Author Archives: admin

რომეო მიქაუტაძემ ბაქოში გამართულ „სამხრეთის გაზის კორიდორის“ მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალში მონაწილეობა მიიღო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო „სამხრეთის გაზის კორიდორის“ მრჩეველთა საბჭოს მე-8 მინისტერიალში, ასევე გამართა ორმხრივი შეხვედრები აზერბაიჯანისა და სხვა ქვეყნების ენერგოკომპანიების წარმომადგენლებთან. ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, „სამხრეთის გაზის კორიდორის“ მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა „სამხრეთის გაზის კორიდორის“ მნიშვნელობაზე როგორც რეგიონის, ასევე ...

Read More »

თამარ ბარკალაია: ელექტროენერგიის სუბსიდიას მთელი ქვეყნის მასშტაბით მიიღებს ყველა, ვისი სარეიტინგო ქულაც 150 00 და ნაკლებია

სუბსიდირებას სრულიად საქართველოს მოსახლეობა მიიღებს, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში, იმ შემთხვევაში, თუ მათი სარეიტინგო ქულა 150 00 და ნაკლებია,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ ბარკალაიამ „ქრონიკასთან“ ისაუბრა. „ელექტროენერგიის სუბსიდია პრემიერ-მინისტრის ინიციატივაა. ოჯახების რაოდენობა, რომელიც დღეს რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ბაზაში და მათი ქულა 150 000 და ნაკლებია, ამ ეტაპზე 310 000-ს შეადგენს. ჯამში ამ ოჯახებში 1 000 000-მდე საქართველოს მოქალაქე ...

Read More »
მზის ენერგიის გამოყენების პერსპექტივა საქართველოში

ქვემო ქართლის რეგიონში 100 მილიონი დოლარის უცხოური ინვესტიციის განხორციელება იგეგმება

ქვემო ქართლის რეგიონში 100 მილიონი დოლარის უცხოური ინვესტიციის განხორციელება იგეგმება, საიდანაც გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი დაახლოებით 13 მილიონი ლარის სარგებელს მიიღებს, – ამის შესახებ ინფორმაციას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე განმარტებით, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, მოადგილეებთან და სამხარეო ადმინისტრაციის სამსახურების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორს, გიორგი ჩიქოვანს და პროექტების განვითარების დეპარტამენტის უფროსს, ნუგზარ ხაინდრავას შეხვდა. ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი 95 აშშ დოლარს გადასცდა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 1,52%-ით, 1,42 აშშ დოლარით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 95,07 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »
მაისის თვეში საწვავის იმპორტი შემცირდა

საქართველოში საწვავის ფასის მომატებას პროგნოზირებენ – რა ხდება სხვა ქვეყნებში?

2022 წლის თებერვლის თვიდან საქართველოში საწვავის ფასის მომატებას პროგნოზირებენ. გთავაზობთ 4 თებერვლისთვის არსებულ საწვავის ფასებს საქართველოსა და მის მეზობელ და მეგობარ ქვეყნებში: 🔵 საქართველოში: 1 ლ ბენზინის ფასი საშუალოდ 1.044 დოლარია (3.16 ლარი) 🔵 სომხეთში: 1.05 დოლარი (3.19 ლარი) 🔵 აზერბაიჯანში: 0.588 დოლარი (1.78 ლარი) 🔵 თურქეთში: 1.062 დოლარი (3.21 ლარი)  🔵 რუსეთში: 0.670 დოლარი (2.03 ლარი) 🔵 უკრაინაში: 1.155 დოლარი (3.49 ლარი)  ქვეყნები, რომლებშიც საწვავი მსოფლიოში ყველაზე იაფი ...

Read More »

ევროპაში გაზის ფასი 2,6%-ით გაიზარდა

ევროპაში გაზის ფიუჩერსების ფასი, ბოლო 24 საათში, 2,6%-ით გაიზარდა. გაზის თებერვლის ფიუჩერსების ფასმა ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში ვაჭრობის გახსნისას ათას კუბურ მეტრზე 975 აშშ დოლარი შეადგინა. შეგახსენებთ, რომ 21-22 დეკემბერს გაზი ევროპის ბაზარზე $2 000-ზე მეტი ღირდა. თუმცა, შემდეგ, ევროპაში ძლიერი ქარის გამო ქარის ელსადგურებზე ელგამომუშავების რეკორდულ მაჩვენებელისა და აშშ-დან გათხევადებული აირის მარაგების გაზრდის გამო ბუნებრივი აირის ფასი განახევრდა. ფასების მატების მიზეზად ...

Read More »
აზერბაიჯანული გაზის პირველი მიწოდება ევროპაში 2019 წლის ბოლოსთვის დაიწყება

იამალის გაზსადენით ევროპაში რუსული ბუნებრივი აირის მიწოდება აღდგა

იამალი-ევროპის გაზსადენმა, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში გათიშული იყო, მუშაობა განაახლა. 2 000 კმ-ანი გაზსადენი, რომელიც ბელარუსზე გადის, ევროპაში რუსეთიდან იმპორტირებული ბუნებრივი აირის მეექვსედს ატარებს. ევროკავშირის ქვეყნები ბუნებრივი აირის მოთხოვნილების მესამედს რუსული გაზით იკმაყოფილებენ. დასავლეთი რუსეთს ბუნებრივი აირის მარაგების და მიწოდების ხელოვნურად შეზღუდვაში ადანაშაულებს, რაც მსოფლიო ბაზარზე გაზის ფასების რეკორდულ ზრდას უწყობს ხელს. ამასთან, რუსეთს Nord Stream 2-ს განსახორციელებლად ენერგორესურსებით მანიპულირებაში სდებენ ბრალს. Nord Stream ...

Read More »

ნავთობის ფასი კვლავ გაიზარდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2022 წლის 3 თებერვლის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 91.11 (+  1.64)   დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  90.27  (+  2.01)  დოლარი/ბარელზე.  

Read More »

Ford-ი ელექტრომობილებში დამატებით $20 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს

Ford Motor Co ელექტრომობილების მიმართულების განვითარებაში, დამატებით $20 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს. ანგარიშის თანახმად, მომავალი ხუთი წლის განმავლობაში $10-დან $20 მილიარდამდე ინვესტიცია, მთელ მსოფლიოში, Ford-ის არსებული ქარხნების ელექტრომობილების წარმოებაზე გადაყვანას მოხმარდება. „Ford+“ -ის გეგმის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების მეორე უმსხვილესმა მწარმოებელმა, 2030 წლისთვის, ელექტრომობილებსა და ბატარეის განვითარებაზე $30 მილიარდზე მეტის დახარჯვის პირობა დადო. ახალი გეგმა ასევე იმ ინჟინრების დაუზუსტებელ რაოდენობას მოიცავს, ...

Read More »

საქართველოში საწვავის ფასები შესაძლოა გაიზარდოს – “ვისოლის” დირექტორი

კომპანია “ვისოლის” დირექტორი, ვასილ ხორავა “ტვ პირველის” გადაცემაში “ანალიტი” აცხადებს, რომ საწვავის ფასი შესაძლოა 20-25 თეთრით გაძვირდეს. მისივე თქმით, ეს ერთ დღეში არ მოხდება და ეტაპობრივად განხორციელდება. “ნავთობპროდუქტებზე დაახლოებით 150 ლარით მოხდა ფასის ცვლილება. ეს ლიტრზე დაახლოებით 20-25 თეთრის სხვაობაა. თუმცა ეს ერთ დღეში არ მოხდება და ეტაპობრივად განხორციელდება. ზოგადად ჩვენ თუ იმ ნიშნულის ცვლილებას ავიღებთ, რომელიც წლის დასაწყისიდან თებერვლამდე ...

Read More »