Author Archives: admin

რომეო მიქაუტაძე: ჩვენ ხელს ვუწყობთ განახლებადი ენერგიების სექტორის დივერსიფიცირებას

„ჩვენ ხელს ვუწყობთ განახლებადი ენერგიის სექტორში დივერსიფიკაციის პროცესს და ამ მიმართულებით, ვნერგავთ ახალ რეგულაციას. კერძოდ, სრულდება მუშაობა ევროკავშირის განახლებული დირექტივის დანერგვაზე, რომელიც განსაზღვრავს განახლებადი ენერგიის სექტორის ფუნქციონირებას. ჩვენ მხარს ვუჭერთ ახალი და ბაზარზე ორიენტირებული მხარდაჭერის სქემების დანერგვას, აგრეთვე ბიოსაწვავის, ბიოსითხეებისა და ბიომასის წახალისებას. გარდა ამისა, განახლებული კანონმდებლობა მეტ შესაძლებლობას მისცემს მომხმარებლებს, თავად განავითარონ განახლებადი ენერგია საკუთარი მოხმარებისთვის,“ – განაცხადა ეკონომიკისა ...

Read More »

“ენერგეტიკა საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია”

„საქართველოს განსაკუთრებული პოტენციალი აქვს განახლებადი წყაროებიდან ენერგეტიკის განვითარების მიმართულებით. ეს პირდაპირ კავშირშია როგორც ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობასთან, ასევე, რა თქმა უნდა, ეკონომიკურ და ენერგეტიკულ უსაფრთხოებასთან“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში „საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების დაფინანსების მოზიდვა განახლებადი ენერგიის პროექტებისთვის“. ღონისძიება საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) ორგანიზებითა და თიბისის მხარდაჭერით ჩატარდა და მიზნად ...

Read More »

სემეკის წევრმა, გიორგი ფანგანმა ენერგეტიკული კლუბის შეხვედრაზე შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პერსპექტივებზე ისაუბრა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) ინიციატივითა და ევროკავშირის დაფინანსებით სემეკში მიმდინარე თვინინგის პროექტის მხარდაჭერით დაფუძნებულ ენერგეტიკული კლუბის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა, სადაც მონაწილეებმა საქართველოს ენერგეტიკული სექტორის ევროპულ მომავალზე ისაუბრეს. შეხვედრაზე სტუმრებს სიტყვით მიმართა სემეკის წევრმა და თვინინგის პროექტის ლიდერმა, გიორგი ფანგანმა. მან ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მნიშვნელობასა და პერსპექტივებზე. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ენერგეტიკის სექტორის, დონორი, საერთაშორისო ...

Read More »

გერმანია ბოლო სამ ატომურ ელექტროსადგურს ხურავს

გერმანია ბოლო სამ ატომურ ელექტროსადგურს ხურავს. ამ გადაწყვეტილებით, ქვეყანა 60 წლიანი ატომური ენერგიის პროგრამას დაასრულებს, რაც, წლების განმავლობაში, ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საპროტესტო მოძრაობის მიზეზი იყო. ატომური რეაქტორების – Isar II-ის, Emsland-ისა და Neckarwestheim II-ის კოშკურები დღეს, შუაღამისას სამუდამოდ დაიხურება. ბერლინი 2035 წლისთვის სრულად განახლებადი ელექტროენერგიის წარმოების გეგმაზე გადადის. მას შემდეგ, რაც 2011 წელს იაპონიის ფუკუშიმას კატასტროფამ რადიაციის გაჟონვა ...

Read More »

“თითოეულ ჩვენგანს გვაკისრია პასუხისმგებლობა, უფრო გონივრულად მოვიხმაროთ ენერგორესურსები”

თითოეულ ჩვენგანს გვაკისრია პასუხისმგებლობა, უფრო გონივრულად მოვიხმაროთ ენერგორესურსები. კონკურსი “გახადე შენი სკოლა ენერგოეფექტური” მიზნად ისახავს ბავშვების სასკოლო ასაკიდანვე ცნობიერების ამაღლებასა და ქცევის ცვლილებას ენერგოეფექტურობის საკითხებზე. ენერგოეფექტურობა არა მხოლოდ ენერგიის დაზოგვაში გვეხმარება, არამედ უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ნახშირბადის კვალისა და გარემოზე ჩვენი ზეგავლენის შემცირებაში, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილე რომეო მიქაუტაძემ “საქართველოს ენერგეტიკული სექტორის რეფორმის პროგრამის” ფარგლებში, კამპანიის „გახადე შენი სკოლა ენერგოეფექტური“ ...

Read More »

ჰესების ქონების გადასახადის დეცენტრალიზაციის შესახებ კანონპროექტის განხილვები საგაზაფხულო სესიაზე დაიწყება

„განახლებადი ენერგიების ასოციაციის“ ინფორმაციით, ჰიდრო ელექტროსადგურების  ქონების გადასახადის დეცენტრალიზაციის შესახებ კანონპროექტის განხილვები საგაზაფხულო სესიაზე დაიწყება. დოკუმენტი უკვე მზადაა და სხვა უწყებებთან ერთად,  ფინანსთა სამინისტროსთანაც შეთანხმებულია.  კანონპროექტის  თანახმად, ჰიდრო ელექტროსადგურების მიერ გადახდილი ქონების გადასახადის მნიშვნელოვანი ნაწილი ცენტრალური ბიუჯეტის ნაცვლად,  ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შევა. „ეკონომიკის სამინისტროს დახმარებით, გადავლახეთ მთავარი ბარიერი, რომელიც იყო ფინანსთა სამინისტრო და რომელიც ამ კანონპროექტს ეწინააღმდეგებოდა. უწყება  საგადასახადო პოლიტიკიდან ...

Read More »

ლევან დავითაშვილი კომპანია Elsewedy Electric-ის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს ენერგეტიკულ პროექტებში ინვესტიციების მოზიდვის ინტერესი გამოხატეს  ენერგეტიკის სექტორში ერთ-ერთი ლიდერი კომპანიის,  Elsewedy Electric-ის წარმომადგენლებმა ლევან დავითაშვილთან გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ასევე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში მიხეილ თიგიშვილი და ეკონომიკის სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსი ჯუბო ტურაშვილი ესწრებოდნენ. ლევან დავითაშვილმა კომპანიის წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა როგორც ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე ...

Read More »

“საქართველო და აზერბაიჯანი კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფაში ევროპაში”

საქართველო და აზერბაიჯანი კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ევროპის ენერგო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და ეს როლი ყოველდღიურად კიდევ უფრო იზრდება, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „საქართველო და აზერბაიჯანი კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ევროპის ენერგო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და ეს როლი ყოველდღიურად კიდევ უფრო იზრდება. ჩვენს ქვეყნებს შორის ეს მეგობრული კავშირები და თანამშრომლობა ...

Read More »

სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა

სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დირექტორმა ნუგზარ ბერიძემ ცენტრის საქმიანობის ანგარიში წარადგინა და ისაუბრა როგორც განხორციელებულ, ასევე  მიმდინარე პროექტებზე. ღონისძიებას ესწრებოდნენ სემეკის, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მოქმედი კომპანიების წარმომადგენლები და ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის საბჭოს წევრები. ღონისძიება გახსნა სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ. ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დირექტორის ნუგზარ ბერიძის თქმით, ცენტრის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი  გაზისა  და წყალმომარაგების სექტორების აქტუალურ საკითხებზე ...

Read More »

მზის ელექტროსადგურების მშენებელი კომპანიებისთვის ქსელთან მიერთების ახალი საფასური მიუღებელია

მზის ელექტროსადგურის მშენებელი კომპანიებისთვის სემეკის მიერ დადგენილი ქსელთან დაერთების ახალი საფასური მიუღებელია. როგორც „ჰელიოს ენეჯის“ დამფუძნებელმა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, ახალი წესებით, 5 მგვტ სიმძლავრის ელექტროსადგურის ქსელთან მიერთება 1.5 მლნ ლარი ჯდება, რაც ძალიან მაღალი ხარჯია. „ახალი წესები ადგენს 15 მეგავატამდე სიმძლავრის ელექტროსადგურების ქსელთან მიერთების წესებს. განვმარტოთ, თუ რატომ იქნა ეს წესები მიღებული. ცვლილებებამდე, რიგ შემთხვევაში უსამართლო იყო ის ღირებულება, რასაც „ენერგო ...

Read More »