Author Archives: admin

რუსეთი ნავთობის რეკორდულ რაოდენობას გზავნის

რუსული ნავთობის ექსპორტმა ზღვით მიაღწია უმაღლეს დონეს ბოლო ხუთი თვის განმავლობაში. კერძოდ, რუსეთიდან საზღვაო გზით გადაზიდული ნავთობის მოცულობა გაიზარდა 3,6 მილიონ ბარელამდე დღეში, რაც ყველაზე მაღალია ივნისის თვის დასაწყისიდან. ეს გამოწვეულია რუსეთის ნავთობის ექსპორტზე ევროკავშირის ნაწილობრივი ემბარგოს დაწესებით, აღნიშნავს Bloomberg. ყველაზე დიდი ზრდა, როგორც ნატურით, ასევე პროცენტული თვალსაზრისით, დაფიქსირდა მურმანსკის ტერმინალიდან გადაზიდვებზე. აღნიშნულია, რომ მურმანსკიდან აზიის მიმართულებამდე მოგზაურობა უფრო გრძელია, ...

Read More »

თბილისის ქუჩები, რომელსაც დღეს ელქტრომომარაგება შეუწყდება

9 ნოემბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს. საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბახტრიონის, საბურთალოს და სულხან ცინცაძის ქუჩების მოსახლეობას. ნაძალადევის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კისისხევის, რევაზ ურიდიას, გრიგორ (გრიშა) ბიჩინაშვილის, ცოტნე დადიანის, წაღვერის, წრომის, ქებურიას, რევაზ ინანიშვილის, ძმობის, ეკა ბეჟანიშვილის, ნათაძის, ავთანდილ ღოღობერიძის, ...

Read More »

ანდჟეი დუდა: უკრაინაში რუსეთის შეჭრა კლიმატის საკითხს საფრთხის ქვეშ აყენებს

პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ კლიმატის ცვლილების შესახებ გაეროს 27-ე კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა კლიმატის საკითხს საფრთხის ქვეშ აყენებს. „რუსეთის აგრესიის შედეგია კრიზისი და უზარმაზარი ხარჯები, რომელიც საფრთხეს უქმნის კლიმატის ტრანზიციის დროულ განხორციელებას და დასახული მიზნების დროულ მიღწევას“, – აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა. „ჩვენი მიზანი უნდა იყოს რუსეთის აგრესიის დროულად და სამუდამოდ აღმოფხვრა უკრაინისადმი მხარდაჭერის გაზრდით და რუსეთზე ...

Read More »

ნავთობის ფასი შემცირდა

2022 წლის 8 ნოემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  97.92 (-  0.65)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  91.79  (-  0.82)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

აშშ და ბრიტანეთი თხევადი გაზის ექსპორტზე შეთანხმდნენ

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი, აშშ-სთან გაზის მთავარი შეთანხმების გამოცხადებისთვისემზადება. აშშ-სა და ბრიტანეთს შორის, მოლაპარაკებები „ენერგეტიკული უსაფრთხოების პარტნიორობაზე“ დასკვნით ეტაპებზეა. Reuters-ის ცნობით, აშშ, დიდ ბრიტანეთში მომდევნო წლის განმავლობაში მილიარდობით კუბური მეტრი თხევადი ბუნებრივი აირის გაყიდვას გეგმავს. პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი შეთანხმების შესახებ გაეროს კლიმატის ცვლილების 27-ე სამიტის შემდეგ გამოაცხადებს. თავის მხრივ, ბრიტანეთი იმედოვნებს, რომ აშშ-სგან მომავალ წელს, დაახლოებით, 10 მილიარდი კუბური მეტრის ...

Read More »
დედაქალაქის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

უკრაინა აცხადებს, რომ ხერსონი დენის გარეშე დარჩა რუსეთის იერიშის და არა უკრაინელთა “ტერაქტის” გამო

კვირას ხერსონი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა მას შემდეგ, რაც რუსეთის ჯარებმა ცეცხლი გაუხსნეს ელექტრომომარაგების ხაზებს. ამის შესახებ განაცხადა ხერსონის ოლქის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ, იური სობოლოევსკიმ. მან „ტელეგრამში“ საკუთარ არხზე კომენტარი გაუკეთა ხერსონის საოკუპაციო ძალების განცხადებას იმის თაობაზე, რომ ქალაქის ელექტრომომარაგება შეწყდა „უკრაინის მხარის მიერ ორგანიზებული ტერაქტის“ გამო. „ოკუპანტებმა განცხადება გააკეთეს ‘ტერაქტის’ შესახებ. მაგრამ არ დაუზუსტებიათ, რომ ტერაქტი თავად მათ განახორციელეს. ამას ...

Read More »

თურქეთი, რუსული გაზის საფასურის გადახდას რუბლით იწყებს

თურქეთის ხელისუფლება, რუსეთის ფედერაციისთვის გაზის მიწოდების საფარსურის გადახდას, რუბლით იწყებს. ამის შესახებ Reuters-ი წერს. მოსკოვი მყიდველებს სთხოვს, გაზის საფასური რუბლით გადაიხადონ, რათა ვალუტა გააძლიეროს. ამავდროულად, ანკარა, ვაჭრობის სტიმულირებას, ლირის გამოყენებით ცდილობს. შეგახსენებთ, რომ რუსული გაზის საფასურის ნაწილის რუბლით დაფარვაზე შეთანხმებას, პუტინმა და ერდოღანმა აგვისტოს დასაწყისში სოჭში გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს. თუმცა მაშინ არ დასახელებულა გაზის ის მოცულობა, რომელიც თურქეთმა რუსეთისგან რუბლით უნდა იყიდოს.

Read More »

ილია დარჩიაშვილი – მსოფლიოში არსებული უამრავი სირთულის ფონზე, კლიმატის ცვლილება წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს და ურთულეს გამოწვევას

„მსოფლიოში არსებული უამრავი სირთულის ფონზე, კლიმატის ცვლილება წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს და ურთულეს გამოწვევას. გაერო-ს კლიმატის ცვლილების სამიტი არის ადგილი, სადაც მსოფლიო ლიდერები საუბრობენ, თუ როგორ უნდა მოხდეს კლიმატის ცვლილების ეფექტურად გამკლავება“, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა. დარჩიაშვილის თქმით, მთავრობის მეთაურის მიმართვაში საუბარი იყო, საქართველოს პოტენციალზე, თუ როგორ შეიძლება, მოხდეს ქვეყანაში განახლებადი ენერგიების ათვისება, რაც წარმოადგენს ...

Read More »

ოკუპირებულ დონეცკში ელექტროქვესადგურის ტრანსფორმატორებს ცეცხლი გაუჩნდა

დონეცკის ოლქში, დროებით ოკუპირებულ იასინოვატაიაში, ელექტროქვესადგურის ტრანსფორმატორებს ცეცხლი გაუჩნდა. რუსი ტერორისტების სამხედრო ნაწილები, სავარაუდოდ ამ ტრანსფორმატორებზე სხედან. ურევია თუ არა ამ ხანძარში უკრაინელების ხელი, ჯერ უცნობია.  

Read More »

ირაკლი ღარიბაშვილი – კლიმატის ცვლილება ჩვენი თაობის გამოწვევად იქცა, სახელმწიფოთა ლიდერები პასუხისმგებელი ვართ, გამოსავალი ვიპოვოთ კაცობრიობისა და ჩვენი მომავალი თაობებისთვის

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაერო-ს კლიმატის ცვლილების 27-ე კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, კლიმატის ცვლილება გამოწვევად იქცა და სახელმწიფოთა ლიდერები პასუხისმგებელი არიან კაცობრიობისა და მომავალი თაობებისთვის გამოსავლის პოვნაზე. „საუბრის დრო აღარ დარჩა, რადგან ახლა საჭიროა სწრაფი და შედეგზე ორიენტირებული ქმედებები. ამ სულისკვეთებით, საქართველო განიხილავს პარიზის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვანი შესრულების საკითხს და მისი ეროვნულ დონეზე გაწერილი წვლილის ...

Read More »