Author Archives: admin

ნავთობის ფასი შემცირებას განაგრძობს

2022 წლის  23 ივნისის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  111,74  (-  2,91)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  106,19  (-   3,33)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

შუა ზაფხულში ევროპაში გაზის კრიზისი გამოცხადდა, რა იქნება შემოდგომიდან?

“შეუძლებელია რუსული გაზის ჩანაცვლება, ქარხნები და საწარმოები ბუნებრივ აირს მოიხმარენ და ტანკერებით შესული თხევადი გაზი ვერ უშველით” მსოფლიო რუსული გაზის ჩანაცვლების გზებს ეძებს, თუმცა შედეგი არ ჩანს, პირიქით, ზოგიერთმა სახელმწიფომ ქვეყანაში ბუნებრივი აირის კრიზისი გამოაცხადა. ომიდან თითქმის 4 თვის თავზე, ევროკომისიის პრეზიდენტი ამბობს, რომ თუ ევროპა გათბობის ტემპერატურას ორი გრადუსით დაუწევს, რუსულ გაზი მთლიანად ჩანაცვლდება. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ რუსულ ბუნებრივ ...

Read More »
ევროპის მხრიდან რუსული გაზის აზერბაიჯანულით ჩანაცვლება მოხდება

IEA: შესაძლოა, ზამთარში რუსეთმა ევროპას გაზის მიწოდება შეუწყვიტოს

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო ევროპას აფრთხილებს, რომ შესაძლოა ზამთარში რუსეთმა კონტინენტს გაზის მიწოდება შეუწყვიტოს. ამის შესახებ BBC წერს. საერთაშორისო გამოცემა IEA-ის ხელმძღვანელის, ფატიჰ ბიროლის სიტყვებს ციტირებს, რომლის მიხედვით ვარაუდობს, რომ გაზის მიწოდების სრული შეწყვეტა არ არის ყველაზე სავარაუდო სცენარი, თუმცა ყოველი შემთხვევისთვის ევროპას საგანგებო გეგმაზე მუშაობისკენ მოუწოდებს. BBC-ის თანახმად, მიმდინარე კვირაში რამდენიმე ევროპულმა სახელმწიფომ უკვე განაცხადა, რომ რუსეთისგან მოსალოდნელზე ბევრად ნაკლები ...

Read More »

ჯებრაილში ენერგეტიკული დერეფანი – აზერბაიჯანი-თურქეთი-ევროპა იქმნება

აზერბაიჯანული მედიისცნობით,„ჯებრაილის ენერგეტიკული კვანძის“ პროექტის ფარგლებში, ენერგეტიკული დერეფანი აზერბაიჯანი-თურქეთი-ევროპა იქმნება. ამის შესახებ, აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტის მიერ „მწვანე ენერგიის“ ზონის შესახებ შემუშავებულ დოკუმენტშია ნათქვამი, რომლის თანახმადაც შესაბამისი პროექტები 2022-2026 წლებში უნდა განხორციელდეს. გეგმის თანახმად, ღია სააქციო საზოგადოება „აზერენერჯიმ“ ქვეყნის ენერგეტიკისა და ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად 2022-2026 წლებში „ჯებრაილის ენერგეტიკული კვანძის“ პროექტის განხორციელება უნდა უზრუნველყოს. ცნობისათვის, ქალაქი ჯებრაილი, აზრბაიჯანის იურისდიქციაში სომხეთთან შეიარაღებული კონფლიქტის ...

Read More »

ევროკავშირი: რუსეთი ენერგეტიკას იარაღად იყენებს – ეს რუსეთის სტრატეგიის ნაწილია ჩვენი ერთიანობის შელახვის მიზნით

კლიმატის პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის ხელმძღვანელმა, ფრანს ტიმერმანსმა განაცხადა, რომ რუსეთიდან გაზის მიწოდების შეწყვეტით ევროკავშირის 12 წევრი სახელმწიფო დაზარალდა. „რუსეთი ენერგეტიკას იარაღად იყენებს და ჩვენ ვნახეთ შეფერხებები გაზის მიწოდების კუთხით. ეს ყველაფერი რუსეთის სტრატეგიის ნაწილია ჩვენი ერთიანობის შელახვის მიზნით. სულ თორმეტი წევრი სახელმწიფო ახლა დაზარალებულია რუსეთის მხრიდან მიწოდების ცალმხრივი შემცირებით. გაზის მიწოდების სრული შეფერხების რისკი ახლა უფრო რეალურია, ვიდრე ოდესმე. ამიტომ მნიშვნელოვანია ...

Read More »

გერმანიის მთავრობამ ქვეყანაში გაზის კრიზისი გამოაცხადა

გერმანიის მთავრობამ გააქტიურა ე.წ. განგაშის რეჟიმი – გაზით მომარაგების სფეროში საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში, ავარიული გეგმის მეორე საფეხური. ამის შესახებ, როგორც DW იუწყება, დღეს ბერლინში განაცხადა გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა, ვიცე-კანცლერმა რობერტ ჰაბეკმა. მან გადაწყვეტილების მიზეზად დაასახელა რუსეთიდან გაზის მიწოდების შემცირება და მაღალი ფასი, რომელიც სავარაუდოდ, კიდევ გაიზრდება. ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, რუსეთმა 60%-ით შეამცირა მილსადენ „ჩრდილოეთის ნაკადით“ მიწოდებული გაზის მოცულობა, რაც იმას ...

Read More »
Skyland Petroleum–ი საქართველოდან ჩინეთში ნავთობის მიწოდებას გეგმავს

აშშ ნავთობზე მოთხოვნილების ზრდას ელის ჩინეთში კორონავირუსის შეზღუდვების მოხსნის შემდეგ

“მსოფლიო ბაზარზე ნავთობზე მაღალი მოთხოვნილებაა მოსალოდნელი. ეს მოხდება მაშინვე, როგორც კი ჩინეთი მოხსნის მკაცრ შეზღუდვებს კორონავირუსთან დაკავშირებით”. განაცხადა აშშ-ის ენერგეტიკის მინისტრმა ჯენიფერ გრენჰოლმმა ბრიფინგის სხდომაზე გამოსვლისას. იუწყება ავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ამჟამად ჩინეთში წარმოება სრული დატვირთვით არ მუშაობს, რადგან კვლავ მოქმედებს სანიტარული შეზღუდვები. მაგრამ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან ერთად ჩინეთის პოლიტიკაც შეიცვლება. ქარხნები სრული დატვირთვით დაიწყებენ მუშაობას და შესაბამისად, ქვეყანას მეტი საწვავი დასჭირდება. ...

Read More »

„კიდევ რამდენი ბავშვი დახოცეთ დღეს საწვავის შეძენით? “პროტესტი „ლუკოილთან“ ბელგიაში

„კიდევ რამდენი ბავშვი დახოცეთ დღეს „ლუკოილის“ საწვავის შეძენით“ – ისმის აქციის ერთ-ერთი მონაწილის შეძახილი. ბელგიაში დაძაბულობა იზრდება. უკრაინელი მომიტინგეები მოითხოვენ, ბოიკოტი გამოუცხადონ კომპანიას, რომელიც რუსეთთან არის დაკავშირებული. მათი თქმით, მათი საწვავის შეძენით ფინანსდება რუსეთის ომი უკრაინაში. ერთ-ერთი მომხმარებელი იუსუფი  არ ეთანხმება მომიტინგეების მოსაზრებას  და ამბობს, რომ უბრალოდ საწვავს ასხამს ავტომობილში. კერძო მფლობელობაში მყოფი კომპანია „ლუკოილი“ რუსეთში სიდიდით მეორე საწვავის კომპანიაა და ბენელუქსის რეგიონში 260 ბენზინგასამართი სადგური ...

Read More »
სავალუტო ფონდი ერაყს 5,4 მილიარდს გამოუყოფს

რუსეთი ერაყს აზიის სანავთობო ბაზრიდან აძევებს

რუსეთის ენერგორესურსებზე დიდი ფასდაკლებების გამო, აზიელმა იმპორტიორებმა დაიწყეს რუსეთისთვის უპირატესობის მინიჭება, რითაც შეასუსტეს ერაყის საბაზრო პოზიცია. ერაყის ნავთობის ძირითადი მყიდველები ტრადიციულად ჩინეთი და ინდოეთი იყვნენ, რომლებმაც გაზარდეს რესურსის მიწოდებები რუსეთიდან, Bloomberg-ზე დაყრდნობით იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიოთა კავშირი”. Bloomberg-ის ინფორმაციით, დღეისათვის ერაყი განიხილავს იმპორტიორებთან ფასდაკლებებს, რათა მოხდეს ერაყული რესურსების მიმზიდველობის გაზრდა. ერაყის მიერ საბაზრო პოზიციების დაკარგვის კიდევ ერთ ფაქტორად განიხილება ქვეყნის მიერ ...

Read More »

ავსტრალია ემისიების შემცირების ახალ მიზნობრივ თარიღად 2030 წელს ასახელებს

ავსტრალიამ, ახალი ლეიბორისტული მთავრობის პირობებში, ემისიების შემცირების ახალ მიზნობრივ თარიღად 2030 წელი დაასახელა. ნახშირბადის გამონაბოლქვის შემცირების ახალი თარიღი უფრო მეტად შეესაბამება სხვა განვითარებული ეკონომიკების მხრიდან პარიზის კლიმატის შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს. ავსტრალია მსოფლიოში ერთ სულ მოსახლეზე ნახშირბადის გამონაბოლქვის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა. ქვეყანამ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წინაშე, 2030 წლამდე, 2005 წელთან შედარებით, ნახშირბადის ემისიების 43%-ით შემცირების პირობა დადო. ყოფილი მთავრობის ...

Read More »