Author Archives: admin

„სამხრეთის გაზის დერეფნის“ კაპიტალიზაცია მნიშვნელოვნად გაიზარდა

მიმდინარე წელს იტალიას ენერგიის იმპორტის ხარჯი გაუორმაგდება

იტალიის ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მიმდინარე წელს, ქვეყნის ენერგეტიკული იმპორტის წმინდა ხარჯები გაორმაგდება და დაახლოებით €100 მილიარდს მიაღწევს. ცნობისთვის, იტალიის მიერ მოხმარებული ენერგიის სამი მეოთხედი სწორედ იმპორტზე მოდის, რაც ევროპაში არსებული ენერგოკრიზისს ფონზე, ქვეყანას უფრო მეტად დაუცველს ხდის. „სახელმწიფო ბიუჯეტის საშუალებით ენერგიის მზარდი ფასების ხარჯის ნაწილობრივი ანაზღაურებაც კი, საკმაოდ ძვირი ჯდება, რისთვისაც ჩვენი ქმედება საკმარისი არასდროს არ იქნება“, – განაცხადა იტალიის ...

Read More »

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ უსაფრთხოების ზონის დაუყოვნებლივ შექმნას ითხოვს

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ უსაფრთხოების ზონის დაუყოვნებლივ შექმნას ითხოვს. ამის შესახებ აღნიშნულია სააგენტოს ოფიციალურ მოხსენებაში, რომელიც ობიექტზე სააგენტოს თანამშრომლების ვიზიტის შემდეგ გამოქვეყნდა. სააგენტომ ხაზგასმით აღნიშნა დროებითი ზომების გადაუდებელი აუცილებლობა, რათა თავიდან იქნას აცილებული ბირთვული ავარია, რომელიც შეიძლება, წარმოიქმნას სამხედრო საშუალებებით გამოწვეული ფიზიკური დაზიანებისგან. ანგარიშში ნათქვამია, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს თანამშრომლებმა უშუალოდ ნახეს დაბომბვის შედეგად მიყენებული ზიანი. ...

Read More »

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

თელასის“ ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 7 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. კომპანიის ცნობით, ისნის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის I, II მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ვაზისუბნის III მიკრორაიონის I კვარტლის (ნაწილობრივ), ვაზისუბნის IV მიკრორაიონის I კვარტლის (ნაწილობრივ), ვაზისუბნის დასახლების (ნაწილობრივ), ხელოვანთა და ზურაბ პატარიძის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამრეწველო ...

Read More »
ერდოღანი: თურქეთი შეძლებს, ალტერნატივა მოუძებნოს რუსეთის ენერგომატარებლებს

ერდოღანი – ევროპა ამ ზამთარს სერიოზული პრობლემებით გაატარებს, ევროპამ რაც დათესა, იმას მოიმკის

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ევროპა ამ ზამთარს სერიოზული პრობლემებით გაატარებს. როგორც ერდოღანმა ბოსნია და ჰერცეგოვინაში გამგზავრებამდე ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, ევროპამ რაც დათესა, იმას მოიმკის. „ამ დროისთვის ბუნებრივ აირთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ გვაქვს. რა თქმა უნდა, ევროპა რეალურად მოიმკის, რასაც თესავს. ევროპის დამოკიდებულება პუტინის მიმართ, სანქციების პრაქტიკა, რა თქმა უნდა, პუტინმაც უთხრა მათ: „თუ თქვენ ამას აკეთებთ, მაშინ მეც ასე ...

Read More »

ევროკომისია გაზის ფასის შეზღუდვის ზომებს განიხილავს

ევროკომისია გაზის ფასის შეზღუდვის ზომებს სწავლობს. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული სააგენტო dpa ევროკომისიის შიდა დოკუმენტზე დაყრდნობით ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, არსებობს შესაძლებლობა შეთანხმდეს რუსეთიდან გაზის მაქსიმალური ფასი. კიდევ ერთი ვარიანტი, როგორც დოკუმენტის ავტორები ამბობენ, არის გაზის ფასის დაფიქსირება ევროპულ სავაჭრო მოედნებზე. ეს ნაბიჯი შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც გადაუდებელი ზომა. პირველი შესაძლებლობის განხორციელებისას გაზის საფასურის ზღვარი შეიძლება განისაზღვროს სპეციალური კანონით.

Read More »

ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან ახლოს მასშტაბური აფეთქება მოხდა

უკრაინის ქალაქ ენერგოდარში, სადაც ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მდებარეობს, მასშტაბური აფეთქება მოხდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ქალაქის მოსახლეობა ელექტროენერგიის და წყლის გარეშეა დარჩენილი. ენერგოდარის მერმა, დიმიტრი ორლოვმა სხვა დეტალები არ დააკონკრეტა, მხოლოდ დასძინა, რომ ახლა მომხდარის შესახებ ყველა გარემოება ზუსტდება. 5 სექტემბერს, დაბომბვის შედეგად გაჩენილი ხანძრისას, ქალაქში კიდევ ერთი ელექტროგადამცემი ხაზი გაითიშა.

Read More »
მსოფლიოში ნავთობის ფასები მატულობს

Bloomberg: მიუხედავად ემბარგოსი, ევროპა რუსულ ნავთობზე სულ უფრო მეტადაა დამოკიდებული

ევროკავშირის ქვეყნები კვლავ რუსულ ნავთობზე არიან დამოკიდებულები და აქტიურად მოიხმარენ მას, მიუხედავად ემბარგოსი, რომელიც დეკემბერში უნდა ამოქმედდეს. აღნიშნულის შესახებ Bloomberg-ი წერს. როგორც ცნობილია, რუსული ნავთობის ემბარგო ძალაში 5 დეკემბერს შევა, თუმცა როგორც გამოცემა წერს, ევროპა მის შესყიდვას მნიშვნელოვნად შეამცირებს ერთი თვით ადრე. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ განხორციელდეს ყველა დადგენილი ზომა. ამ ფონზე კი სააგენტოს ცნობით, რუსული ნავთობის საკითხს ექნება გადამწყვეტი ...

Read More »

ნავთობის ფასი ზრდას აგრძელებს, თუმცა ფასი კვლავ $90-ის ქვემოთ რჩება

2022 წლის 6 სექტემბერს ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  93,02  (+  0,66)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  86,87  (+  0,26)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

პლასტმასით დაბინძურება 2060 წლისთვის 3-ჯერ გაიზრდება და 1 მლრდ ტონას გადააჭარბებს

ახალი ანგარიშის თანახმად, 2060 წლისთვის პლასტმასის დაბინძურებაა გასამმაგდება, მათგან უმეტესობა ნაგავსაყრელზე მოხვდება და მხოლოდ მეხუთედზე მეტი გადამუშავდება – ამის შესახებ ინფორმაციას dailysabah.com ავრცელებს. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მონაცემების მიხედვით, წიაღისეულის საწვავზე დაფუძნებული პლასტმასის წლიური წარმოება 2060 წლისთვის 1,2 მილიარდ ტონას მიაღწევს, ხოლო ნარჩენები 1 მილიარდ ტონას გადააჭარბებს. 38 ერის ორგანიზაცია ანგარიშში წერს, რომ მოთხოვნის შემცირებისა და ეფექტურობის გასაუმჯობესებლად აგრესიული ქმედებების ...

Read More »

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ევროკომისია ენერგეტიკული კრიზისის დასაძლევად ზომებს ამზადებს

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ევროკომისია ენერგეტიკული კრიზისის დასაძლევად ზომებს ამზადებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა. „პუტინი ენერგეტიკას იარაღად იყენებს. ის ამცირებს მიწოდებას და მანიპულირებს ენერგეტიკული ბაზრებით. ის დამარცხდება. ევროპა გაიმარჯვებს. ევროკომისია ამზადებს ინიციატივებს, რათა დაეხმაროს მოწყვლად ოჯახებს და ბიზნესს, გაუმკლავდნენ ენერგორესურსების მაღალ ფასებს“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა. ურსულა ფონ დერ ლაიენის ინფორმაციით, ევროკომისიის მიერ შემუშავებულ ...

Read More »