Author Archives: admin

მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტში ჩართვის სურვილი "სოკარის" შემდეგ ჩინურმა "ჰუალინგმაც" გამოთქვა

ეკონომიკის სამინისტრო – მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობის პირველი ფაზა 2022 წელს დაიწყება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის განმარტებით, მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობის პირველი ფაზა მომდევნო წელს არის დაგეგმილი. დავით თვალაბეიშვილის განცხადებით, მოლაპარაკებები დონორ ორგანიზაციებთან აქტიურად გრძელდება. „წინა წლებში ის თანხები, რომელიც გამოყოფილი იყო საფინანსო ინსტიტუტებიდან მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობისთვის პანდემიის გამო სხვა მიმართულებით მიიმართა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პროექტი გაჩერდა და არ განხორციელდება. ორი მიმართულებით ვაპირებთ მუშაობის გაგრძელებას და უკვე ვმუშაობთ. ერთი არის ის რომ რაც გასაკეთებელია პირველი ...

Read More »

ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის 7 დეკემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  75.44  (+ 2.36)  დოლარი/ბარელზე.ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  72.05 (+  2.56)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

დღეს თბილისის ზოგიერთ რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების გამო, თბილისის ზოგიერთ რაიონში 8 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. საბურთალოს რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), ვაშლიჯვრის დასახლების, გელოვანის გამზირის, პეკინის  გამზირის, დიდგორის, პეტრიწის, პეტრე სარაჯიშვილის, გოძიაშვილის, ლიხაურის, კოსტავას, ფანასკერტელ-ციციშვილის, მიხეილ თამარაშვილის, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების, ბახტრიონის, ვაზისუბნის, ზემო ვეძისის, ზოვრეთის, კანდელაკის, ლვოვის, ლევანდოვსკის, ლუქსემბურგის, ოდესის, ონიაშვილის, ტაშკენტის, ...

Read More »

ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებები 9 დეკემბერს განახლდება

ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებსა და ირანს შორის მოლაპარაკებები 9 დეკემბერს გაგრძელდება ვენაში. ამის შესახებ ირანის ნახევრად ოფიციალური სააგენტო Tasnim-ი იუწყება. მოლაპარაკებების მიზანია, სული შთაბეროს 2015 წელს ხელმოწერილ შეთანხმებას, რომლითაც ირანმა იკისრა ვალდებულება, შეზღუდოს საკუთარი ბირთვული პროგრამა სანქციების შემსუბუქების საპასუხოდ. მოლაპარაკებები გასულ კვირაში განახლდა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ. აშშ, რომელმაც 2018 წელს დატოვა შეთანხმება დონალდ ტრამპის პრეზიდენტობისას, მაგრამ ამჟამად ...

Read More »
აზერბაიჯანული გაზი - 240 დოლარი, რუსული - 200, ირანული - 400

ევროპაში გაზის ფასის მატების ფონზე, აშშ რუსეთს ახალი სანქციებით ემუქრება

ევროპაში ბუნებრივი აირის ფიუჩერსების ფასმა მოიმატა – მოვაჭრეები ზამთრის მარაგების ახალ რისკებს აფასებენ. მომდევნო თვეების ფასები ნიდერლანდებში 5.6%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც Royal Dutch Shell Plc-მა გააუქმა LNG-ის რამდენიმე გადაზიდვა ავსტრალიაში შეფერხების გამო, რაც გაზრდის გლობალურ კონკურენციას. მოვაჭრეები ასევე ელიან Nord Stream 2-ის წინააღმდეგ სანქციებსა და შემდგომ შეფერხებებს უკრაინის თემაზე პოლიტიკური დაპირისპირების გამო. ანალიტიკოსები და მოვაჭრეები ელიან, რომ ფასები მაღალი ...

Read More »

ბეზოსმა კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად კიდევ $443 მლნ გამოყო

მსოფლიოს ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა, ჯეფ ბეზოსმა, გასულ წელს პირობა დადო, რომ კლიმატის ცვლილებებთან საბრძოლველად 2030 წლამდე 10 მილიარდი დოლარის გამოყოფდა. 6 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ მილიარდერი კლიმატის ორგანიზაციებს კიდევ 443 მილიონი დოლარით დაეხმარება. 443 მილიონი დოლარი 44 გრანტს მოიცავს. აღნიშნული თანხიდან 130 მილიონი დოლარი Justice40 ინიციატივის მხარდასაჭერად დაიხარჯება. ეს არის აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პროგრამა კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად და ღარიბთა მხარდასაჭერად. დამატებით ...

Read More »

შემცირების შემდეგ, ევროპაში გაზი გაძვირდა

ევროპაში გაზის იანვრის ფიუჩერსების ღირებულებამ სავაჭრო ბირჟის გახსნისას 7,5%-ით გაიზარდა და ათას კუბურ მეტრზე 1 130 აშშ დოლარს მიუახლოვდა. ამას მოწმობს ICE Futures-ის მონაცემები. ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში გაზის იანვრის ფიუჩერსების ღირებულება  ათას კუბურ მეტრზე 1105-1120 აშშ დოლარის დიაპაზონში მერყეობდა. ხოლო, მაქსიმალურმა ღირებულებამ გასულ დღეს 1 129,4 აშშ დოლარი შეადგინა. ზრდა მკვეთრად გაძლიერდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანულმა მარეგულირებელმა “ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის” გაზსადენის სერტიფიცირება შეაჩერა. ზოგადად, ...

Read More »

SMART ენერგეტიკა

ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაცი­ის პროცესში ელექტროენერგეტიკული სექტორის გაციფრულება დაიწყო. ერთი თვის წინ ელექტრო­ენერგეტიკის სექტორში საყოფაცხოვრებო მომხ­­მარებლებისათვის ავამოქმედეთ ახალი რეგულა­ცია, რომელიც ჭკვიანი მრიცხველების დანერგვას შეეხება. ყველა ახალაშენებული, ექსპლუატაციაში შესული საცხოვრებელი კორპუსი, რომელიც მომ­­სახურე კომპანიას მიმართავს ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების მოთხოვ­­ნით, სავალდებულო წესით ჭკვიანი მრიცხველით აღიჭურვება. ფაქტობრივად, ჭკვიანი მრიცხველი არის მინი-კომპიუტერი შესაბამისი კომპიუტერუ­ლი პროგრამით, რომელთან დაკავშირებაც შესაძ­­ლებელია დისტანციურად. ერთ დღესაც ყველას შეგვეძლება, ჩვენს ...

Read More »

„სოციალური სამართლიანობის ცენტრში“ აცხადებენ, რომ ევროკავშირის ენერგოგაერთიანება „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით საკუთარ შეფასებებს პროექტის განახლების შემთხვევაში გამოაქვეყნებს

ევროკავშირის ენერგოგაერთიანება „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით საკუთარ შეფასებებს მას შემდეგ გამოაქვეყნებს, თუ პროექტი განახლდება. ექვსთვიანი მედიაციის პროცესი დასრულდა, თუმცა რა ბედი ელის ნამახვანჰესის პროექტს, უცნობია. სწორედ ამ საკითხზე გაიმართა დღეს დისკუსია, რომელსაც მედიაციის პროცესის მონაწილე მხარეები ესწრებოდნენ. როგორც „სოციალური სამართლიანობის ცენტრში“ აცხადებენ, მედიაციის გარდა ამ ექვსი თვის განმავლობაში ენერგეტიკული გაერთიანების ხელმძღვანელობით დაიგეგმა „ნამახვანჰესის“ ხელშეკრულებისა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების ხელახალი, დამოუკიდებელი შესწავლა. თუმცა, მიმდინარე წლის ...

Read More »

ენერგეტიკის სექტორის რეფორმირებისთვის ევროკავშირმა საქართველოს 8.4 მლნ ევროს გრანტი გამოუყო

ევროკავშირმა, „გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკ​მა“ (KFW-მ) და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საქართველოში ენერგეტიკის სექტორის რეფორმის მხარდასაჭერად მორიგი ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამა დაიწყეს. საქართველოს ენერგეტიკის სექტორის რეფორმის პროგრამა (GESRP), რომლის ბიუჯეტი 8,44 მილიონი ევროს შეადგენს, მიზნად ისახავს, ევროკავშირის დირექტივების შესაბამისად, ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას, საზოგადოებრივი, სამრეწველო და საცხოვრებელი შენობების და შესაბამისი ინფრასტრუქტურის ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას. ასევე, პროექტის მიზანია, მხარი დაუჭიროს ენერგეტიკის ბაზარზე ...

Read More »