Author Archives: admin

IAEA ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მისიის ნაწილის დატოვებას გეგმავს

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA), ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, თავისი მისიიდან რამდენიმე ადამიანს მუდმივ რეჟიმში დატოვებს. ამის შესახებ რუსული მედია  მიხეილ ულიანოვზე დაყრდნობით წერს, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებში ვენაში რუსეთის მუდმივი წარმოამდგენელია. მან ასევე თქვა, რომ IAEA-ს სამდივნოს დაახლოებით ათეული თანამშრომელი, რომლებიც მონაწილეობენ ბირთვულ უსაფრთხოებაში, იმყოფებიან მისიაში, რომელიც გაეროს თანამშრომლების დიდ გუნდთან ერთად, ლოჯისტიკასა და უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი. კვირას, ღამით და ორშაბათს რუსული ...

Read More »

გაძვირების მიუხედავად, საქართველოს გაზის დეფიციტი არ ემუქრება

უკრაინაში შექმნილი დაძაბული ვითარების გამო სათბობ ენერგეტიკული რესურსის ფასების კუთხით ევროპაში კრიზისია. მიმდინარე ომის გამო სხვადასხვა ქვეყნები მუდმივად ზარალდებიან. ახლა უკვე შესამჩნევი გახდა ისიც, რომ ენერგორესურსები საგრძნობლად არის გაძვირებული და შესაძლოა, ეს პრობლემა ჯერ კიდევ ვერ მოგვარდეს, ამიტომ საინტერესოა, საქართველოზეც ხომ არ იქონიებს გავლენას ევროპაში მიმდინარე პროცესები და რამდენად მომზადებულია ქვეყანა მსგავსი ტიპის სირთულესთან გასამკლავებლად. რუსეთ-უკრაინას შორის დაძაბული ურთიერთობის გამო, ...

Read More »

შოლცი: ენერგომომარაგების უსაფრთხოების თვალსაზრისით, ბევრად უკეთეს მდგომარეობაში ვართ, ვიდრე რამდენიმე თვის წინ

„ენერგომომარაგების უსაფრთხოების თვალსაზრისით, ჩვენ ბევრად უკეთეს მდგომარეობაში ვართ, ვიდრე რამდენიმე თვის წინ ვიყავით, – აცხადებს გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი. მისივე თქმით, გერმანია გეგმავს, ენერგიის დასაზოგად, 1-ლი სექტემბრიდან, არაერთი ღონისძიება გაატაროს, რათა ქვეყანა რუსული გაზის იმპორტის პოტენციური შეფერხებისთვის მოემზადოს. „წინა წლისგან განსხვავებით, ჩვენი გაზის საწყობების 80%-ზე მეტით არის სავსე. გავაგრძელებთ მუშაობას დარჩენილი სივრცის შევსების მიზნით“, თქვა შოლცმა. ენერგომომარაგების რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებას უსვამს ხაზს რობერტ ჰაბეკიც ...

Read More »

საფრანგეთმა რუსეთი ენერგორესურსების ომის იარაღად გამოყენებაში დაადანაშაულა

საფრანგეთმა რუსეთი ენერგორესურსების ომის იარაღად გამოყენებაში დაადანაშაულა მას შემდეგ, რაც „გაზპრომმა“ ევროპაში გაზის მიწოდება კიდევ უფრო შეამცირა. საფრანგეთის ენერგეტიკის მინისტრმა, ანიეს პანიე-რუნაშერმა განაცხადა, რომ აშკარაა, რომ რუსეთი გაზს ომის იარაღად იყენებს. „ჩვენ უნდა მოვემზადოთ მიწოდების სრული შეწყვეტის ყველაზე ცუდი სცენარისთვის“, – აღნიშნა საფრანგეთის ენერგეტიკის მინისტრმა. მანამდე ფრანგულმა ენერგოკომპანია Engie-მ განაცხადა, რომ დღეიდან „გაზპრომისგან“ ნაკლებ გაზს მიიღებს დაუზუსტებელი სახელშეკრულებო დავის გამო.

Read More »

ევროპაში ენერგეტიკული კრიზისი, სავარაუდოდ, რამდენიმე წელი გაგრძელდება – Shell-ის დირექტორი

ნორვეგიაში გამართულ კონფერენციაზე მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ენერგეტიკული კომპანიის, Shell-ის გენერალურმა დირექტორმა ბენ ვან ბეურდენმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომით გამოწვეული ენერგეტიკული კრიზისი, სავარაუდოდ, ევროპის მასშტაბით მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში გაგრძელდება. „რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ, ის მოსაზრება, რომ ეს კრიზისი მარტივად ან მალე დასრულება, არარეალისტურია და უნდა დავივიწყოთ“, – განაცხადა ვან ბეურდენმა. Shell-ის CEO-ს შეფასებით, ევროპამ კრიზისის მოსაგვარებლად ენერგიის ალტერნატიული წყაროები უნდა ...

Read More »

ნავთობის ფასი შემცირდა

2022 წლის  30 აგვისტოს ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  100.27 (-4.82)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  92.65 ( -4.36)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
ენგურჰესი გარკვეული პერიოდებით მუშაობას შეწყვეტს

„ბიჭვინთა პირველი ნაბიჯია, რიგში ენგურჰესი დგას“ – აფხაზური ოპოზიცია

ოკუპირებული აფხაზეთში რუსეთის „ელჩს“ მიხაილ შურგალინს, ადგილობრივი ვეტერანთა სამოქალაქო ორგანიზაცია „აიააირას“ შემდეგ ოპოზიციური სამოქალაქო გაერთიანება „აიდგილარაც“ აკრიტიკებს. საქმე რუსი დიპლომატის პოზიციას ეხება, რომელიც მან „რია ნოვოსტისთან“ საუბარში გამოხატა ყოფილი სახელმწიფო აგარაკის, „ბიჭვინთის“ რუსეთისთვის გადაცემის საკითხთან დაკავშირებით. „აიდგილარა“ „ელჩს“ „თავის გამონათქვამებსა და მსჯელობაში “ კორექტულობისა და სიფრთხილისკენ მოუწოდებს და მიუთითებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში „არ არის და ვერ იქნება ანტირუსული განწყობები“. „თქვენ აფხაზეთში რუსეთის ...

Read More »

სსე სომხეთთან დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ხაზის სარეკონსტრუქციო სამუშაოებს ასრულებს

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ გარდაბნის მუნიციპალიტეტში სომხეთთან დამაკავშირებელი 220 კვ. ელექტროგადამცემი ხაზის „ალავერდი“ სარეკონსტრუქციო სამუშაოებს ასრულებს. ტრანსსასაზღვრო ელექტროგადამცემი ხაზის „ალავერდი“ რეკონსტრუქცია 2017 წელს დაიწყო და რამდენიმე ეტაპად განხორციელდა. პროექტი ითვალისწინებდა: 220 კვ. ელექტროგადამცემი ხაზის „ალავერდი“ რეკონსტრუქცია – გაორჯაჭვიანებას; ქვესადგურში „გარდაბანი 500“ 220 კვ. ფრთის რეკონსტრუქციას და 220 კვ. უჯრედების მოწყობას ქ/ს „გარდაბნის თბოსადგური 2”-ში და ქვესადგურში „მარნეული 500“. ამჟამად მიმდინარეობს პროექტის ...

Read More »

ჩინეთი ევროპას გაზით ეხმარება – პეკინს LNG-ის ჭარბი რაოდენობა აქვს

ჩინეთი ყიდის ჭარბი თხევადი ბუნებრივი აირის მოუცულობას ევროპაში, რითაც ეხმარება მას გაუმკლავდეს ნედლეულის დეფიციტს მას შემდეგ, რაც რუსული გაზპრომმა შეწყვიტა მიწოდება, წერს Nikkei Asia. ქვეყნის შიგნით გაზზე სუსტი მოთხოვნის გამო, პეკინს აქვს LNG-ის ჭარბი რაოდენობა, რომელსაც ის ახლა ყიდის ევროპის ქვეყნებში. „კარანტინმა ქალაქებში შეამცირა მოთხოვნა სამრეწველო საწვავზე და ქიმიკატებზე, რის შედეგადაც შემცირდა გაზის მოთხოვნა წლის პირველ ნახევარში. და როგორც ჩანს, ...

Read More »

„დიდი შვიდეული” – მივესალმებით ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისიის ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ვიზიტს – ელექტროსადგური სამართლიანად ეკუთვნის უკრაინას

„დიდი შვიდეული“ მიესალმება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ვიზიტს უკრაინის ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე. ამასთან, ორგანიზაცია აცხადებს, რომ რუსეთის მცდელობები სადგურის გათიშვის უკრაინის ელექტრო ქსელიდან მიუღებელია. „კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური და ელექტროენერგია, რომელსაც ის აწარმოებს, სამართლიანად ეკუთვნის უკრაინას და ხაზს ვუსვამთ, რომ რუსეთის მცდელობები, გათიშოს სადგური უკრაინის ელექტრო ქსელიდან მიუღებელია“, – ნათქვამია “დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ერთობლივ განცხადებაში. შეგახსენებთ, ატომური ...

Read More »