Author Archives: admin

საუდის არაბეთი ენერგეტიკულ პროექტებში $769 მილიარდზე მეტის ინვესტირებას გეგმავს

საუდის არაბეთი ენერგეტიკულ პროექტებში სულ მცირე 769 მილიარდი დოლარის ინვესტიციას აპირებს. ამის შესახებ ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელმა აბდულაზიზ ბინ სალმან ალ საუდმა განაცხადა, იუწყება ტელეარხი Al-Sharq-ი. სამეფოში ენერგეტიკის სექტორში მიზნობრივი პროექტების ღირებულება, რომლებიც 2030 წლამდე განხორციელდება, სწორედ 769 მილიარდი დოლარს შეადგენს. ალ საუდის თქმით, საუდის არაბეთის ხელისუფლება აპირებს, გაზარდოს ნავთობპროდუქტების ტევადობა ჯუბაილში, იანბუსა და რას ალ-ხაირში. ასევე იგეგმება რას ალ-ხაირში ნავთობპროდუქტების მიწოდების მიზნით, ...

Read More »

უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის თავდასხმების გამო, გერმანია G7-ის შეკრებას ითხოვს

გერმანია დიდი შვიდეულის ჯგუფის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას ითხოვს უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის უახლეს სარაკეტო დარტყმის გამო. ამის შესახებ Twitter-ზე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანნალენა ბერბოკმა დაწერა. „მომავალ კვირას, როგორც G7-ის თავმჯდომარე ქვეყანა, ჩვენ მოვიწვევთ სხვა პარტნიორებს ბუქარესტში, საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, რათა უკრაინის ენერგომომარაგების შემდგომი მხარდაჭერა უზრუნველვყოთ“, – წერს ბერბოკი. მინისტრის თქმით, პუტინი ცდილობს, უკრაინელი ხალხი სიცივესა და სიბნელეში ამყოფოს. ...

Read More »

თურქეთში მდინარე ჭოროხზე აშენებული იუსუფელის უდიდესი წყალსაცავი გაიხსნა

თურქეთში ყველაზე დიდი წყალსაცავი პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სამშაბათს გახსნა. როგორც ერდოღანმა თქვა, იუსუფელის კაშხალში წარმოებული ყოველწლიური 1,9 მილიარდი კვტ/სთ ენერგია თურქეთის ეკონომიკას 5 მილიარდ ლირის დამატებით ღირებულებას მოუტანს. გიგანტური ობიექტის მშენებლობა, რომელიც ყველაზე დიდი კაშხალია ჭოროხის  აუზში, 2012 წელს დაიწყო. კაშხლის კორპუსი  ტალვეგიდან 220 და საძირკველიდან  275 მეტრია. კაშხალი, რომელიც ეიფელის კოშკზე 25 მეტრით მოკლეა, თავისი გიგანტური კორპუსით თურქეთში ...

Read More »

ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ აზერბაიჯანს ათზე მეტმა ქვეყანამ გაზის მიწოდების გაზრდის ან დაწყების თხოვნით მიმართა

რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დაწყების შემდეგ აზერბაიჯანს ათზე მეტმა ქვეყანამ გაზის მიწოდების გაზრდის ან დაწყების თხოვნით მიმართა. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ბაქოში, საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ჩვენ ამჟამად განვიხილავთ ამ განაცხადებს. ახლა არ გვაქვს გაზის საკმარისი მოცულობა, რათა ყველა მათგანი დავაკმაყოფილოთ, ამიტომ ჩვენ დაუყოვნებლივ უნდა დავიწყოთ კომერციული მოლაპარაკებები, უმთავრესად, ქვეყნებთან, რომლებიც იღებენ აზერბაიჯანულ გაზს, რადგან მილსადენები უკვე ...

Read More »
საწვავი 12–15 თეთრით გაძვირდა – ფასების ზრდა შესაძლოა, მომავალშიც გაგრძელდეს

ბენზინი საქართველოშიც კიდევ გაიაფდება!

მსოფლოში ნავთობმა ისევ მკვეთრი გაიაფება დაიწყო. თუკი დაახლოებით ორი კვირის წინ, მსოფლიო ბირჟებზე გაიაფების ტენდენცია სიძვირემ შეცვალა, დღეითვის კვლავ ფასთა კლება ფიქსირდება და მიმდინარე ეტაპზე “ბრენტის” ტიპის ნავთობის ღირებულება 84 დოლარი შეადგენს. `რეზონანსი” შეეცადა გაერკვია, რას შეიძლება უკავშირდებოდეს ნავთობის გაიაფება და მიმდინარე ცვლილების რა გავლენას მოახდენს საქართველოზე? დაახლოებით ორი კვირის წინ ნავთობის ღირებულება 100-დოლარიან ნიშნულს მიუახლოვდა და 1 ბარელის ფასი ...

Read More »

ევროკავშირი გაზის ფასზე ლიმიტის დაწესებაზე ვერ შეთანხმდნენ

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ენერგეტიკის მინისტრები ექსპორტირებული გაზის ფასზე ლიმიტის დაწესებაზე ვერ შეთანხმდნენ. უწყების ხელმძღვანელებმა საგანგებო შეხვედრა ბრიუსელში გამართეს, სადაც გაზისა და ნავთობის ფასების რეგულირების შესახებ ევროკომისიის შეთავაზებული მექანიზმები განიხილეს. უკრაინაში ომისა და კორონავირუსის პანდემიის გამო ევროკავშირში ენერგომატარებლების ფასი რეკორდულადაა გაზრდილი.

Read More »

“იმედის გენერატორები” – ევროპაში უკრაინელების გენერატორებით უზრუნველყოფის კამპანია დაიწყო

ევროპარლამენტმა და ქალაქების ევროპული ასოციაციამ ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი უკრაინელების მხარდამჭერი კამპანია – “იმედის გენერატორები” (GeneratorsofHope) დაიწყეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ დაწერა. საუბარია უკრაინისთვის დიდი რაოდენობით გენერატორების შეგროვებაზე. “რუსეთის თავდასხმების გამო, 10 მილიონი უკრაინელი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ჩვენ მათი დახმარება შეგვიძლია. დღეს ვიწყებთ კამპანიას – “იმედის გენერატორები”, რომ გენერატორებით ჩვენი უკრაინელი მეგობრები უზრუნველვყოთ. სოლიდარობა მოქმედებაშია”, – წერს ...

Read More »

კიევის მოსახლეობის ნახევარს ელექტროენერგია ისევ არ მიეწოდება

კიევის მოსახლეობის ნახევარი, 23 ნოემბრის სარაკეტო იერიშის შედეგად, ისევ ელექტროენერგიის გარეშე რჩება. ამის შესახებ დედაქალაქის მერიაში განაცხადეს. ქალაქის ხელისუფლებაში ამბობენ, რომ წყალმომარაგება მთლიანად არის აღდგენილი, თუმცა, ზოგიერთ მომხმარებელს შესაძლოა, წყალი დაბალი წნევით მიეწოდებოდეს, განსაკუთრებით – მაღალ სართულებზე. უახლოეს დროში ვითარება გამოსწორდება. ქალაქისთვის გათბობის მიწოდების აღდგენა მიმდინარეობს, საავარიო სამსახურები გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობენ. რაც შეეხება მობილურ კავშირს, როგორც ადმინისტრაციაში ამბობენ, მობილური ოპერატორის ...

Read More »

რუსეთიდან საქართველოში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი 4-ჯერ გაიზარდა

იანვარ-ოქტომბერში საქართველოში ნავთობის და ნავთობპროდუქტების იმპორტი თითქმის ორჯერ გაიზარდა. კერძოდ, თუ 2022 წლის 1-ელ ათ თვეში საქართველოში 1 135 985 000 აშშ დოლარის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი განხორციელდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 652 232 400 აშშ დოლარი იყო. აღსანიშნავია, რომ ნავთობპროდუქტების იმპორტის 43.6%-ი რუსეთიდან განხორციელდა. კერძოდ, მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში რუსეთიდან 495 496 970 აშშ დოლარის პროდუქტი შემოვიდა. გასული ...

Read More »

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო: უკრაინაზე სარაკეტო თავდასხმები ატომურ ელექტროსადგურებზე ავარიების რისკს ზრდის

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელის რაფაელ გროსის განცხადებით, უკრაინაზე სარაკეტო თავდასხმები ატომურ ელექტროსადგურებზე ავარიების რისკს ზრდის. რაფაელ გროსის თქმით, მოუწოდებს მხარეებს, ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებები შეწყვიტონ. „ერთ ადგილზე როცა არის ბევრი ბირთვული მასალა და ხორციელდება დარტყმა, მაგალითად, პირდაპირი დარტყმა ქარხნისთვის საწვავის საცავზე, ან გახარჯულ საწვავზე, რეაქტორზე ან თუ ატომურ ელექტროსადგურზე წყდება გასაგრილებლად საჭირო ელექტროენერგიის მიღება, მაშინ შეიძლება, მოხდეს უბედური ...

Read More »