდვით ნაკლებ შემოსავალს იღებს და ...

Read More »
„ენგურჰესი” ჩამქრალი ენერგოსისტემის აღდგენას შეძლებს

რატომ არ უშვებენ აფხაზი ჟურნალისტების ნაწილს ენგურჰესზე

აფხაზი ჟურნალისტების ნაწილმა, რომელთაც ენგურჰესის მონახულება სურდათ, ქართული მხარისგან შესაბამის აკრედიტაციაზე უარი მიიღო. ამის შესახებ აფხაზური „ტელეგრამ” არხები წერენ და ხაზს უსვამენ, რომ ადრე მსგავსი პრობლემა არ შექმნიათ და ასეთი უარი უცნაურია. ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი კი მიიჩნევს, რომ ეს ჟურნალისტები, სავარაუდოდ, არ აკმაყოფილებდნენ აკრედიტაციის პირობებს და ამის შესახებ თავადაც იციან. აფხაზური წყაროების ცნობით, უარი სულ 6-მა ჟურნალისტმა მიიღო. მათივე ცნობით, ...

Read More »
საქართველომ აზერბაიჯანული გაზის იმპორტი გაზარდა

თურქმენეთი უზბეკეთს თხევადი გაზის პარტიას უფასოდ გაუგზავნის

თურქმენეთი თხევადი გაზის პარტიას უზბეკეთში უფასოდ გაუგზავნის, იუწყება Trend-ი თურქმენულ მედიაზე დაყრდნობით. შესაბამის ბრძანებას თურქმენეთის პრეზიდენტმა, სერდარ ბერდიმუჰამედოვმა მეზობელი ქვეყნის მხარდაჭერისა და თურქმენეთსა და უზბეკეთს შორის პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერების მიზნით მოაწერა ხელი. დოკუმენტის მიხედვით, თურქმენგაზის სახელმწიფო კონცერნმა თხევადი გაზის პარტია უზბეკეთს უსასყიდლოდ უნდა გადასცეს. მანამდე უზბეკეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში ცივი ამინდის ფონზე ენერგორესურსების დეფიციტის გამო, გაზის, ქვანახშირის, საწვავის და ელექტროენერგიის იმპორტის გაზრდა ...

Read More »

ევროკავშირის რომელი ქვეყანა მოიხმარს ყველაზე მეტ განახლებად ენერგიას

ევროკავშირში მთლიან მოხმარებულ ენერგიაში განახლებადი ენერგიის წილი  2021 წელს  22.9% იყო. ინფორმაციას ამის შესახებ ევროპის სტატისტიკური სააგენტო Eurostat-ი ავრცელებს. განახლებად ენერგიას ყველაზე მეტს შვედეთში მოიხმარენ. შვედეთი (68.6%) ესტონეთი (61.3%) ლატვია (57.4%) ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი შემდეგ ქვეყნებში ფიქსირდება ირლანდია (5.2%) ნიდერლანდები (7.7%) ბელგია (9.2%). წყარო: commersant.ge

Read More »

ზელენსკი: რუსეთის ბირთვული ინდუსტრიის წინააღმდეგ სანქციები ამოქმედდა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აამოქმედა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება რუსეთის ბირთვული ინდუსტრიის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ. „უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება რუსეთის ატომური ინდუსტრიის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ ძალაში შევიდა. ეს არ არის უკანასკნელი გადაწყვეტილება რუსეთის ამ ინდუსტრიასთან დაკავშირებით. ჩვენი ქმედებების მიზანი ასევე არის ისიც, რომ გავაძლიეროთ ჩვენი დიპლომატების ძალისხმევა, გაავრცელონ გლობალური სანქციები რუსული აგრესიის მანქანის ...

Read More »

რას წარმოადგენს ევროკავშირის „მწვანე შეთანხმების ინდუსტრიული გეგმა“?

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირისთვის „მწვანე შეთანხმების ინდუსტრიული გეგმა“ წარადგინა, რომელიც ბლოკს დაეხმარება, მწვანე ტექნოლოგიების რბოლაში თავისი ადგილი შეინარჩუნოს და კონკურენცია გაუწიოს ჩინეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების მოცულობით სუბსიდიებს. ევროკავშირის „მწვანე შეთანხმების ინდუსტრიული გეგმის“ ფარგლებში, სუფთა ტექნოლოგიების კომპანიებს გამარტივებული წესებითა და სწრაფი ნებართვებით შეეძლებათ ევროპაში საწარმოო ობიექტების აშენება. ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს განცხადებით, შემუშავდება “Net-Zero Industry Act”-ი, რომელიც  მნიშვნელოვან კომპანიებს ევროკავშირის ...

Read More »
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ხელისუფლების დროს, სამ წელიწადში დაიგო 96 კილომეტრი გზა

“ხუდონჰესი” წლის პრიორიტეტებს შორის დასახელდა

პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ორშაბათის სხდომაზე თქვა, რომ მის გუნდს ძალიან ბევრი მასშტაბური პროექტი აქვს დაგეგმილი, რომელიც წელს განხორციელდება – „აქტიურად ვმუშაობთ აეროპორტის პროექტზე, რომელიც 500 მლნ დოლარის ინვესტიციას გულისხმობს, წელსვე გვინდა ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყებაც და ვმუშაობთ ხუდონის პროექტის მოდიფიცირებაზე“. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მსხვილი პროექტების განხორციელება მთავრობის თანამონაწილეობით იგეგმება. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ხუდონჰესის არსებული პროექტის მიხედვით სოფლის, საფლავების, ეკლესიის ...

Read More »

„ნავთობისა და გაზის შესახებ“ კანონში ცვლილებების შესახებ კანონპროექტით, გენერალური ლიცენზიის მინიჭების საკითხი ახლებურად განისაზღვრება

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „ნავთობისა და გაზის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილა. კომიტეტის თავმჯდომარის დავით სონღულაშვილის განცხადებით, კანონპროექტის მიღების შედეგად ახლებურად განისაზღვრება წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის მინიჭება. კერძოდ, რესურსებით სარგებლობის უფლება ტენდერის ან აუქციონის ჩატარების გარეშე მიეცემა მომიჯნავე ფართობის ანალოგიური ლიცენზიის მფლობელს. კონკრეტულად კი აღნიშნული ...

Read More »