Author Archives: admin

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

კომპანია „თელასის“ განცხადებით, თბილისში, რამდენიმე რაიონში სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო 17 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ვაკის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერძენიშვილის, გრიგოლ მუხაძის, ირაკლი აბაშიძის, მოსაშვილის და ფალიაშვილის ქუჩების მოსახლეობას. ისნის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ბოლნისის, სოლომონ დოდაშვილის და ჩკალოვის ქუჩების მოსახლეობას. გლდანის რაიონში, გადაუდებელი ...

Read More »

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს ენერგოუსაფრთხოებაზე ინფორმაცია მოისმინეს

თავდაცვისა და უშიშროების და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, დახურულ ფორმატში, საქართველოს ენერგოუსაფრთხოების საკითხებზე ინფორმაცია მოისმინეს. „საქართველოს ენერგოუსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, იმდენად რამდენადაც, ენერგეტიკული უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. უსაფრთხოების არსებული გამოწვევების ფონზე, ის განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოვისმინოთ შესაბამისი უწყების წარმომადგენლების მხრიდან ენერგოუსაფრთხოების სფეროში თუ რა მდგომარეობა გვაქვს დღეს, ...

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

2022 წლის 16  მაისის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  111,55  (+  4,10)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  110,49  (+  4,39)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

დიდი ხნის შემდეგ, პირველად საქართველოში საწვავის იმპორტი და მოხმარება შემცირდა

რუსეთ-უკრაინის ომმა ნავთობპროდუქტების ბაზარს ნეგატიური კვალი დაატყო. ბოლო პერიოდის  განმავლობაში, ფაქტობრივად, პირველი შემთხვევაა, როცა საქართველოში საწვავის იმპორტი და მოხმარება შემცირდა. ცვლილება ძირითადად ბენზინისა და დიზელის საწვავს შეეხო. როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მიერ გავრცელებული სტატისტიკური მონაცემიდან ირკვევა, იმპორტმა ორივე მიმართულებით (ბენზინი და დიზელი) კლება განიცადა, რასაც ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი ომის გამო რეგიონში მიმდინარე ომსა და, ამ პროცესიდან გამომდინარე, ქვეყნის ეკონომიკური ...

Read More »
შპს „გარდაბნის თბოსადგურს“ ტარიფი დაუდგინდა

გარდაბნის ახალი თბოსადგური განახლებული კონფიგურაციით აშენდება

გარდაბნის ახალ თბოელექტროსადგურზე ინტერესთა გამოხატვა განახლებული კონფიგურაციით გამოცხადდება. გაზის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგური „გარდაბანი 3“ 272 მგვტ-ის ნაცვლად, უფრო დიდი სიმძლავრის იქნება. „უახლოეს მომავალში გამოცხადდება სახელმწიფოს მიერ ინტერესთა გამოხატვა. მიგვაჩნია, რომ კონფიგურაცია შესაცვლელია. უფრო დიდი მოცულობის თბოელექტროსადგურის მშენებლობაა სისტემისთვის საჭირო და რენტაბელური, სწორედ ამიტომ, პროექტში შესაბამისი ცვლილებები შედის,“ – განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძემ და აღნიშნა, რომ სწორედ ეს ...

Read More »

ირაკლი ლექვინაძე: მსხვილ კომპანიებს საწვავის ფასის შემცირების რესურსი ჰქონდათ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ ეკონომიკურ საბჭოს საწვავის ბაზრის 2022 წლის იანვარ-აპრილის მონიტორინგის შუალედური ანგარიში წარუდგინა. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მონიტორინგის ანგარიშის ფარგლებში მიღებულ შედეგებზე საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდი, კონკურენციის ეროვნულ სააგენტო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და ფინანსთა სამინისტროები, სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, ერთობლივად იმუშავებენ. როგორც საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა, შუალედურმა ანგარიშმა ...

Read More »

ლიეტუვა: რუსეთის ნავთობისთვის ემბარგოს დაწესების პროცესში ევროკავშირი ერთ ქვეყანას “მძევლად ჰყავს აყვანილი”

ევროკავშირის გეგმას, ემბარგო დაუწესდეს რუსეთის ნავთობს, ბლოკის 27 წევრიდან მხოლოდ ერთი ქვეყანა ბლოკავს – თქვა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა 16 მაისს. “მთელი კავშირი მხოლოდ ერთ წევრ ქვეყანას ჰყავს მძევლად აყვანილი… ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, არ შეიძლება მძევლები ვიყოთ”, – თქვა ლანდსბერგისმა ბლოკის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყების წინ. სააგენტო “როიტერსი” ავრცელებს ევროკავშირის დიპლომატების სიტყვებს, რომ ლანდსბერგისი ამ სიტყვებით უნგრეთს ...

Read More »
სახელმწიფო კომპანიებისგან საწვავს 1.33–დან 1,47 ლარამდე ფასად შეიძენს

ეკონომიკის და ფინანსთა მინისტრები საწვავის ფასებზე კომპანიებს შეხვდებიან

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკის და ფინანსთა მინისტრებს, კონკურენციის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, საწვავის ფასებთან დაკავშირებით ბაზარზე არსებულ კომპანიებთან შეხვედრა დაავალა. “კონკურენციის სააგენტომ უკვე დაასრულა იანვარ-აპრილის მონიტორინგის შუალედური ანგარიში საწვავის ფასთან დაკავშირებით და ეს ანგარიში უკვე წარმოადგინა გასულ კვირას, პარასკევს. ამიტომ ახლა მე მინდა, ეკონომიკის მინისტრს, ბატონ ლევანს და ფინანსთა მინისტრს, ბატონ ლაშას, კონკურენციის სააგენტოსთან ერთად საწვავის ბაზრის მონაწილე კომპანიებს შეხვდნენ დღესვე, ...

Read More »
ირანმა ევროპაში ნავთობის ექსპორტი აღადგინა

ირანმა რუსეთს ნავთობისა და გაზის ინდუსტრიაში თანამშრომლობის რუკა გადასცა

ირანმა და რუსეთმა ნავთობისა და გაზის სექტორში თანამშრომლობაზე შეთანხმებას მიაღწიეს. თეირანმა მოსკოვს „თანამშრომლობის ბარათი“ გადასცა. ამის შესახებ ირანის ელჩმა მოსკოვში კაზემ ჯალალიმ განაცხადა. ელჩის თქმით, მთავრობის სამუშაო დღის წესრიგი, რომელსაც ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი ხელმძღვანელობს, რუსულ კომპანიებთან და რუსეთის მთავრობასთან თანამშრომლობის გზების განხილვას ითვალისწინებს. „მხარეებმა გამართეს მოლაპარაკებები და მიიღეს კარგი გადაწყვეტილებები, ნავთობისა და გაზის საბადოების განვითარების, აღჭურვილობისა და ტექნოლოგიების გადაცემის სფეროში, ...

Read More »
მერია სახურავებზე მზის პანელების დამონტაჟების დაწყებას მომავალი წლიდან გეგმავს

2025 წლისთვის მზის პანელები შესაძლოა, ევროპის ყველა საჯარო შენობაზე განთავსდეს

რუსული წიაღისეული საწვავის მიწოდების ეტაპობრივი გათიშვის შემდგომ, 2025 წლისთვის შესაძლოა, მზის პანელები ევროპის ყველა საჯარო შენობაზე განთავსდეს. ევროკომისიის მიზანი უახლოეს მომავალში ევროპაში მზის ენერგიის ფართომასშტაბიანი გავრცელება და მზის ენერგიის წარმოების ინდუსტრიის აღდგენაა. Reuters-ის ცნობით, მზის პანელების პროექტი ევროკომისიის გეგმის ნაწილია, რომელიც რუსულ წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების მინიმუმამდე შემცირებას ითვალისწინებს. პროექტის თანახმად, რომელიც სავარაუდოდ რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება, მზის ელექტროენერგიისა და გათბობის გამოყენება ...

Read More »