Author Archives: admin

ანალენა ბერბოკი – დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნები უკრაინას ზამთრისთვის მომზადებაში დაეხმარებიან

დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნები უკრაინას ზამთრისთვის მომზადებაში დაეხმარებიან,- ამის შესახებ განცხადება გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა გააკეთა, რომელიც დიდი შვიდეულის თავმჯდომარეა. მისივე თქმით, რუსეთის წინააღმდეგ ერთობლივი სანქციების დაწესების შემდეგ, ახლა დიდი შვიდეული ერთობლივ დახმარებას გამოუყოფს უკრაინას ზამთრის პერიოდისთვის. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, დიდი შვიდეული არ შეეგუება, რომ პუტინის სტრატეგია უკრაინაში წარმატებული აღმოჩნდეს. ანალენა ბერბოკმა რუსეთის პრეზიდენტი უკრაინის ენერგეტიკაზე არაადამიანურ დარტყმებში დაადანაშაულა. ანალოგიური განცხადება გააკეთა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა, ...

Read More »

რომეო მიქაუტაძემ ენერგეტიკოსთა გავლენიანი საერთაშორისო ფორუმის ADIPEC – ის მონაწილეებს საქართველოს ენერგოსექტორში მიმდინარე ტენდენციები გააცნო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძემ საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში მიმდინარე პროცესებზე, ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოსა და ქვეყნის ენერგეტიკულ პოტენციალზე ისაუბრა ენერგეტიკის დარგის წარმომადგენლების ყველაზე გავლენიან საერთაშორისო ფორუმზე ADIPEC – ზე, რომელიც ყოველი წლის ნოემბერში აბუ – დაბის ეროვნული სანავთობო კომპანია ADNOC – ის მხარდაჭერით ტარდება. წელს აბუ-დაბიში რეკორდულად დიდი ოდენობით მონაწილე ჩავიდა, რათა განეხილათ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე შექმნილი ...

Read More »

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის დაფინანსებაზე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მზაობა არის

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის დასრულების შემდეგ საქართველოს პროექტის რეალიზებისთვის საჭირო ინვესტიციის მოცულობა ეცოდინება. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ განაცხადა, პროექტის დაფინანსების მსურველები ბევრია, მათ შორის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები. მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ პროექტის რეალიზება ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული, თუმცა ოპტიმისტური გათვლებით 5 წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს. წინასწარი მონაცემებით, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის სიგრძე ...

Read More »

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ცნობით, უკრაინის სამ ბირთვულ ობიექტზე ე.წ. ბინძური ბომბის დამზადების ნიშნები არ აღმოჩნდა

უკრაინის სამ ბირთვულ ობიექტზე ჩატარებული ინსპექციის შედეგად ე.წ. ბინძური ბომბის დამზადების ნიშნები არ აღმოჩნდა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, მათ ვერ მიაკვლიეს არასანქცირებული და გამოუცხადებელი ბირთვული აქტივობის ნიშნებს. ამასთან, ატომური ენერგიის სააგენტოში აცხადებენ, რომ აღებული ნიმუშების ანალიზი კიდევ გაგრძელდება. გასულ კვირას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინა ამზადებს ე.წ. ბინძურ ბომბს. ...

Read More »

ნავთობის ფასი შემცირდა

2022 წლის 3 ნოემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  95.03 (-1.13)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  88.73 (-1.27)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
საწვავის მოხმარება მნიშვნელოვნად გაიზარდა

ევროპის ქვეყნებში დიზელის საწვავის წარმოება მნიშვნელოვნად შემცირდა

რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების პარალელურად ევროპული ქვეყნები რუსული ნავთობის ჩანაცვლებას ცდილობენ. შედეგად ევროკავშირში მნიშვნელოვნად შემცირდა დიზელის წარმოება, რამაც რამდენიმე ქვეყანაში საწვავის დეფიციტი გამოიწვია. ასოციაცია “VEMOBIN”-ის დირექტორი ერიკ კლოსტერი ამბობს, რომ ევროპა არა მარტო რუსულ ბუნებრივ აირზე გახდა დამოკიდებული, არამედ რუსულ დიზელზეც. მისი თქმით, ამჟამად ევროპის მოსახლეობა იმაზე მეტი რაოდენობის დიზელს მოიხმარს, ვიდრე ევროპული ქარხნები აწარმოებენ. ევროპაში დიზელს ძირითადად სწორედ რუსული ...

Read More »

თურქეთმა პირველი ელექტრომობილი გამოუშვა

რესპუბლიკის დღესთან დაკავშირებით, თურქეთში პირველი ელექტრომობილის, Togg-ის პრეზენტაცია შედგა, – ამის შესახებ Anadolu წერს. ავტომობილის მასობრივი წარმოება ჩრდილო-დასავლეთ თურქეთში, ბურსაშია დაგეგმილი. ქვეყნის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ყოველწლიურად 175,000 ავტომობილის წარმოება იგეგმება. საწარმო ათასობით ადამიანს დაასაქმებს. თურქეთის პრეზიდენტის თქმით, მოქალაქეებს Togg-ის ავტომობილების წინასწარ შეკვეთა 2023 წლის თებერვლიდან შეეძლებათ.

Read More »

კლიმატის ცვლილების გამო, მომავალ წლებში მსოფლიოში უფრო მეტი ცისარტყელა გაჩნდება

კლიმატის უკიდურესი ცვლილების ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო შედეგი შეიძლება იყოს მსოფლიოს მასშტაბით ცისარტყელების წარმოქმნის სიხშირის ზრდა — დაახლოებით ხუთი პროცენტით 2100 წლისთვის. ახალი კვლევის ავტორებმა შეადგინეს კლიმატის ცვლილების ნაკლებად აშკარა ეფექტების ზრდის მოდელი — გამოთვალეს წელიწადში ისეთი დღეების რაოდენობა, როდესაც სულ მცირე ერთი ცისარტყელას წარმოქმნისთვის საჭირო პირობები იქნება. ხალხისგან მიღებული სურათების, გლობალური კლიმატური მონაცემებისა და კომპიუტერული მოდელის გამოყენებით, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ხმელეთის დაახლოებით ...

Read More »

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ენერგოსისტემიდან კვების გარეშეა დარჩენილი – უკრაინული მედია

უკრაინის სახელმწიფო ენერგოკომპანია „ენერგოატომი“ აცხადებს, რომ 2 ნოემბერს, რუსეთის ძალების მხრიდან დაბომბვების შედეგად დაზიანდა მაღალი ძაბვის ბოლო ორი ელექტროგადამცემი ხაზი, რომლებიც სადგურს უკრაინის ენერგოსისტემასთან აკავშირებდა. მისივე ცნობით, ოთხშაბათს 23:04 საათზე ქარხანა სრული გამორთვის რეჟიმში შევიდა. ამოქმედდა 20-ვე დიზელის გენერატორი. მე-5 და მე-6 ენერგობლოკები გადაყვანილია ცივ მდგომარეობაში. „გენერატორებისთვის საწვავი საკმარისად არის და ის გათვლილია სრული გათიშვის რეჟიმისთვის, 15 დღის განმავლობაში. ათვლა ...

Read More »

რუსეთმა იერიში მიიტანა უკრაინის კიდევ ერთ ენერგოობიექტზე

რუსეთის სამხედრო ძალებმა იერიში მიიტანეს უკრაინის კიდევ ერთ ენერგოობიექტზე. დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კრივოი როგის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლექსანდრ ვიკულის ინფორმაციით, ენერგოობიექტს წუხელ დაარტყეს უპილოტო საფრენი აპარატით. ვიკულის თანახმად, ზარალი მნიშვნელოვანია. ქალაქის რამდენიმე რაიონს ელექტროენერგიის და წყლის მიწოდება შეუწყდა. ოქტომბერში, რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის ენერგოობიექტებზე არაერთხელ განახორციელეს მასირებული შეტევა. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამ კვირაში განაცხადა, რომ მნიშვნელოვნადაა დაზიანებული უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ...

Read More »