Author Archives: admin

რეჯეფ თაიფ ერდოღანი – ჩვენ არ გვინდა ახალი ჩერნობილი გამოვცადოთ, თურქეთი მზადაა, უკრაინასა და რუსეთს შორის შუამავლის როლი კიდევ ერთხელ შეასრულოს

ჩვენ არ გვინდა ახალი ჩერნობილი გამოვცადოთ, თურქეთი მზადაა, უკრაინასა და რუსეთს შორის შუამავლის როლი კიდევ ერთხელ შეასრულოს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ლვოვში უკრაინის პრეზიდენტთან და გაერო-ს გენერალურ მდივანთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა. თურქეთის პრეზიდენტმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო შექმნილი მდგომარეობის გამო შეშფოთება გამოთქვა. „ჩვენ არ გვსურს განვიცადოთ ახალი ჩერნობილი. თურქეთი, ერთის მხრივ ძალისხმევას არ იშურებდა კონფლიქტის დიპლომატიური გზით დასასრულებლად, მეორე ...

Read More »

გიორგი ჩიქოვანი აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის ნატახტარი-ლეხურას 31-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის პროცესს გაეცნო

საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ჩიქოვანმა, აღმოსავლეთ-დასავლეთის 700 კმ-იანი მაგისტრალური გაზსადენის ნატახტარი-ლეხურას(იგოეთი) 31-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა. ნავთობის და გაზის კორპორაციის ინფორმაციით, პროექტს, ნავთობისა და გაზის კორპორაცია, ბიზნეს გეგმისა და ბუნებრივი გაზის სატრანსპორტო ქსელის განვითარების 10-წლიანი გეგმის საფუძველზე, საკუთარი სახსრებით ახორციელებს. „31-კილომეტრიან მონაკვეთის მშენებლობაზე ჯამში, დაახლოებით 8 მილიონ ლარზე მეტი გაიხარჯა. ნატახტარი-ლეხურას 31-კილომეტრიანი სიგრძის მონაკვეთიდან 14 კმ-მდე სიგრძის მონაკვეთის(ქსანი-ლეხურა) ...

Read More »

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის ნაწილს 19 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, ნაძალადევის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ავთანდილ ღოღობერიძის, დაისის, ზესტაფონის, ღრმაღელის, კნოლევის, თამაზ ტოროშელიძის, ცოტნე დადიანის, მექანიზაციის, თმოგვის, ქართლის, ქსოვრელის და ფეიქართა ქუჩების მოსახლეობას. ისნის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის, მეტრომშენის დასახლების, ...

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

2022 წლის  18 აგვისტოს ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  93,65 (+  1,31)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  88,11  ( + 1,58)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

რუსეთის ბრალდებით, უკრაინა ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე პროვოკაციას გეგმავს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბრალდებით, 19 აგვისტოს, გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტერეშის უკრაინაში ვიზიტის დროს, კიევი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე “მასშტაბურ პროვოკაციას” გეგმავს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, “პროვოკაციისთვის” უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ზაპოროჟიეს რაიონში განალაგეს რადიაციული დაკვირვების პოსტები, ასევე წვრთნიან ტერიტორიული თავდაცვის დანაყოფებს, საარტილერიო ბრიგადებსა და რადიაციულ პირობებში მებრძოლ რაზმებს. რუსების მტკიცებით, 19 აგვისტოს უკრაინის შეიარაღებული ძალები ქალაქი ნიკოპოლიდან ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე საარტილერიო იერიშს ...

Read More »

ესპანეთში ტყის ხანძარს 4 დღეა უშედეგოდ ებრძვიან

ესპანელი მეხანძრეები ვალენსიას რეგიონში საცხოვრებელი უბნების გადარჩენას ცდილობენ. ცეცხლის ლოკალიზება 4 დღეა ვერ ხერხდება. ხანძარი უახლოვდება საავტომობილო გზებს, სარკინიგზო მაგისტრალებსა და დასახლებულ პუნქტებს. სტიქიის ზონიდან ევაკუირებულია 2000 ადამიანი, არიან დაშავებულები.

Read More »

რუსეთიდან მიწოდების გარეშე, გერმანიას სავსე გაზსაცავები 2,5 თვეს ეყოფა

თუ გერმანია მოახერხებს გაზის საცავების 95 პროცენტის შევსებას ნოემბრამდე, ეს მოცულობები საკმარისი იქნება მხოლოდ ორთვიანი გათბობისა და სამრეწველო მოხმარებისთვის რუსეთიდან გაზის მიწოდების სრული შეწყვეტის შემთხვევაში, ამის შესახებ ფედერალური ქსელის სააგენტოს (Bundesnetzagentur, BNetzA) ხელმძღვანელმა კლაუს მიულერმა განაცხადა. საცავები ამჟამად სავსეა 77 პროცენტით, დაგეგმილზე ორი კვირით ადრე, თქვა მიულერმა. “საწყობის შევსების კუთხით ცოტა უფრო სწრაფი ვართ, ვიდრე ადრე, მაგრამ ეს არ არის ...

Read More »

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 7.1 მლნ ბარელით შემცირდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები შემცირდა 7,1 მილიონი  ბარელით და შეადგინა 425 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ბენზინის მარაგები  შემცირდა 4,6 მილიონი  ბარელით  და შეადგინა  215,7 მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები  გაიზარდა 766  ათასი ბარელით და შეადგინა 112,3 მლნ ბარელი.

Read More »

მიანმარი რუსული ენერგორესურსების იმპორტს გეგმავს

მიანმარი, რომელსაც სამხედრო ხუნტა მართავს, ფასების ზრდისა და რესურსების ნაკლებობის შესამსუბუქებლად, რუსული ბენზინისა და მაზუთის იმპორტს გეგმავს, – ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყანა რუსეთთან მეგობრულ კავშირებს კვლავ ინარჩუნებს მიუხედავად იმისა, რომ ორივე ქვეყანა დასავლეთის სანქციების ქვეშ რჩება – მიანმარი სამხედრო გადატრიალების გამო, რომელმაც დემოკრატიულად არჩეული მთავრობა დაამხო  და რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის, რომელსაც იგი „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. „ჩვენ მივიღეთ ...

Read More »

ველური ბუნების ეროვნულ სააგენტოში პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება – საქართველო” ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ველური ბუნების ეროვნულ სააგენტოში, შვედეთის მთავრობის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება – საქართველო” ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას ველური ბუნების სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, პროექტი „გადავარჩინოთ ბუნება საქართველო“, ველური ბუნების სააგენტოს ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებით, საქართველოს ველური ბუნების მდგრადი მართვის პრინციპების დანერგვას უწყობს ხელს. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია კრწანისის ტყე-პარკში არსებული ეკოსისტემის აღდგენა, რეკრეაციისა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაზე გათვალისწინებული საჯარო სივრცის ...

Read More »