Author Archives: admin

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი იზრდება

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 0,69%-ით, 0,5 აშშ დოლარით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 73,26 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »
მშვიდობით ბენზინო! Toyota-მ წყალბადზო მომუშავე  ავტომობილების სერიული გამოშვება დაიწყო

რატომ დააზარალებს ევროკავშირს დიზელის ავტომობილების აკრძალვა?

ვროკავშირში დიზელზე მომუშავე ავტომობილების სრულად აკრძალვას გეგმავენ.  შედეგად, 2035 წლისთვის დიზელზე მომუშავე მანქანების აკრძალვის შედეგად ევროკავშირი (EU) დაახლოებით 500 ათას სამუშაო ადგილს დაკარგავს. გამოცემა Financial Times-ის ინფორმაციით, მათ ნაცვლად ელექტრომობილების ინდუსტრიაში 226 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. ამრიგად, PwC-ის გამოკითხვამ აჩვენა, რომ საავტომობილო ინდუსტრიაში სამუშაო ადგილების წმინდა დანაკარგი დაახლოებით 275 ათასი იქნება. ავტომობილების მიმწოდებელთა ევროპული ასოციაცია აცხადებს, რომ დიზელზე მომუშავე საწარმოები იძულებულნი იქნებიან შეამცირონ პერსონალი „მწვანე“ ტექნოლოგიებზე ...

Read More »

ბიტკოინის ღირებულება გაიზარდა

სავაჭრო ბირჟაზე ბიტკოინის ფასი გასული დღე-ღამის განმავლობაში 5,09%-ით გაიზარდა. Binance-ის ბირჟაზე კრიპტოვალუტის ღირებულება 51,2 ათას აშშ დოლარს შეადგენს. 4 დეკემბერს ბიტკოინის კურსი  დაახლოებით 20%-ით, 42 ათას დოლარამდე დაეცა. ხოლო კრიპტოვალუტის ბაზრის მთლიანი კაპიტალიზაცია 16%-ით, 2 ტრილიონ დოლარამდე შემცირდა. ბიტკოინმა ნოემბერში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 67,630 აშშ დოლარს გადააჭარბა.

Read More »

ქართული ეკოპარანოიის მორიგი გამონათება: “სახ ელ რო” იგივე ГОЭЛРО

ჟურნალისტი და ისტორიკოსი დათო გამცემლიძე ეკო-აქტივისტების საქმიანობას სტატიას უძღვნის, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: როგორც მოსალოდნელი იყო, კლინიკური მოძრაობა, რომელიც დაიწყო ჰიდროფობიით, “მშობლიური ბუნების დაცვის” მოტივებით (სვანეთის ტყის ტოტალურად, ბარბაროსულად გამჩეხავებთან ერთად), შემდეგ განვითარდა ქართული ენერგეტიკიდან უცხოელ ინვესტორთა წარმატებით გაძევებით, დასრულდა იმავე “მშობლიური ენერგეტიკის” ტოტალური ნაციონალიზების, ანუ ყველა ობიექტის კერძო მფლობელისათვის წართმევის და სახელმწიფოსათვის დაბრუნების მოთხოვნით. ამაზე ადვილი რა არის? ბულგაკოვისეული შარიკა ...

Read More »

გერმანია ირანს მოუწოდებს, ბირთვულ მოლაპარაკებებს რეალისტური წინადადებებით დაუბრუნდეს

გერმანია ირანს მოუწოდებს, ბირთვულ მოლაპარაკებებს რეალისტური წინადადებებით დაუბრუნდეს. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა. გერმანიის საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, რომ გასულ კვირას თეირანის მიერ გაკეთებული თითქმის ყველა შეთავაზება მანამდე შეთანხმებულ კომპრომისებს არღვევს. „ირანის წინადადებები მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების საფუძველს არ იძლევა. ყურადღებით და საფუძვლიანად განვიხილეთ წინადადებები და დავასკვენით, რომ ირანმა თითქმის ყველა კომპრომისი დაარღვია, რომელსაც აქამდე მივაღწიეთ თვეების განმავლობაში მძიმე ...

Read More »

„თელასი“ მრიცხველის წაკითხვის ერთიან სისტემაზე გადადის

„თელასი“ მრიცხველის წაკითხვის ერთიან სისტემაზე გადადის. აბონენტის მრიცხველის ჩვენების აღება განხორციელდება თვის ბოლო ოთხი კალენდარული დღის განმავლობაში. შესაბამისი მონაცემები კომპანია ,,თელმიკო“-ს გადაეცემა. მრიცხველის წაკითხვის ერთიან სისტემაზე გადასვლა მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდის ვადის პენსიისა და საარსებო შემწეობის მიღების ვადებზე მორგების მიზნით განხორციელდა. თბილისში მრიცხველის წაკითხვის ერთიან სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, ე.წ. გარდამავალ პერიოდში, მიმდინარე წლის დეკემბერში აბონენტების ნაწილის მრიცხველის წაკითხვა ორჯერ მოხდება ...

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის’ ცნობით, 2021 წლის 6 დეკემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  73.08  (+ 3,20)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  69.49 (+  3,23)  დოლარი/ბარელზე.  

Read More »

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია განცხადებას ავრცელებს

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: “გაცნობებთ, რომ შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” მიმდინარე წლის 7 დეკემბერს ქვემოჭალის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის 7 დეკემბერს 11:00 დან 13:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შესაძლებელია შეეზღუდოს, კასპის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ქვემო ჭალას, ახალშენს, ბოჟამს, გორაკას, ვაკეს, თოგოიანს, იგოეთს, მრგვალიჭალას, პანტიანს, საკორინთლოსა და სამთავისს. შპს ...

Read More »

დღეს, თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 7 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, ვაშლიჯვრის დასახლების, გელოვანის გამზირის, სოფელ დიღმის (ნაწილობრივ), დიდგორის, პეტრიწის, პეტრე სარაჯიშვილის, გოძიაშვილის, ლიხაურის, კოსტავას, ფანასკერტელ-ციციშვილის, მიხეილ თამარაშვილის, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეებისა და ბახტრიონის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა ...

Read More »

ანგელა ვილკინსონი: ენერგორესურსების პოტენციალის დიდი ნაწილი გამოუყენებელი რჩება

აღნიშნულის შესახებ მსოფლიოს ენერგეტიკული საბჭოს გენერალურმა მდივანმა ანგელა ვილკინსონმა განაცხადა. მისი სიტყვებით, ამჟამად მთელ მსოფლიოში ინვესტორები სულ უფრო და უფრო მეტ ინვესტიციას დებენ ენერგიის წარმოებაში: „თუმცა, ეს არის მსოფლიო პოტენციალის 20%, ხოლო დარჩენილი 80% იკარგება, თუმცა, მათი რეალიზება ჯერ კიდევ შესაძლებელია. თუ ჩვენ შევძლებთ ხალხის ცნობიერების ამაღლებას, ინვესტორებს შეეძლებათ დაინახონ ენერგორესურსების ეფექტურ გამოყენებასთან დაკავშირებული შესაძლებლობები“ – დაამატა მან. ვილკინსონმა ხსნებეულის ...

Read More »