Author Archives: admin

ევროკავშირს 2023 წელს გაზის დეფიციტის შესავსებად 100 მლრდ ევრო დასჭირდება – IEA

ევროკავშირის ქვეყნებს 2023 წელს შესაძლოა, 27 მილიარდი კუბური მეტრი გაზის დეფიციტი შეექმნათ, რომლის ლიკვიდაციისთვის დამატებით 100 მლრდ ევროს ინვესტიცეია იქნება საჭირო. ამის შესახებ ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) ანგარიშში არის ნათქვამი, სახელწოდებით, „როგორ უნდა იყოს აცილებული გაზის დეფიციტი ევროკავშირში 2023 წელს.“ ანგარიშში ნათქვამია, რომ ინვესტიციის, დაახლოებით, ნახევარი საჭირო იქნება ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებლად, პირველ რიგში კი შენობების მოდერნიზაციისთვის, 40% – განახლებადი ენერგიისთვის, ხოლო ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასმა $83-ს გადააჭარბა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 2,24 აშშ დოლარით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 83,04 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »
ებრაული კომპანია ქართული ტყეების გადარჩენას გეგმავს

ადგილობრივი ტყის ჭრის შეჩერება ერთადერთი გამოსავალია ნახშირორჟანგის რაოდენობის სასურველ ნიშნულამდე დასაყვანად

ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის (ANU) და გრიფიტის უნივერსიტეტის მკვლევრები ამბობენ, რომ მხოლოდ ადგილობრივ ტყეებს შეუძლიათ ატმოსფეროდან ნახშირბადის საჭირო სიჩქარით მიღება. პროფესორმა ბრენდან მაკიმ გრიფიტის უნივერსიტეტიდან თქვა, რომ, თუ მთავრობის მიზნები მიიღწევა, მომდევნო ცხრა წლის განმავლობაში ნახშირბადის გამონაბოლქვი ყოველწლიურად დაახლოებით 15,3 მეგატონით უნდა შემცირდეს. “ეს დაახლოებით იგივეა, რაც წლიური წმინდა ნახშირბადის ემისიები, რომლებიც ჩვენი ადგილობრივი ტყეების ჭრის შედეგად წარმოიქმნება”, – თქვა პროფესორმა ...

Read More »

ნავთობის ფასი $80-იან ნიშნულს ასცდა

2022 წლის 14 დეკემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  81.28 (+0.65)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  75.99 (+0.60)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

რაჭაში ეროვნული პარკი შეიქმნა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივა რაჭაში ახალი დაცული ტერიტორიის შექმნის შესახებ საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში, 50 894 ჰექტარ ფართობზე, რაჭის ეროვნული პარკი შეიქმნა. დაცული ტერიტორიების დაარსება ხელს შეუწყობს რეგიონის  ბიომრავალფეროვნების, ეკოსისტემების, ლანდშაფტების და ბუნებრივ-კულტურული ფასეულობის დაცვა-შენარჩუნებას. რაჭის დაცული ტერიტორიების დაარსების შედეგად შეიქმნება ადმინისტრაციული ცენტრი, ...

Read More »

„პუტინის უფლება არ აქვს, მიგვითითოს“: მოლდოვა რუსულ „გაზპომთან“ დავას იწყებს

მოლდოვა რუსულ სახელმწიფო კომპანია „გაზპრომს“ უჩივლებს ქვეყანაში ენერგეტიკული კრიზისის ხელოვნურად პროვოცირებისთვის,– ამის შესახებ მოლდოვის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ანდრეი სპინუმ Deutsche Welle-სთან ინტერვიუში ისაუბრა. მინისტრის თქმით, ადვოკატები უკვე ამზადებენ სარჩელს. „რუსული „გაზპრომი“დამნაშავეა იმაში, რომ ჩვენ იძულებულნი ვართ, ვიყიდოთ გაზი და ელექტროენერგია საერთაშორისო ბაზარზე. ჩვენ ვემზადებით საჩივარს ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო. ჩვენ ასევე მოვითხოვთ ზარალის ანაზღაურებას, რადგან მათი ბრალეულობით ვართ იძულებულები, გადავამისამართოთ თანხები, ავიღოთ ...

Read More »
USAID-ის დახმარებით გაზსადენის სამი მონაკვეთის აღდგენა-რეაბილიტაცია განხორციელდა

“საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” განცხადებას ავრცელებს

შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” განცხადებას ავრცელებს: “ნაფარეულის გაზგამანაწილებელი სადგურის სარეკონსტუქციო და ოდორიზაციის ახალი კვანძის სამონტაჟო სამუშაოები დასრულებულია. შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ” ნაფარეულის გაზგამანაწილებელი სადგურის სარეკონსტრუქციო და ოდორიზაციის ახალი კვანძის სამონტაჟო სამუშაოები დაასრულა. ბუნებრივი გაზის მიწოდების აღდგენა გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში, უკვე მიმდინარეობს, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად ახორციელებს. შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს ...

Read More »

ზელენსკი: ჩვენი მოსახლეობის დასაცავად გენერატორები ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ჯავშანი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინისთვის ჯავშანზე არანაკლებ მნიშვნელოვანია გენერატორები, რათა მოსახლეობან ზამთრის გადატანა შეძლოს. ამის შესახებ ზელენსკიმ პარიზში გამართულ საგანგებო კონფერენციაზე ისაუბრა, სადაც უკრაინისთვის მომდევნო ოთხი თვის ჰუმანიტარული და ფინანსური დახმარება განიხილება. ზელენსკის თქმით, უკრაინას დამატებით 800 მილიონი ევრო სჭირდება ზამთრის გადასატანად და 1.5 მილიარდი ევრო გრძელვადიანად ელექტროენერგიის მიწოდების აღსადგენად. “ყველაფერს გავაკეთებთ, რათა გავუმკლავდეთ უსინათლობას და ენერგეტიკულ ტერორს. ჩვენი ელექტროსადგურების უმრავლესობა დაბომბვის ...

Read More »
ფოთში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის სურვილი რამდენიმე ინვესტორმა გამოთქვა

საფრანგეთი ყაზახეთში, გაზის გადამამუშავებელ ქარხანის პროექტს განახორციელებს

ფრანგულ კომპანია Technip Energies N.V.-სა და ყაზახეთის ნაციონალური კომპანია QazaqQaz-ს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის მიხედვით, ყაზახეთში, კაშაგანის საბადოზე, გაზის გადამამუშავებელი ქარხანა აშენდება. გაზის გადამამუშევებელი ქარხნის საწარმოო სიმძლავრე, წელიწადში 1 მილიარდი კუბური მეტრი იქნება. კომპანიები ასევე გეგმავენ თანამშრომლობას სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის (STC) QazaqGaz-ის ფარგლებში თანამშრომელთა კომპეტენციის ამაღლების სფეროში. Technip Energies ასევე კონსულტაციას გაუწევს QazaqQaz-ს გაზის გადამუშავებასთან და ენერგეტიკულ გადაცემასთან დაკავშირებულ საკითხებში. აღსანიშნავია, ...

Read More »
რა სარგებელს მოუტანს "ნენსკრაჰესი" ქვეყნის ეკონომიკას

როგორ აპირებს მთავრობა ამბიციური ენერგოპროექტების დაწყებას მოსახლეობის გამუდმებული პროტესტის ფონზე?

მთავრობა ენერგეტიკული მიმართულებით გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმას აპირებს და დიდი პროექტების განხორციელებას გეგმავს, რომელმაც ქვეყანა მოსალოდნელი ენერგოდეფიციტისგან უნდა იხსნას. ამისათვის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობა წლის ბოლოსთვის ჯამში 1500 მეგავატის პროექტებზე გეგმავს აუქციონის გამოცხადებას. თუმცა, ერთია გეგმები და პროექტები და მეორე მისი განხორციელება. ქვეყანაში ლამის, ყველანაირ ენერგოობიექტის მშენებლობას მოსახლეობა აგრესიულად ეწინააღმდეგება. ჯერჯერობით ხელისუფლება იმდიანადაა განწყობილი. როგორც მთავრობის სხდომაზე აღინიშნა, დამატებით სიმძლავრეებზე აუქციონების გამოცხადება ...

Read More »