Author Archives: admin

ნავთობის ფასი კვლავაც იზრდება

2022 წლის  28 ივლისის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  106.62  (+  2.22)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  97.26  ( +  2,28)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

პესკოვი: „გაზპრომი“ ევროპას მაქსიმალური რაოდენობის გაზს აწვდის“

კრემლის სპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ევროპისთვის გაზის მიწოდების შემცირება რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებთან არის დაკავშირებული. მისივე თქმით, სანქციების გამო, „გაზპრომი“ გარკვეული ტექნიკური სამუშაოების ჩატარებას ვერ ახერხებს. „გაზპრომი, რომელიც არის მიმწოდებელი, აწვდის იმდენს, რაც საჭიროა და რაც შეიძლება მეტს. ჩვენ ვიცით, რომ ახლა ამოტუმბვის ტექნიკური შესაძლებლობები შემცირდა, ისინი შემცირდა უკიდურესად იმ შეზღუდვებისა და სანქციების გამო, რომლებიც ევროკავშირმა შემოიღო. ეს სანქციები არ ...

Read More »

ენერგეტიკული კონცერნები ხეირობენ – Shell-მა ბოლო კვარტალში მოგება გაახუთმაგა

ევროპაში ენერგეტიკული კონცერნები უზარმაზარ მოგებას ნახულობენ უკრაინის ომის გამო საწვავზე ფასების ზრდის შედეგად, იტყობინებიან დასავლეთის სააგენტოები. ენერგეტიკულმა კონცერნმა, Shell-მა, 2022 წლის მეორე კვარტალში სუფთა მოგების სახით 18 მილიარდი დოლარი მიიღო და მოგება გაიხუთმაგა, იტყობინება AFP. გერმანიის რადიოსადგური Deutschlandfunk-ის თანახმად, საფრანგეთის TotalEnergies-ის და ესპანური Ölkonzern Repsol-ის მოგება გაორმაგდა. AFP-ს otalEnergies-ის წარმომადგენლის სიტყვები მოჰყავს, რომ კონცერნმა მეტი აწარმოვა და ენერგეტიკული უსაფრთხოებაში თავისი წვლილი შეიტანა. ...

Read More »

ესპანეთის პრემიერი აცხადებს, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა ევროპა „ვლადიმერ პუტინის ენერგეტიკული მძევალი არ გახდეს“

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა შეიძლება გახდეს ბუნებრივი აირის ექსპორტის კერა ევროპის ქვეყნებში, რომლებიც ცდილობენ, თავიანთი დამოკიდებულება რუსულ ენერგიაზე შეამცირონ. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. „ესპანეთი სოლიდარული ქვეყანაა, ის პასუხისმგებელი ქვეყანაა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ რაც შეგვიძლია. ეს არის ის, რაც მე პოლონეთის პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავიეცკის, ასევე ევროკომისიასა და წევრ ქვეყნებს განვუცხადე, რათა ევროპა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ ...

Read More »
აზერბაიჯანი რუსეთიდან გაზს შეისყიდის

ირანი რუსეთთან ერთად ომანსა და პაკისტანში გაზის ექსპორტს გეგმავს

ირანი რუსეთთან ერთად ომანსა და პაკისტანში გაზის ექსპორტს გეგმავს. ამის შესახებ ირანის ნავთობის მინისტრმა ჯავად ოუჯიმ განაცხადა. „რუსეთის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომთან“ მიღწეული მოლაპარაკებისა და შეთანხმების საფუძველზე, რუსეთთან ერთად ომანსა და პაკისტანში გაზის ექსპორტს ვგეგმავთ“, – განაცხადა ჯავად ოუჯიმ. მისი თქმით, რუსულ მხარესთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები ნავთობსაბადოების დამუშავებასა და თხევადი გაზის პროექტების განხორციელებაზე. ასევე იგეგმება ნედლი ნავთობისა და გაზის ექსპორტი. „მე მჯერა, რომ ...

Read More »

G7 რუსული ნავთობის ექსპორტზე ფასების ლიმიტს დეკემბერში დააწესებს

დიდი შვიდეულის ქვეყნები, რუსული ნავთობის ექსპორტზე ფასების შეზღუდვის მექანიზმს 5 დეკემბერს აამოქმედებს. სწორედ ამ დროისთვის, ძალაში შევა ევროკავშირის სანქციები, რომელიც რუსული ნედლი ნავთობის საზღვაო იმპორტს კრძალავს. ინფორმაციას დიდი შვიდულის მაღალი რანგის ოფიციალური წარმომადგენელი ავრცელებს. „მიზანი იმ ვადებთან შესაბამისობაა, რომელიც ევროკავშირმა უკვე დააწესა. ეს სანქციები და ფასის ლიმიტის მექანიზმი ერთდროულად უნდა ამოქმედდეს“ – აცხადებს ანონიმურობის დაცვით, დიდი შვიდეულის წარმომადგენელი, მაღალი რანგის ...

Read More »
ენერგეტიკის ექსპერტი: შესაძლოა, თბილისი ცდილობს, საქართველოსთვის აზერბაიჯანული კომერციული გაზის ფასი შეამციროს

თურქეთი რუსეთთან, აზერბაიჯანთან და ირანთან გაზის შესყიდვაზე ხელშეკრულებების გაგრძელებას აპირებს

თურქეთი, ბუნებრივი გაზის შესყიდვაზე რუსეთთან, აზერბაიჯანთან და ირანთან ხელშეკრულებების გაგრძელებას გეგმავს. ამის შესახებ თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა ფატიჰ დონმეზმა განაცხადა. „ჩვენი ძირითადი მომწოდებლები არიან რუსეთი, აზერბაიჯანი და ირანი. ჩვენ ვაპირებთ მათთან ახალი ვადით კონტრაქტების გაგრძელებას. ჩვენი მიზანია ენერგომატარებლებზე საკუთარი მოთხოვნილებების უზრუნველყოფა“,- განაცხადა თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა.

Read More »
USAID-ის დახმარებით გაზსადენის სამი მონაკვეთის აღდგენა-რეაბილიტაცია განხორციელდა

რეგიონი ახალციხის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების სამუშაოები გრძელდება

ახალციხის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების სამუშაოები აქტიურად გრძელდება. პროექტის ფარგლებში, ამ ეტაპზე სრულად გაზიფიცირებულია სოფლები ანდრიაწმინდა, ანდა, წყორძა, ხეოთი, ურაველი, მუსხი, ივლიტა, წნისი და მიმდინარეობს მოსახლეობის გამრიცხველიანების პროცესი. აღსანიშნავია, რომ პროექტის განხორციელების შედეგად 10 სოფელში, დამატებით 1700 ოჯახს შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს ბუნებრივი აირით. ამ დროისთვის ქსელში უკვე ჩართულია ანდრიაწმნდაში – 64 ოჯახი, ანდაში 12 ოჯახი, წყორძაში 18 ოჯახი, ახალშენის დასახლებაში 4 ოჯახი ...

Read More »

ევროპაში ენერგოკრიზისი ღრმავდება

გერმანია მოსკოვს  ენერგეტიკის იარაღად გამოყენებაში ადანაშაულებს. კომპანია „გაზპრომმა“ტექნიკური მიზეზებითა და ტურბინის რემონტის საბაბით გაანახევრა ბუნებრივი აირის მოცულობა. თუმცა გერმანიას მიაჩნია, რომ ეს  პოლიტიკური  სვლაა  გაუგებრობის შესაქმნელად და ფასების  მოსამატებლად. გერმანიის მთავრობის სპიკერი კრისტიანა ჰოფმანი ამბობს, რომ  ტურბინა კანადაშია,  მას უკვე ჩაუტარდა სარემონტო სამუშაოები. კანადელმა პარტნიორებმა თანხმობა განაცხადეს მის გამოგზავნაზე. გერმანული მხარე მადლობას უხდის მათ ამისთვის. ჰოფმანის აზრით, ახლა ტურბინის რუსეთში ...

Read More »

უკრაინა რუსეთს ზაპორიჟიეს ატომური სადგურის ციხესიმაგრედ გამოყენებაში ადანაშაულებს

უკრაინის ქალაქ ენერგოდარის მერმა, დმიტრო ორლოვმა რუსი ჯარისკაცები ზაპაროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ციხესიმაგრედ გამოყენებაში დაადანაშაულა. ამის შესახებ CNN-ი წერს. „ოკუპანტებმა დაიწყეს მძიმე იარაღის გამოყენება ზაპაროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან, საცხოვრებელ ადგილებში. მსგავსი სიტუაცია შეინიშნება ბოლო კვირაა. ოკუპანტები მდინარის მოპირდაპირე სანაპიროზე, ქალაქ ნიკოპოლს ბომბავენ. მათ კარგად იციან, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები არ უპასუხებენ ამ თავდასხმებს, რადგან ამან შეიძლება ატომური ელექტროსადგური დააზიანოს. ამიტომ, ოკუპანტები ზაპაროჟიეს ატომურ ...

Read More »