Author Archives: admin

ჟოზეფ ბორელი – რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვა გარდამტეხი მნიშვნელობის გადაწყვეტილებაა პუტინის ომის მანქანის მწყობრიდან გამოსაყვანად

რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვა არის გარდამტეხი მნიშვნელობის გადაწყვეტილება პუტინის ომის მანქანის მწყობრიდან გამოსაყვანად, – ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა დაწერა. „მივესალმები ევროკავშირის ლიდერების გადაწყვეტილებას რუსული ნავთობის აკრძალვის შესახებ. გარდამტეხი მნიშვნელობის გადაწყვეტილება პუტინის ომის მანქანის მწყობრიდან გამოსაყვანად. ჩვენი ერთიანობა ჩვენი სიძლიერეა“, – წერს ჟოზეფ ბორელი. ევროკავშირის ლიდერებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტი შეათანხმეს, ...

Read More »
დიდუბე-ჩუღურეთის აბონენეტების ნაწილს გაზმომარაგება შეეზღუდება

1 დეკემბრიდან „სოკარ ჯორჯია გაზის“ და „საქორგგაზის“ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება

2022 წლის 1 ივლისიდან შპს “სოკარ ჯორჯია გაზის“ და „საქორგგაზის“ საცალო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის 1მ3 ბუნებრივი გაზის ფასი განისაზღვრება 1,38 (ერთი ლარი და ოცდათვრამეტი თეთრი) ლარით დღგ-ს ჩათვლით. ბუნებრივი გაზის ბაზარზე არსებული რეალობის შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, რაც განპირობებულია მსოფლიო ბაზარზე ენერგომატარებლებზე ფასების მკვეთრი ცვლილებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის ბუნებრივი გაზის ფასის კორექტირებაზე. უცვლელი რჩება საყოფაცხოვრებო ტარიფი, რომელიც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ...

Read More »

EU-ს მიერ ნავთობზე დაწესებული ემბარგოს გამო, რუსეთი წელიწადში $22 მილიარდით იზარალებს

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ რუსულ ნავთობზე ნაწილობრივი ემბარგოს დაწესებით, რუსეთი ყოველწლიურად $22 მილიარდით იზარალებს, – ამის შესახებ Bloomberg-ი წერს. საინტერესოა, რომ დანაკლისის უდიდესი ნაწილი – $12 მილიარდი, იმ ნავთობზე მოდის, რომელიც ჩრდილოეთ ევროპაში მილსადენის გავლით ხვდებოდა, ხოლო $10-მილიარდიან ზარალს ნავთობის საზღვაო წესით გადატანის აკრძალვა განაპირობებს. აღსანიშნავია, რომ რუსეთი 2021 წელს, საკუთარი მაგისტრალური მილსადენის გავლით ევროპულ ნავთობგადამმუშავებელ საწარმოებს დღეში 720 ათასი ბარელი ...

Read More »

რუსეთმა ნიდერლანდებს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყვიტა

რუსეთმა ნიდერლანდებს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყვიტა. „ბიბისის“ ინფორმაციით, რუსულმა სახელმწიფო კომპანია „გაზპრომმა“ სრულად შეუჩერა ბუნებრივი აირის მიწოდება ჰოლანდიურ კომპანია „გასტერას“, მას შემდეგ, რაც ნიდერლანდებმა ბუნებრივი აირის საფასურის რუსულ რუბლებში გადახდაზე უარი განაცხადეს. „პირველი აპრილიდან მიწოდებულ გაზზე გადახდა უნდა განხორციელდეს რუბლებში ახალი რეკვიზიტების გამოყენებით, რის შესახებაც კონტრაგენტებს ეცნობათ დროულად“, – ნათქვამია გაზპრომის განცხადებაში. როგორც „ბიბიბსი“ წერს, 2020 წელს ჰოლანდიაში გაზის მოხმარებამ 36,6 მილიარდი კუბური ...

Read More »

კანადა 3 წლის განმავლობაში შეძლებს ევროპისთვის გაზის მიწოდებას

კანადის ენერგეტიკის სამინისტროს მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოს მთავრობამ შესაძლოა ევროპისთვის გაზის მიწოდებას სამ წელიწადში დაიწყოს. ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ჯონათან ვილკინსონმა Bloomberg News-ს განუცხადა, რომ “ევროპელი მეგობრების” დასახმარებლად ყველაზე სწრაფი გზა იქნება ნიუ-ბრუნსვიკში, კანადის ატლანტის სანაპიროზე არსებული LNG-ის ობიექტის გადაქცევა საექსპორტო ტერმინალად ესპანეთის Repsol-ის მიერ. უილკინსონმა თქვა, რომ ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხი და რუსული ნავთობისა და გაზის მოშორება კვლავაც ...

Read More »

ევროკავშირის ლიდერებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტი შეათანხმეს, რომელიც რუსული ნავთობის იმპორტის 75 პროცენტის აკრძალვას მოიცავს

ევროკავშირის ლიდერებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტი შეათანხმეს, რომელიც რუსული ნავთობის იმპორტის 75 პროცენტის აკრძალვას მოიცავს. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა სამიტის პირველი დღის შემდეგ, გვიან ღამით გამრთულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ამასთან, მისი თქმით, შეთანხმების მიხედვით, თავდაპირველად აკრძალვა არ შეეხება მილსადენებით იმპორტირებულ რუსულ ნავთობს. „ჩვენ გვინდა, შევაჩეროთ რუსული ომის მანქანა და შევწყვიტოთ რუსეთის სამხედრო შესაძლებლობების დაფინანსება ისეთი სანქციების განხორციელებით, რომლებიც ...

Read More »

გადაუდებელი სამუშაოების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 31 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაცის „თელასი“ ავრცელებს. მათი ინფორმაციით, საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეფე მირიანის, ვეფხისტაყაოსანის, გიორგი ბრწყინვალეს, ტარიელის და პეტრე იბერის ქუჩების მოსახლეობას. ისნის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამხედრო ქალაქის, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, სოლომონ დოდაშვილის, იუნკერთა, ჩკალოვის, ლობჟანიძის ...

Read More »

დავით ნარმანიამ ევროპულ ენერგეტიკულ კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით სემეკის მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე ისაუბრა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ ენერგეტიკის დარგში საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მიზნით 2021 წელს სემეკის მიერ განხორციელებული გეგმის ანგარიში წარადგინა. საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის გასვლით სხდომაზე, სადაც განიხილეს ასოცირების შეთანხმებითა და ენერგეტიკული გაერთიანების წევრობით აღებული ვალდებულებების შესრულების მდგომარეობის ანგარიში, დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ გეგმით გათვალისწინებული მოთხოვნები სემეკის მიერ სრულად შესრულებელია. სემეკის მხრიდან ...

Read More »

სოროსი: პუტინი არაა ისეთ ძლიერ პოზიციაში, როგორც თავს აჩენს, გაზის რეზერვები უკვე სავსეა

მილიარდერი ინვესტორი ჯორჯ სოროსი აცხადებს, რომ პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი არ არის მოლაპარაკებების ისეთ ძლიერ პოზიციაში, როგორც ის ევროპას თავს აჩვენებს და ამ პროცესში, რეალურად, ევროკავშირს აქვს უპირატესობა, რომელიც გონივრულად უნდა იქნეს გამოყენებული. სოროსის არგუმენტი ეყრდნობა იმ მოცემულობას, რომ რუსეთის ფედერაციის ბუნებრივი აირის რეზერვები თითქმის სავსეა და დამატებით მოპოვებული გაზის შენახვის რესურსები ქვეყანას არ აქვს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი ევროკავშირი შეწყვეტს ...

Read More »

ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს

2022 წლის 27  მაისის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  119.43  (+  2.03)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  115.07  (+  0.98)  დოლარი/ბარელზე.

Read More »