Author Archives: admin

აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგებისთვის გაწეული მილიონობით ლარი ჩამოიწრება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 5 მაისს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, გლდანის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების, სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), მუხიანის I, II, III, IVა, IVბ მიკრორაიონების (ნაწილობრივ), გლდანის მასივის I, III მიკრორაიონების (ნაწილობრივ), მუხიანის დასახლების (ნაწილობრივ), ქერჩის, ხევძმარის, ბიჭვინთის, ზაჰესის, სკოლის, ალექსანდრე მანაგაძის, ხერხეულიძის, ბარალეთის, ...

Read More »

მთიანი რეგიონების საჯარო სკოლებში ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებისთვის საქართველო 6.5 მილიონ ევროს მიიღებს

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა, სკანდინავიური გარემოს საფინანსო კორპორაციის მმართველმა დირექტორმა, ტრონდ მომ და ინვესტიციების დირექტორმა, ბო ესკე ნიჰუსმა ხელი მოაწერეს საქართველოსა და სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციას შორის სასესხო შეთანხმებას და საქართველოსა და სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციას შორის (როგორც E5P-ის დაფინანსებული პროექტის განმახორციელებელი სააგენტო) საგრანტო შეთანხმებას „საქართველოს მთიან რეგიონებში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების“ პროექტის განხორციელების მიზნით, რომელიც ითვალისწინებს საქართველოსათვის 6.5 ...

Read More »

რუსულ ნავთობზე ემბარგოსთან დაკავშირებით ევროკავშირში შეთანხმებას ჯერ ვერ მიაღწიეს

ევროკავშირში რუსულ ნავთობზე ემბარგოსთან დაკავშირებით შეთანხმებას ჯერ ვერ მიაღწიეს, – ამის შესახებ ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, ევროკომისიის მიერ წარდგენილ გეგმას არ ეთანხმებიან უნგრეთი, სლოვაკეთი, ჩეხეთი და ბულგარეთი. ამ ქვეყნების ელჩებმა წარდგენილ წინადადებას მხარი არ დაუჭირეს. ამასთან, გამოცემა ასევე წერს, რომ შეთანხმების მიღწევა ჯერ კიდევ შესაძლებელია. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ევროკომისიამ უნგრეთისა და სლოვაკეთისთვის გამონაკლისი დაუშვა და განაცხადა, რომ მათ ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი შემცირდა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 1,92 აშშ დოლარით შემცირდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 110,70 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »

ლისის ტბის მიმდებარე კერძო ტერიტორიების განაშენიანება გარემოსდაცვითი და ქალაქმშენებლობითი კვლევების შედეგად მიღებული რეკომენდაციებით დაიშვება

ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის ეკოსისტემის დაცვისა და ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოს ჩამოყალიბების მიზნით, თბილისის მერიის დაკვეთით ჩატარებული კვლევების შედეგად მიღებული რეკომენდაციები დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში აისახება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. თბილისის მერის თქმით, ლისის ტბის მიმდებარე კერძო ტერიტორიების სამშენებლო განვითარება მხოლოდ აღნიშნული რეკომენდაციებისა და გარემოსდაცვითი ინტერესების შესაბამისად იქნება დასაშვები. მისივე განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება უზრუნველყოფს ...

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

2022 წლის 3 მაისის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  108.87 (+3.90)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  106.40 (+3.99)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

მეცნიერებმა შექმნეს ფერმენტი, რომელიც პლასტმასას რამდენიმე საათში შლის

მეცნიერებმა ფერმენტი შექმნეს, რომელსაც შეუძლია, პლასტმასას კომპონენტები, ათწლეულების ნაცვლად, სულ რამდენიმე საათში დაშალოს. ავტორთა განცხადებით, შესაძლოა, იგი პლასტმასით დაბინძურებული ადგილების გასასუფთავებლადაც კი გამოვიყენოთ. კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა. ამ ფერმენტმა ტესტებში პოლიმერ პოლიეთილენ ტერეფტალათისაგან (PET) დამზადებული პროდუქტები ერთ კვირაში დაშალა, ზოგ შემთხვევაში კი 24 საათში. საგულისხმოა, რომ ბუნებრივ მდგომარეობაში ამ მასალების სათანადოდ დაშლას საუკუნეებიც კი სჭირდება. გასათვალისწინებელია, რომ თავად PET არაერთი პროდუქტის შეფუთვაში გვხვდება, ტექსტილი იქნება ეს თუ ...

Read More »

ვლადიკავკაზ-თბილისის მაგისტრალურ გაზსადენზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

ვლადიკავკაზ-თბილისის მაგისტრალურ გაზსადენზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა ვლადიკავკაზ-თბილისის დ700მმ მაგისტრალურ გაზსადენზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. პროექტის ფარგლებში, აღნიშნული მილსადენის 199.6-200.7კმ არსებული კოროზირებული მონაკვეთის სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჩატარდა, 211.2 კილომეტრზე კი ახალი სახაზო ონკანი დამონტაჟდა. რეაბილიტაცია შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ” გაზსადენთა სისტემის გამართულად ფუნქციონირების მიზნით განახორციელა. ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურებში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგა, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპნია ...

Read More »
"გაზპრომი" უკრაინის ანტიმონოპოლიურის გადაწყვეტილებას სასამართლოში ასაჩივრებს

“გაზპრომი” მორიგ პროპაგანდისტულ მანიპულაციაში ამხილეს

უკრაინაში რუსეთის აგრესიის ფონზე “გაზპრომი” ბუნებრივი აირის ბაზარზე ვითარებით მანიპულირების მცდელობებს არ წყვეტს. უკრაინის “ნაფტოგაზ-უკრაინის” ექს-ხელმძღვანელმა ანდრეი კობოლოვმა რუსული სახელმწიფო ენეროგიგანტი მორიგ სადეზინფორმაციო-პროპაგანდისტულ მანიპულაციაში ამხილა და განაცხადა, რომ “გაზპრომის” მტკიცება, თითქოს პოლონეთს რუსულ გაზზე უარი არ უთქვამს და მას რევერსით გერმანიიდან იღებს, მტკნარი სიცრუეა. “დიახ, პოლონელები, ისევე, როგორც თავის დროზე ჩვენ, გაზს რევერსით ევროპიდან იღებენ მოცულობების შესავსებად, მაგრამ ევროპაში მთელი ...

Read More »

იტალია 2024 წელს რუსული გაზისგან დამოუკიდებელი იქნება

იტალიის ეკონომიკის მინისტრის რობერტო ჩინგოლანის თქმით, იტალიის მიზანია 2024 წლის შუა რიცხვებისთვის რუსული გაზის დამოკიდებულებისგან სრულად გათავისუფლდეს. ამის შესახებ უკრაინული მედია გაზეთ La Repubblica-ზე დაყრდნობით წერს. „ჩვენ აუცილებლად უნდა შევძლოთ გათავისუფლება რუსული ბუნებრივი აირისგან და მასზე დამოკიდებულებისგან. ამას 2024 წლის მეორე ნახევრამდე უნდა მივაღწიოთ“, – აცხადებს მინისტრი. ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც რუბლით რუსული გაზის შეძენას ეხებოდა, მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მკაფიოა ამ საკითხზე ...

Read More »