Author Archives: admin

ნავთობის ფასი გაიზარდა, თუმცა კვლავ $80-ზე ნაკლები რჩება

2022 წლის 29 ნოემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  85.50 (+2.31)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  79.11 (+1.87)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

ენერგიის განახლებადმა წყაროებმა 2022 წლის პირველ ნახევარში ელექტრო ენერგიის მზარდი მოთხოვნა დააკმაყოფილა

ენერგეტიკული კრიზისის დროს ზოგიერთი კომპანია და პოლიტიკოსი ითხოვს წიაღისეული საწვავის ძიების გაზრდას, მაგრამ ახალი მონაცემები აჩვენებს, რომ ეს გადაწყვეტილება  საზიანოა და ასევე უსარგებლო კლიმატის კრიზისის ყველაზე ცუდი დარტყმების თავიდან ასარიდებლად. 2022 წლის პირველი ნახევრის განმავლობაში ელექტროენერგიის გაზრდილი მოთხოვნა დაკმაყოფილდა განახლებადი ენერგიით. ეს ინფორმაცია ვრცელდება ენერგეტიკული კვლევითი ცენტრის Ember-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების საფუძველზე. „ქარისა და მზის ენერგია ადასტურებს თავის ეფექტიანობას ენერგეტიკული ...

Read More »

რუსეთი აკრძალავს ნავთობის მიყიდვას იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც მხარს უჭერენ ფასის ზედა ზღვარს

რუსეთი აკრძალავს ნავთობის მიყიდვას იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც მხარს უჭერენ ფასის ზედა ზღვარს. Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ კრემლი უკვე ამზადებს პრეზიდენტის ბრძანებას. დადგენილება აკრძალავს ბიზნესის კეთებას როგორც კომპანიებთან, ასევე იმ ქვეყნებთან, რომლებიც შეუერთდებიან ფასების შეზღუდვის მექანიზმს. „გაურკვეველია, რა გავლენას მოახდენს ფასების ლიმიტი ან კრემლის საპასუხო განკარგულება ვაჭრობაზე“, – წერს გამოცემა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა არაერთხელ განაცხადა, რომ ბუნებრივ აირს არ მიაწვდის ...

Read More »
ენერგოომბუდსმენი მრჩეველთა საკონსულტაციო ჯგუფს შექმნის

ღიად დარჩენილი გაზის ონკანები და დახურული სივრცისთვის შეუსაბამო გამათბობლები – ენერგო ომბუდსმენი გაზის მოხმარების წესების დარღვევებზე საუბრობს

ენერგოომბუდსმენის, სალომე ვარდიაშვილის განცხადებით, კვლავ ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც მომხმარებელს გაზის ონკანი ღია რჩება, ამასთან, განთავსებულია ისეთი გამათბობლები, რომლებსაც არ აქვთ ნამწვის გარეთ გამავლობის მილი. როგორც მან მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, გაზის მოხმარების წესების კუთხით რეგიონებში გააქტიურება მნიშვნელოვანია, რადგან დედაქალაქთან შედარებით, მოსახლეობის ინფორმირებულობა ნაკლებია. „ძირითად პრობლემად რჩება, მოსახლეობის უყურადღებობა. მრავალმა ფაქტმა დაგვანახა, რომ მომხმარებელს გაზის ონკანი ღია რჩება, რაც ერთ-ერთი საფრთხეა, ...

Read More »

პესკოვი: რუსი სამხედროები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დასატოვებლად არ ემზადებიან

კრემლი უარყოფს ინფორმაციას, რომ რუსი სამხედროები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დასატოვებლად ემზადებიან, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა. „რუსი სამხედროები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დასატოვებლად არ ემზადებიან. არ არის საჭირო რაიმე ნიშნების ძებნა იქ, სადაც არ არის და არ შეიძლება იყოს“, – აცხადებს პესკოვი. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, რუსი სამხედროები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან გასვლისთვის ემზადებიან. ...

Read More »

რუსეთი საქართველოში ნავთობპროდუქტების ნომერ პირველი იმპორტიორია

რუსეთი საქართველოში ნავთობპროდუქტების ნომერ პირველი იმპორტიორი გახდა, ნათქვამია კვლევაში, სახელწოდებით „რუსული კაპიტალი საქართველოში“, რომლის ავტორიც ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ცენტრია USAID-ისა და Zink Network-ის დახმარებით. კვლევის პრეზენტაცია დღეს, 28 ნოემბერს გაიმართა. მედიისთვის ცნობილი გახდა, რომ 2022 წლის ივნისის მონაცემებით, რუსეთიდან იმპორტირებული საწვავი საქართველოს ბაზრის 64-65% შეადგენს. ამასთან ერთად, კვლევის ფარგლებში დადგინდა, რომ 2010-2022 წლებში საქართველოს სახელმწიფო უწყებებმა რუსულ კომპანია „ლუკოილთან“ საავტომობილო ...

Read More »

ევროკავშირის წარმომადგენლები რუსული ნავთობის ფასის ზღვარზე ისევ ვერ შეთანხმდნენ

ევროკავშირის წარმომადგენლები რუსული ნავთობის ფასის ზღვარზე  დღეს ისევ ვერ შეთანხმდნენ. Bloomberg-ის ცნობით, ახლა განიხილება ბარელზე 62$, მაგრამ პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები ამ ფასს  არ ეთანხმებიან და  თვლიან, რომ ეს ფასი კვლავ მაღალია.  

Read More »

თურქეთი შავი ზღვის ფსკერზე გაზის მოპოვების დაწყების შემდეგ, იმპორტირებულ გაზზე დამოკიდებულების შემცირებას აპირებს

თურქეთის განზრახვამ, შავი ზღვის ფსკერზე ახალი საბადოები განავითაროს, შესაძლოა, გამოიწვიოს ქვეყნის იმპორტირებულ გაზზე დამოკიდებულების 30%-ით შემცირება. ამის შესახებ განცხადება ქვეყნის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფატიჰ დონმეზმა გააკეთა. მისივე თქმით, შავი ზღვის ფსკერზე გაზის მოპოვების დაწყების შემდეგ, ის მთლიანი მოხმარების 25-30%-ს უზრუნველყოფს. „ჩვენი საგარეო დამოკიდებულება ბუნებრივ აირზე 70%-მდე შემცირდება“, – განაცხადა დონმეზმა. იმავდროულად, შავი ზღვის ფსკერზე ახალი საბადოების აღმოჩენის შემთხვევაში, თურქეთის ...

Read More »

ოთარ შამუგია აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს, მუხთარ ბაბაევს შეხვდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ოთარ შამუგია აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს, მუხთარ ბაბაევს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის გარემოსდაცვითი მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. ოთარ შამუგიამ ქვეყნებს შორის მრავალწლიანი კეთილმეზობლური და პარტნიორული ურთიერთობის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და დელეგაციის წევრებს გარემოსდაცვითი ...

Read More »

ლიეტუვამ უკრაინას ტრანსფორმატორები გადასცა

ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ვილნიუსი უკრაინას, ენერგეტიკის სექტორის აღდგენისთვის კიდევ ორ მილიონ ევროს გაუგზავნის. „ლიეტუვის ენერგეტიკულმა კომპანიებმა უკვე გაგზავნეს 3 მილიონი ევროს ოდენობის მხარდაჭერა უკრაინის ენერგეტიკული სექტორის აღდგენისთვის და ამჟამად იგზავნება კიდევ 2 მილიონი ევრო“, – დაწერა არვიდას ანუსაუსკასმა Twitter-ზე. მინისტრის თქმით, ლიეტუვიდან უკრაინაში ექვსი სატვირთო მანქანით 114 ტრანსფორმატორით გაიგზავნა. მთლიანობაში, ანუშაუსკასის თქმით, ლიეტუვა 252 ტრანსფორმატორის მიწოდებას აპირებს. წყარო: europetime.eu

Read More »